კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-3(473)

დანიანი სიომკა უკვე ჰამოს ჰყავდა დაჭერილი, იცინოდა და ეუბნებოდა:

– ეგ დანა ტრაკში გაგთხარო თუ ცხვირი მოგაჭრა?

– მაპატიე, ბიძია, აღარ ვიზამ... – ცრემლები გადმოყარა სიომკამ.

– ჩქარა, აქედან დაახვიე, – უთხრა ჰამომ სიომკას უკანალში პანღური ამოარტყა და გაქცეულს მიაძახა, – აქ აღარ გნახო, თორემ ცხვირს მოგაჭრი!

ლუდამ ძირს დაგდებულ გათიშულ ახალგაზრდას დახედა და ჰამოს ჰკითხა:

– ამას რაღა ვუყოთ?

– ეგდოს აქ. გამოფხიზლდება, ადგება და აქედან დაახვევს.

– კარგი, კარგი. წავედით, დრო აღარ გვაქვს, – უთხრა ლუდამ ჰამოს, ხელკავი გამოსდო და მთაწმინდელთან ერთად გზა განაგრძო.

წყვილი ტბას მიადგა. ლუდამ თავდამსხმელისთვის ართმეული პისტოლეტი წყალში გადააგდო და სიცილით ჩაილაპარაკა: ამ სირობით, მაინც როგორ აპირებდა ეს ლაწირაკი რაიმეს გაკეთებასო.

– მოკლედ, შარი არ გველევა, – უთხრა ჰამომ ლუდას, – ეს მაყუთი მშვიდობით მიგვატანინა დანიშნულების ადგილზე და მეტი არაფერი მინდა.

– ცოტაც დაგვრჩა, კვიცო, – უთხრა ლუდამ, – აი, ამ ხეივანსაც ჩავამთავრებთ და მათეს ბაითსაც მივადგებით.

ჰამომ და ლუდამ ნაძვნარი გაიარეს და ტყეში აშენებულ ორსართულიან აგარაკს მიადგნენ, რომელიც ისე ლამაზად ერწყმოდა ბუნებას, რომ შეუჩვეველი თვალი ვერც კი შეამჩნევდა, თუ აქ სახლი იდგა.

ეზოში ორი უზარმაზარი ნაგაზი იყო, თუმცა ისინი ისე იყვნენ გაწვრთნილები, რომ არ ყეფდნენ და დაუპატიჟებელ სტუმრებს უხმოდ ანეიტრალებდნენ. ლუდა ღობეს მიუახლოვდა და დაიძახა:

– „ადოლფ“, „დუჩე“, ჩემთან!

ძაღლები მორჩილად მივიდნენ ლუდასთან და კუდები ააქიცინეს, გოგონამ ორივეს თავზე გადაუსვა ხელი და უთხრა.

– მე თან მეგობარი მახლავს და ხელი არ ახლოთ, – შემდეგ კი ჰამოს მიუბრუნდა:

– ყველაფერი რიგზეა, შევედით.

– უყურე შენ, – თავი გააქნია ჰამომ და ლუდას ეხუმრა, – ძაღლებსაც კი ევასები.

– ჩუმად, ჰამო, ამ ურჩხულებმა არ გაიგონ, რომ მეკაიფები, თორემ ცოცხალი ვერ გაასწრებ აქედან.

– ამდენიც ესმით?

– მაშ როგორ?! ესენი სპეციალურად არიან გაწვრთნილები და ბევრ ადამიანზე მეტი ჭკუა აქვთ, – უთხრა ლუდამ ჰამოს, შემდეგ კარი გააღო და ეზოში მთაწმინდელთან ერთად შევიდა.

უზარმაზარი ნაგაზები აქეთ-იქით ამოუდგნენ ახალმოსულებს და სახლამდე მიაცილეს. ლუდა ორივე ძაღლს მიეფერა და უთხრა:

– ჩემო ჭკვიანებო, ძალიან მიყვარხართ. ახლა თქვენ-თქვენს ადგილებზე დაბრუნდით და მორიგეობა განაგრძეთ.

