კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ჯეიმს ქამერონი „სამყაროს მეფე“ და რატომ ითხოვენ მის დაპატიმრებას სანკტ-პეტერბურგის კომუნისტური პარტიის წევრები


ამ ჰოლივუდელი რეჟისორის ბოლო ნამუშევარმა – „ავატარმა“, ნამდვილი ფურორი მოახდინა მსოფლიო კინოთეატრების ბოქს-ოფისებში და ეკრანებზე გამოსვლიდან მესამე კვირის თავზე პროდიუსერების ყულაბაში მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ჩათვალა, რაც ასე მცირე ხანში ლეგენდარული „ტიტანიკის“ შემდეგ არ მომხდარა და, რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, სწორედ „ტიტანიკის“ რეჟისორი, ჯეიმს ქამერონი არის ის ადამიანი, რომელიც ბოქს-ოფისებში 12 წლის წინათ თავის მიერვე დამყარებული რეკორდის მოხსნას გეგმავს და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფანტასტიკური ბლოკბასტერი „ავატარი“, რომლის ბიუჯეტი ცნობისათვის 300 (!) მილიონი დოლარია, ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდება.

„ავატარის“ სამყაროში შეღწევამდე, „ტიტანიკის“ შემდგომ, 12 წლის განმავლობაში ქამერონი დუმდა და ფიქრობდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი მომდევნო შედევრი, რომელიც რევოლუციის საწინდარი გახდებოდა თანამედროვე კინემატოგრაფში. საინტერესოა, რომ „ავატარის“ გადაღებას ქამერონი 1999 წელს აპირებდა, მაგრამ მაშინ გადაღებები კომპიუტერული ტექნოლოგიების დაბალი დონის გამო გადაიდო – ქამერონი უკმაყოფილო იყო მაშინდელი სპეცეფექტების დონით და, სწორედ ამიტომ, „ავატარის“ გადაღების გრაფიკმა მთელი ათი წლით გადაიწია. ცნობისთვის, ფილმის 60 პროცენტი მთლიანად კომპიუტერულ გრაფიკას უკავია, ხოლო დარჩენილი 40 პროცენტი – ეს არის მსახიობების მიერ მწვანე ფონზე შესრულებული სხვადასხვა დავალება. არ შეიძლება იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომ „ავატარის“ სამუშაო მასალას მყარ დისკზე პეტაბაიტი, ანუ 1 024 ტერაბაიტი უკავია, რაც უპრეცედენტოდ დიდი ზომაა მხატვრული ფილმისთვის. შედარებისთვის მოვიყვანთ „ტიტანიკის“ სამუშაო მასალის ზომას – 2 ტერაბაიტს. ხომ წარმოგიდგენიათ, რაოდენ დიდი სხვაობაა და, სწორედ ამიტომ იჯდა და ელოდა თავის ჯერს ჯეიმს ქამერონი. „ავატარამდე“ კი...

ჯეიმს ქამერონი 1954 წელს დაიბადა კანადაში, კაპუსკასინგეში, ონტარიოს პროვინციაში. მამამისი ინჟინერ-ელექტრიკოსი, ხოლო დედა – მხატვარ-დიზაინერი იყო. 1960-იანი წლების ბოლოს ქამერონების ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, კალიფორნიის შტატში გადაბარგდა, სადაც მომავალმა რეჟისორმა სკოლა დაამთავრა. კალიფორნიის უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლის მიტოვების შემდეგ, ჯეიმსმა მთელი თავისუფალი დროის კინოს სამყაროსთვის დათმობა გადაწყვიტა და თავის მეგობრებთან, უილიამ უიშერთან და რენდელ ფრეიქსთან ერთად, 70-იან წლებში სამოყვარულო კამერა „ქსენოგენეზისით“ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლითაც დაინტერესდა საშინელებათა ჟანრის დაბალბიუჯეტიანი ფილმების რეჟისორი როჯერ კორმანი. მან თავის კუთვნილ სტუდიაში სამუშაოდ მიიწვია ქამერონი და სწორედ აქედან იწყება ის გზა, რომელიც ჯეიმს ქამერონს „ავატარამდე“ მიიყვანს. თავდაპირველად კორმანი ფილმების სპეცეფექტებს ანდობდა ქამერონს, შემდეგ ის დამდგმელი მხატვარი გახდა, პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებამდე კი, ქამერონი ოპერატორის თანაშემწისა და მთავარი ოპერატორის თანამდებობას ითავსებდა.

1981 წელს კორმანმა ფილმის რეჟისორობა ანდო ქამერონს, რომელმაც მცირებიუჯეტიანი საშინელებათა ფილმი – „პირანიები 2“ გადაიღო. ფილმის გადაღებები იტალიაში მიმდინარეობდა და, როგორც ამბობენ, გადაღებების დროს ჩაძინებულ ქამერონს დაესიზმრა, თუ როგორ მისდევდა რობოტი უცნობ ქალს მოსაკლავად. სამშობლოში დაბრუნებული ქამერონი ჩაუჯდა სცენარის წერას და საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ მის მიერ გამოგონილი გმირი – ტერმინატორი, მრავალი თაობის სათაყვანებელ კინოგმირად გადაიქცა, ხოლო კიბორგის როლის შემსრულებელმა არნოლდ შვარცენეგერმა, ქამერონის მეშვეობით, სუპერვარსკვლავის სტატუსი მიიღო ჰოლივუდში.

