კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წადილი


„ვარ გაკოჭილი მე ნატოელი“

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას პირი არ უჩანს, ცნობილია, რომ ნატო თავის ომებში მონაწილეობაზე არათუ უარს გვეუბნება, ფრიადაც მოწადინებულია, თუმცა, სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მათზე მოწადინებული ვბრძანდებით. განსაკუთრებით აქტიური ამ საქმეში საქართველოს ხელისუფლებაა. ან კი როგორ არ იქნება, როდესაც მისი არაფერი მიდის (დაახლოებით, ამ პათოსით: „იმუშავეთ ვირებო, ჭამეთ ბრიგადირებო“). ჰოდა, რაკი არაფერი მიდის, პრეზიდენტმა სულ ახლახან „ასოშიეითედ პრესით“ შეუთვალა აშშ-ის სახდეპარტამენტს, გთავაზობთ საქართველოს ტერიტორიასა და ინფრასტრუქტურას ავღანეთისკენ სამხედრო ტვირთების გადასატანადო. გამომდინარე იქიდან, რომ ავღანეთისკენ მიმავალი საჰაერო გზა აშშ-ს რფ-მაც დაუთმო და, პირიქითაც, ობამას აშშ თითქმის ყველაფერს უთმობს პუტინ-მედვედევის რუსეთს, ამერიკის სახდეპარტამენტი თავს იკავებს ბ-ნი სააკაშვილის ამ შეთავაზების მიღებისგან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთის გაღიზიანებას ერიდება (სწორედ ამ მიზეზითვე შეიკავა თავი 2008 წელსაც). მაგრამ, რაკი ჩვენ „გაკოჭილი“ ნატოელები ვბრძანდებით, პრეზიდენტი სააკაშვილი უფრო შორსაც მიდის: „საქართველო მზადაა, დასავლეთის ქვეყნების გემებს შავ ზღვაზე არსებული თავისი პორტებით სარგებლობის უფლება მისცეს, ასევე, ნება დართოს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს, დაეშვან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აეროდრომებზე გამართვისთვის“. მართალია, პრეზიდენტი ბრძანებს, „საქართველო თანახმააო“, თუმცა საქართველოსთვის (ანუ მისი მოსახლეობისთვის) არავის უკითხავს, არის თუ არა თანახმა ამ ფეშქაშზე, სამაგიეროდ, გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა, რის მიხედვითაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, თურმე, მხარს მოსახლეობის 76 პროცენტი უჭერს (და მხოლოდ 14 ყოფილა წინააღმდეგი), რაც საქართველოში, ნატოს საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გასულ წელთან გაუმჯობესებული შედეგია (2009-ში ამ საქმეს მხარს მოსახლეობის მხოლოდ 67 პროცენტი უჭერდაო). მხარდამჭერთა ზრდის ტენდენცია კი ასე ახსნეს: რუსეთის პოლიტიკა კიდევ უფრო საშიში გახდაო. შესაბამისად, გამოდის, რომ ზემოხსენებულ 76 პროცენტს იმის იმედი ჰქონია, რომ რუსეთს ნატოელები შეებრძოლებიან. ოღონდ, სულ ამაოდ, რადგან დასავლეთმა მკაფიოდ განმარტა, რომ რფ-სთან ჭიდაობას არ აპირებს. ხოლო 2008 წლის აგვისტოში პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ უარი თქვა საქართველოს სამხედრო დახმარებაზე (აშშ-ელი მაღალჩინოსნის მტკიცებით), რაც გვაფიქრებინებს, რომ ტოტლებენიზმს ეროვნება არ ჰქონია და ყავლი არ გასდის ჭეშმარიტებას, რომ ბრიყვის არათუ ქონება, სიცოცხლეც კი, ყველა მსურველისთვის ალალზე ალალია!


скачать dle 11.3