ძაღლები მორჩილად დაბრუნდნენ უკან. ლუდამ გაიცინა და კარს მიაწვა. ჰოლში შუახნის, ჭაღარა წვერიანი მამაკაცი გამოჩნდა, რომელმაც ახალმოსულები სახლში შეიპატიჟა:

– მობრძანდით, ძვირფასო სტუმრებო!

– გმადლობთ, მამილო, – უთხრა ლუდამ ჭაღარას და ჰამოს მიუბრუნდა:

– შემოდი, რაღას უდგახარ?

– წყვილი სახლში შევიდა და კარი მიიხურეს. მედვედევა ჭაღარას გადაეხვია და უთხრა:

– როგორ ხარ, მათე?

– კარგად, ლუდაჩკა. შენ?

– მეც არა მიშავს.

ჰამომ ჭაღარა აათვალიერ-ჩაათვალიერა და რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა და ლუდას მიაჩერდა, რომელსაც გაეცინა და მთაწმინდელს უთხრა:

– ფიქრობ, რომ მოგეჩვენა, ხომ?

– რა მომეჩვენა? – მხრები აიჩეჩა ჰამომ.

– ის, რომ მე ამ ბაბუს მათე ვუწოდე. გამოტყდი, ხომ მართალი ვარ?

ჰამომ კვლავ ჭაღარას გახედა, შემდეგ ლუდას მიუბრუნდა და ჰკითხა:

– მათე სადაა?

– აქ ვარ, ვერ მიცანი? – ქართულად ამეტყველდა ჭაღარა და ჰამოს გაუღიმა.

– მათე, შეენ?

– ჰო, მე, – მიუგო ჭაღარამ და მთაწმინდელს გადაეხვია, – ისეთი გრიმი მაქვს გაკეთებული, რომ მოხსნა მეზარება, მერე ორი საათი მომიწევს ჩალიჩი. როგორ ხარ, ძმაო?

– კარგად, მათეჯან. შენ როგორ ხარ?

– ისე, როგორც კამერაში გამომწყვდეული პრინცი, – იხუმრა მათემ, – ზევით ავიდეთ, აქ რას ვუდგავართ!

მათემ ახალმოსულები სამზარეულოში შეიყვანა და უთხრა:

– მშივრები იქნებით, მოგემსახურებით, საჭმელს გაჭმევთ და თან მომიყვებით, ამდენი ხანი სად იყავით.

ქალ-ვაჟი მადიანად შეექცა მათეს შეთავაზებულ ვახშამს და რუსეთის მაყურებელს ყველაფერი დაწვრილებით უამბეს. ბოლოს კი ჰამომ უთხრა:

– გეტყობა, რომ გადამწყვეტი იერიშისთვის ემზადები, რადგან ამდენი მაყუთი გჭირდება.

მათეს გაეღიმა:

– ბევრი ფული არასოდეს გაწყენს კაცს.

– რა თქმა უნდა, არა, – სიცილითვე მიუგო ჰამომ მათეს, – მაგრამ 20 მილიონი ძალიან ბევრია. მაინც, რას აპირებ?

– თქვენი მონათხრობიდან მივხვდი, რომ ძალიან დაღლილები ხართ. მეც გვიანობამდე შემოვრჩი. მოდი, ახლა დავიძინოთ და დანარჩენი გამოძინებულზე ვთქვათ. რას იტყვით, ხომ მართალი ვარ? – თქვა მათემ.

– რა თქმა უნდა, მართალი ხარ, – მიუგო მათეს ლუდამ, რომელსაც არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ რუსეთის მაყურებელი მისი თანდასწრებით არ აპირებდა ჰამოსთვის გეგმების გამხელას. ამიტომ წამოდგა და მათეს უთხრა: – დიდი მადლობელი ვარ. უკვე დილის 4 საათი სრულდება. მე საძინებელში გავალ და წავაკიმარებ.

– კეთილი, ლუდა. ღამე მშვიდობისა, – უთხრა მათემ მედვედევას.

– ღამე მშვიდობისა, უფრო სწორად, დილა მშვიდობისა! – უთხრა ლუდამ რუსეთის მაყურებელს და საძინებელს მიაშურა.

ჰამოს და მათეს საუბარი აღარ გაუგრძელებიათ, მათაც საძინებლებს მიაშურეს, დაწვნენ და მალევე დაეძინათ, რადგან ძალიან დაღლილები იყვნენ, ძალები თითქმის გამოცლილი ჰქონდათ და დასვენება ესაჭიროებოდათ.

