ანეგდოტები
ახალი ამბები: ოთხშაბათს რუსეთის პრემიერი ვლადიმირ პუტინი აფხაზეთში სამშობიარო სახლს ესტუმრა, სადაც პუტინის მისვლამდე ორი წუთით ადრე ტყუპ-ები დაიბადნენ. მათ, რა თქმა უნდა, ვალოდია და დიმა დაარქვეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გოგონები არიან.
***
ახალ ქართველს ახალგაზრდა მოდელი მოეწონება და...
– ლამაზო, ისე ძალიან მომეწონე, რომ შემიძლია, შენი ნებისმიერი სურვილი შევასრულო.
– ნებისმიერი?
– რა თქმა უნდა!
– ჩემი მშობლები ცემენტის ქარხანაში მუშაობდნენ. ბავშვობიდან მინდოდა, მქონოდა საკუთარი სამშენებლო კომბინატი,
ყოველთვის ვოცნებობდი, თბილისში ლამაზი მიკ-რორაიონი ამეშენებინა და იქ დამესახლებინა ყველა, ვინც „ხრუშჩოვკებში“
ცხოვრობს...
– იქნებ... მომღერლობა ხომ არ ჯობდა?..
***
კონკია:
– ფეხსაცმელი მომერგო, ჩემია. ქორწილი როდის იქნება?
პრინცი:
– ეს ნახევარფინალი იყო. ახლა ¹5 ბიუსტჰალტერი მოვიზომოთ...
***
პრეზიდენტმა პურკომბინატი მოინახულა. თანამშრომელმა ქალებმა სასიამოვნოდ გააოცეს თავიანთი ფუნთუშებით.
***
– მამა, მამა, დედიკოსთან დღეს ვიღაც ბიძია მოვიდა?
– ვინ ბიძია?
– აი მაგას კი არ გეტყვი, კომერციული საიდუმლოა.