კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი მცენარის გამრავლება ხდება ყლორტის გადაწვენით და როდის „იძინებს“ კურკუმა


– ბატონო თენგიზ, რას გვეტყვით კლემატისის შესახებ?

– კლემატისს სამართლიანად უწოდებენ ხვიარა მცენარეების მეფეს. ეს უნივერსალური მცენარე ოდითგან გამოიყენება დეკორაციებში: დაზიანებული კარის, კედლის, ღობის დასაფარავად. ის გამოიყენება მოყვავილე „ხალიჩებადაც“. ამ მცენარეზე დიდი არჩევანი გაქვთ, რადგან მისი უამრავი სახეობა არსებობს.

– თუ განსხვავდება ეს სახეობები მოვლის პირობებით?

– ღია მზიან ადგილებში კარგად იზრდება უხვად მოყვავილე სახეობა – ვიტიცელა. ის გამოირჩევა მუქი, ერთი ტონალობის ხავერდოვანი ყვავილებით: მუქი ცისფერი, იისფერი და წითელი.

არსებობს კლემატისის სახეობები, რომლებსაც ნახევრად ჩრდილი მოსწონთ. გაფანტული მზის სხივები ხელს უწყობს უხვ ყვავილობასა და მრავალფეროვან შეფერილობას. მრავალფეროვანი სახეობებიდან შეიძლება სასურველი სიმაღლისა და სისქის მცენარის შერჩევა, იმის მიხედვით, თუ რისთვის გინდათ მისი გამოყენება. ყველაზე მაღალი იზრდება მისი ერთ-ერთი სახეობა – ბილ მაკენზი. ის ყოველწლიურად იმატებს სიმაღლეში. გაზონებისა და ბორდიურებისთვის კი გამოიყენება ინტეგრიფოლია.

ამ ბოლო დროს დიდ მოწონებას იმსახურებს წვრილ და უხვყვავილიანი, სხვადასხვა შეფერილობის კლემატისები.

– როგორ გავამრავლოთ ეს მცენარე?

– ამ მცენარის გასამრავლებლად, შეგიძლიათ, იყიდოთ ჯანმრთელი მცენარე ორი ან რამდენიმე ამონაყარითა და კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით, ან, სულაც, თვითონ დააკალმოთ. კალამი უნდა აიჭრას შემოდგომით, ძველი ყლორტებიდან. შემდეგ ჩარგეთ სილაში და მოათავსეთ სითბოში. როცა ფესვებსა და მწვანე ამონაყარს გაიკეთებს, შეგიძლიათ, გადარგოთ. გამრავლება ასევე შესაძლებელია ყლორტის გადაწვენით.

– როდის ხდება მცენარის ჩარგვა და როგორი ნიადაგი სჭირდება მას?

– მცენარის ჩარგვა შეიძლება ნებისმიერ დროს აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით. კლემატისს უყვარს ნაყოფიერი, ტენიანი და კარგად დრენაჟირებული ნიადაგი. ლიანა ირგვება კედელთან, ხესთან ან ბუჩქებთან 40-60 სანტიმეტრის დაშორებით. ჩარგვამდე მცენარე წყალში უნდა ჩადოთ 5-10 წუთის განმავლობაში. მისი ორმო 60 სანტიმეტრი სიღრმის უნდა იყოს. ფსკერზე ჩააყარეთ გრანიტის ქვები და კირი დრენაჟისთვის. დრენაჟზე დადეთ გამომწვარი ნაკელი და კომპოსტი. შემდეგ აავსეთ მიწით, რომელშიც შერეული იქნება, არამჟავე ტორფი. მსხვილყვავილიანი კლემატისები ჩარგეთ 10 სანტიმეტრით უფრო ღრმად. მცენარის ირგვლივ ნიადაგი დატკეპნეთ მსუბუქად და კარგად მორწყეთ.

ამ მცენარის ფესვთა სისტემა ძალიან მგრძნობიარეა გადახურებაზე, ამიტომ, სასურველია, თუ მის ირგვლივ დაბალ მრავალწლიან მცენარეებს ჩარგავთ.