ქამერონის შემდეგი ფილმი, რიდლი სკოტის გახმაურებული „უცხოს“ გაგრძელება იყო, რომელიც გამოსვლის შემდეგ ფანტასტიკური ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრულ ფილმად ითვლება. საინტერესოა, რომ „უცხოში“ ანდროიდ ბიშოპის როლი შეასრულა ლენს ჰენრიკსონმა, მსახიობმა, რომლისთვისაც სპეციალურად იწერებოდა ტერმინატორის როლი, რომელიც მოგვიანებით კალიფორნიის შტატის ამჟამინდელ გუბერნატორს, „რკინის არნის“ ერგო. 80-იანი წლების ბოლოს ქამერონმა გადაიღო კიდევ ერთი ბლოკბასტერი – „უფსკრული“, რომელმაც, სხვათა შორის, „ოსკარის“ ჯილდო მიიღო სპეცეფექტებში. 90-იანი წლების დასაწყისში ჯეიმსი კვლავ დაუბრუნდა „ტერმინატორის“ იდეას და გადაიღო სიკველი „ტერმინატორი 2“, თავის წინამორბედზე გაცილებით ძვირად ღირებული და იმ დროისთვის სუპერთანამედროვე ვიზუალური ეფექტებით დახუნძლული „ბოევიკი“. ამის შემდეგ ქამერონმა კიდევ ერთ ფილმზე ითანამშრომლა შვარცენეგერთან და 90-იანი წლების შუა პერიოდში მუშაობა დაიწყო, როგორც თვითონ აცხადებს, თავისი ცხოვრების მთავარ ფილმზე – „ტიტანიკზე“. 200 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე ფილმმა მსოფლიოში 1,8 მილიარდი დოლარი მოაგროვა, ხოლო სუფთა მოგებამ 700 მილიონი დოლარი შეადგინა. ფილმის გამოსვლის შემდეგ, მთავარი როლის შემსრულებელმა ლეონარდო დი კაპრიომ ჰოლივუდის მეგავარსკვლავის ტიტულით გაიღვიძა, ხოლო თვითონ „ტიტანიკმა“ 11 „ოსკარი“ მოუტანა ქამერონს, მათ შორის, ძირითად ნომინაციებში – „წლის ფილმი“ და „წლის რეჟისორი“. „წლის ფილმის“ გამარჯვებულის გამოცხადების დროს ქამერონი ამბობდა, რომ ის „სამყაროს მეფეა“, „ავატარის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ კი კინოკრიტიკოსები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ იგი ჭეშმარიტად არის კინოსამყაროს მეფე, რადგან არც ერთი რეჟისორის ორ ფილმს არ მოუტანია იმდენი ფული, რამდენიც ჯეიმს ქამერონის ამ ქმნილებებმა შეძლეს.

ახლო მომავალში ჯეიმს ქამერონი აპირებს ჰიროსიმასა და ნაგასაკის ბირთვული იარაღით დაბომბვებზე ფილმის გადაღებას, აგრეთვე, ის გეგმავს „ავატარის“ გაგრძელებაზე სცენარის დაწერასაც. გარდა ამისა, მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით, შემუშავდა კომპიუტერული თამაში „ავატარი“, რომლის გაყიდვაც ქსელში სულ ახლახან დაიწყო და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს „გეიმერებში“.

P.S. ახლახან სანკტპეტერბურგელი კომუნისტები პარტიიდან – „პეტერბურგელი და ლენინგრადელი კომუნისტები“ გამოვიდნენ მოთხოვნით, რომ დააპატიმრონ რეჟისორი ჯეიმს ქამერონი, რომელმაც, მათი თქმით, საბჭოთა მწერლებს, ფანტასტებს, ძმებ სტრუგაცკებს მოჰპარა „ავატარის“ იდეა. საინტერესოა, რომ ეს პარტია პირველად არ არის შემჩნეული ფილმებისა და რეჟისორების კრიტიკაში, ორი წლის წინ ისინი ითხოვდნენ „ინდიანა ჯონსისა“ და „კრისტალური თავის ქალის“ კინოგაქირავებიდან მოხსნას და სტივენ სპილბერგის დაპატიმრებას, ფილმში საბჭოთა ოფიცრების შეურაცხყოფისთვის. გარდა ამისა, ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების“ შავ-თეთრი სერიების ფერადად გადაკეთებას. ჯეიმს ქამერონს ჯერჯერობით არ უპასუხია „ლენინგრადელი კომუნისტებისთვის“.


скачать dle 11.3