***

მზე კარგა ხნის ამოსული იყო და საათის ისრები დღის პირველ საათს უჩვენებდა, როდესაც ლუდამ გაიღვიძა, შემდეგ ჰამომ და მათემაც გაახილეს თვალები, ადგნენ, შხაპი მიიღეს, ჩაიცვეს და სამზარეულოში შეიკრიბნენ.

ლუდამ სუფრა გააწყო, მათე და ჰამო მიიწვია და უთხრა:

– მიირთვით! მე კი, ჩემო ძვირფასებო, უნდა დაგტოვოთ.

ჰამოს ხმა არ ამოუღია, მათემ კი ლუდას გაუღიმა და ჰკითხა:

– რატომ ბრაზობ, ჩემო გოგონა?

– მე ვბრაზობ?

– ჰო, შენ ბრაზობ, – გაუღიმა მათემ ლუდას. შემდეგ ხელი გადახვია, შუბლზე აკოცა და უთხრა, – ნუ ფიქრობ, რომ არ გენდობი, აბა, შენ თვითონ დაფიქრდი, რომ არ გენდობოდე, ამდენი რამ გეცოდინება? ამიტომ, სისულელეებს მოეშვი. უბრალოდ, არსებობს ისეთი რამ, რისი ცოდნაც ყველასთვის არაა საჭირო. ხომ გესმის ჩემი?

– რა თქმა უნდა, მესმის.

– ჰოდა, ძალიან კარგი. ახლა კი ჩვენთან ერთად ისადილე, მერე შეგიძლია, წახვიდე. ოღონდ, ხვალ ამ დროს აქ გელოდები. მოდი და ჰამო წაიყვანე, – უთხრა მათემ ლუდას.

ლუდამ კაცებთან ერთად ისადილა. შემდეგ გამოემშვიდობა, ადგა და კარისკენ წავიდა, მაგრამ ზღურბლთან შეჩერდა, ჰამოს გაუღიმა და უთხრა:

– ხვალ ამ დროს მოვალ და, იმედია, არ გამაწბილებ – ორ-სამ დაუვიწყარ ღამეს მაჩუქებ.

– რა თქმა უნდა, ლუდაჩკა, ხვალამდე, – მიუგო ჰამომ გოგონას აკოცა და გაისტუმრა.

ლუდა რომ წავიდა, ჰამო და მათე რუსეთის მაყურებლის კაბინეტში განმარტოვდნენ. მათემ კეისი მაგიდაზე დადგა, შემდეგ გახსნა და თვალები გაუშტერდა. ბოლოს ჰამოს მიუბრუნდა და უთხრა:

– ამდენ მაყუთს ერთად პირველად ვხედავ.

– წუხელ არ გინახავს?

– არა, – გაეცინა მათეს, – ხომ ქაღალდია, მაგრამ ისეთი ძალა აქვს და ისეთი იმპულსები მომდის, ენით ვერ გადმოგცემ.

– ცუდი თუ კარგი?

– ვერ გავიგე?

– ცუდი იმპულსები მოგდის თუ კარგი?

მათემ თავი გააქნია, გაიცინა და მთაწმინდელს უთხრა:

– ასე ხელაღებით ვერ გეტყვი. ალბათ, ერთდროულად ორივე. ხუმრობ? 20 მილიონი ევროთი იმდენი კარგი და ცუდი საქმის გაკეთება შეიძლება, რომ კაცის ფანტაზიაც კი ვერ გასწვდება.

– მართალი ხარ, – თავი დააქნია ჰამომ, – აღარ იტყვი, ამდენი ფული რაში დაგჭირდა?

– მოკლედ, ასეა საქმე, – თქვა მათემ. კეისი დახურა, კარადაში შეინახა და განაგრძო, – ეს მაყუთი ჩვენი დიდი საქმის პირველი ეტაპის დასაწყებად გვჭირდება...

– მოიცა! – ხელი ასწია ჰამომ, ფანჯარაში გაიხედა და მათეს უთხრა, – მე მგონი, სტუმრები გვყავს.