– რა სიხშირით უნდა მოვრწყათ კლემატისი?

– მცენარე უნდა მორწყათ აუცილებლობის შემთხვევაში, ყოველთვის წყლის დიდი რაოდენობით, რომ არ დაუშვათ ფესვების ჩახურება. აპრილში კი ნიადაგი თვეში ერთხელ სასუქით გაანოყიერეთ.

– როგორ დავიცვათ მცენარე ყინვისგან?

– კლემატისი ყინვაგამძლე მცენარეა, მაგრამ, ძალიან მძლავრ ყინვებში, შეიძლება, დაზიანდეს. ამ შემთხვევაში ფესვებზე დიდი რაოდენობის მიწა მოაყარეთ ან შეფუთეთ.

– როგორ მივცეთ კლემატისს ჩვენთვის სასურველი ფორმა?

– ეს მცენარე კარგად ისხვლება. სწორად გაკრეჭის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო სიმაღლისა და ფორმის მიცემა, ზრდის ვადის გახანგრძლივება და ყვავილების რაოდენობის გაზრდა. ის ყვავის მთელი ზაფხულის განმავლობაში. მცენარის გასხვლისთვის ყველაზე კარგი პერიოდია თებერვლის ბოლოდან, აპრილის დასაწყისამდე. გაკრიჭეთ კარგად მჭრელი „სეკატორით“, არა უმეტეს 30 სანტიმეტრისა.

– რით გამოირჩევა კურკუმა სხვა მცენარეებისგან?

– იქიდან გამომდინარე, რომ კურკუმას სამშობლო ტაილანდია, მას ძალიან ეგზოტიკური შესახედაობა აქვს. მისი სხვადასხვა ფერის ყვავილი არსებობს, რომლებიც სამ თვემდე ძლებენ. მცენარეს გვიან შემოდგომაზე ფოთლები სცვივა და ის გაზაფხულამდე „იძინებს.“

– როგორ მოვუაროთ მცენარეს დასვენების პერიოდში?

– დასვენების პერიოდში კურკუმას ფესურა მშრალი უნდა ჰქონდეს. ზამთარში არაა სასურველი მისი ქოთნის წყლიან ლამბაქზე დატოვება. მას თანდათან გაუშრეთ ფესვები და მოაშორეთ დამჭკნარი ფოთლები.

– როგორ მოვიქცეთ ზრდის პერიოდში?

– გაზაფხულზე გადარგეთ და სითბოში შეიტანეთ, რათა ზრდა განაახლოს. მცენარეს ტენიანი გარემო მოსწონს, ამიტომ, ზრდის პერიოდში მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. მას კაშკაშა სინათლე და მზე სჭირდება, თუმცა, გაშლილი ყვავილები ჩრდილში მეტხანს ძლებს. ეცადეთ, ის ნათელ ადგილას ამყოფოთ. ზაფხულში, კარგ ამინდში, შეგიძლიათ, აივანზე გაიტანოთ. რაც შეეხება მისთვის შესაფერ ტემპერატურას, ზამთარში ის პლუს 7 გრადუსსაც გაუძლებს, ხოლო ზაფხულში კარგია 24 გრადუსამდე სითბო.

– და, ბოლოს, პრეტენზიულია თუ არა ეს მცენარე და როგორ გადავარჩინოთ ის დაავადების შემთხვევაში?

– მართალია, კურკუმას მზრუნველობა და სათანადო პირობები სჭირდება, მაგრამ თუ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს გაითვალისწინებთ, მცენარე ზედმეტ პრობლემებს ნამდვილად არ შეგიქმნით. თუ კურკუმას პარაზიტი გაუჩნდა, მიაკითხეთ ქიმიური შესაწამლი ნივთიერებების მაღაზიებს და, კონკრეტული პარაზიტის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ სათანადო სამკურნალო წამალს.


скачать dle 11.3