კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ნაცრჩეულები“


დამოუკიდებელი რეკვიემი

თბილისის მერია, ერთი მხრივ, სამართლიანად შენიშნავს, რომ მამა დაავიწყდათ, მეორე მხრივ, არც ძალას იშურებს (სრულიად საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად) მსოფლიო მარაქაში გასარევად. გარევის სურვილი კი იმდენად ძლიერია, რომ თვით „იავნანასაც“ კი დაუძმობილდა (საქველმოქმედო კონცერტშიც ჩაეზიარა და პროფილიც შეუცვალა – საკუთარი უსახლკაროებისა და მშიერ-მწყურვალთა დახმარების ნაცვლად, ჰაიტელი უსახლკაროების დახმარება შესთავაზა, ალბათ, მოსთხოვა), და მერე რა, რომ, მოარული ხმებით, თავის დროზე, დირიჟორი ბ-ნი აზმაიფარაშვილი სწორედ „იავნანასთან“ მეგობრობის გამო დაითხოვეს ოპერისა და ბალეტის სახაკადთეატრის მთავარი დირიჟორობიდან. თუმცა ოპერის დირექტორი (მისი პოსტი თავისთავად ბეჭედია იმისა, რომ ბ-ნი საყვარელიძე „ნაცრჩეულია“) განმარტავს, რომ ზემოხსენებული დათხოვნა რეორგანიზაციის შედეგია და არა პოლიტმოტივებისა. ასეა თუ ისე, ხელისუფლებამ თავისი გულმოწყალე პოლიტიკის დამოუკიდებლად გატარებაც სცადა. ამ ეგიდით შევიტყვეთ, რომ ესპანელი დირიჟორი მარიანო რივარესი ჩამოიყვანეს, რათა მან ოპერის მუსიკოსებს ჰაიტისადმი მიძღვნილ „რეკვიემს“ უდირიჟოროს (ეტყობა, იქ, ზემოთ იფიქრეს, „იავნანაზე“ ნაკლები მგელმა შეჭამაო). უცხოელმა დირიჟორმა აღნიშნა, რომ საქართველოზე ბევრი არაფერი სმენია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მისთვის ჰონორარის შესახებ ინფორმაციის მოსმენა სავსებით საკმარისი იქნებოდა. საქმე ისაა, რომ ოპერის შენობა რემონტდება, ამიტომაც, ჩვენებური მუსიკოსებიც და ესპანელი დირიჟორიც კანცელარიაში ვარჯიშობენ. ხოლო მაშინ, როდესაც ესპანელი დირიჟორი აქ ვარჯიშობს, ქართველი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი უცხოური ტურნესთვის ემზადება. რატომ? იმიტომ, რომ ახლა მამინაცვლების დაფიცების დროა!


скачать dle 11.3