ქართველი მოდელი მამაკაცი მონაწილეობას მიიღებს კონკურსში “მის მსოფლიო 2010„
პირველად საქართველოში, სამოდელო სააგენტო „იმიჯ-ცენტრი“ ატარებს სამოდელო კონკურსს მამაკაცებისთვის „ნიუ ფეის მოდელ სერჩ“. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17-დან 26 წლამდე ბიჭებს, რომელთაც აქვთ შესაფერისი გარეგნობა და მონაცემები. ეს არის პროფესიული კონკურსი მამაკაცებისთვის. გამარჯვებულიც გაემგზავრება კონკურსზე „მისტერ მსოფლიო“, ხოლო ტოპ-ხუთეული ითანამშრომლებს საერთაშორისო სააგენტოებთან. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს სურვილი, ამ სფეროში გამოსცადოს საკუთარი თავი. შერჩევა უკვე დაწყებულია, წინაშესარჩევი ქასთინგი ჩატარდება 4 თებერვალს და შეირჩევა 15 საუკეთესო დამწყები მოდელი. წინასაკონკურსო მოსამზადებელ ეტაპს ისინი გაივლიან ვაკის საცურაო აუზ „ნეპტუნზე“, ფოტოსესიები კი „კიკალა სტუდიაში“ ჩაუტარდებათ. კონკურსის საფინალო შოუ გაიმართება 14 თებერვალს „სითი ქლაბში“. მოდელების ჩაცმულობაზე იზრუნებს ავთანდილ ცქვიტინიძე, ქასთინგებზე მონაწილეები ასევე საცურაო კოსტიუმებით წარდგებიან, რაც ჟიურის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.