რუსეთის მაყურებლის ეზოსთან შავი ფერის „ტოიოტას ჯიპი“ იყო გაჩერებული, ათლეტური აღნაგობის ორი ახალგაზრდა კაცი კი ღობესთან ტრიალებდა და ყურადღებით ათვალიერებდა არემარეს. მათემ ფანჯარაში გაიხედა და ჰამოს უთხრა:

– არ მგონია, რაიმე საშიშროება გველოდეს. ეგენი რომ „ძაღლები“ იყვნენ, ასე აშკარად არ გაიჩითებოდნენ. აქ სხვა რამეში უნდა იყოს საქმე.

– მაინც, რაში?

– ამას სულ მალე გავიგებთ, – ჩაეცინა მათეს, – ეს სულელები ღობეზე მოძვრებიან, მაგრამ, არ იციან, რომ ჩემი ურჩხულები დაასტოპებენ.

– შარი გვინდა? შენს ნაგაზებს ეგენი ლუკმადაც არ ეყოფათ.

– ნუ გეშინია. შეხედე! – უთხრა მათემ ჰამოს და გარეთ გაიშვირა ხელი, სადაც ღობეზე გადმომძვრალ ახალგაზრდებს მათეს უზარმაზარი ნაგაზები ეკვეთნენ, მიწაზე დაყარეს და კბილებდაკრეჭილები დაადგნენ თავზე.

– დროზე გააჩერე, თორემ ყელებს გამოსჭამენ! – შეეშინდა ჰამოს.

– თუ არ ვუბრძანე, არ გამოსჭამენ, – უთხრა მათემ, შემდეგ ეზოში გადაიხედა და ძაღლებს უბრძანა, რომ ტყვეები გაეთავისუფლებინათ, ახალგაზრდებს კი ჰკითხა:

– ვინ ხართ და რა გინდათ?

ქერათმიანმა ჯერ თავის შავთმიან მეგობარს შეხედა, შემდეგ, აქეთ-იქით მდგომ ნაგაზებს ახედა შიშით და, ბოლოს, როგორც იქნა, გაბედა ხმის ამოღება:

– ეს კარმიდამო თქვენია?

– ჩემია, – ფანჯრიდან გადმოსძახა მათემ.

– თქვენთან საქმე გვაქვს და, შეიძლება, დაგელაპარაკოთ?

– ამოდით!

ახალგაზრდები სახლში შევიდნენ. მათე მათ პირველ სართულზე შეეგება, სავარძლებში ჩაჯდომა შესთავაზა და მოხუცის ხმით ჰკითხა:

– რისთვის გარჯილხართ, ახალგაზრდებო?

– აქ მარტო ცხოვრობთ, ბაბუ? – ჰკითხა მათეს ქერათმიანმა.

– თქვენ რა, ჩემზე შეფობის აღება გსურთ?

– გარკვეულწილად – კი, – თქვა შავთმიანმა.

– მაინც, რა გინდათ?

– თქვენი კარგად ყოფნა, ბაბუ, – განაგრძო ქერათმიანმა, – ჩვენ სამშენებლო კორპორაციის თანამშრომლები ვართ და სარფიანი გარიგება უნდა შემოგთავაზოთ. აქ, ამ რაიონში, ფეშენებელურ გასართობ კომპლექსს ვაშენებთ და თქვენი კარმიდამოს შესყიდვა გვინდა.

– მე არ ვაპირებ გაყიდვას. შეგიძლიათ, მიბრძანდეთ. ლაპარაკი დამთავრებულია.

– მოიცა, ბაბუ, ნუ ჩქარობ. ხომ არ იცი, რას გთავაზობთ?

– რაც არ უნდა შემომთავაზოთ. მე აქედან ფეხის გამდგმელი არ ვარ.

– კარგი, რა, მოხუცო, – ლაპარაკში შავთმიანი ჩაერია, – ამ საყრუეთის მაგივრად, კეთილმოწყობილ ბინას გიყიდით ძველ არბატზე, მოსკოვის ცენტრში.

– რა თავში სახლელად მინდა გაბოლილი ძველი არბატი! მოხუცი ვარ და სუფთა ჰაერი მჭირდება. თქვენთან ლაპარაკი კი დავასრულე, თანაც, არ გირჩევთ აქ დაბრუნებას, თორემ, ჩემს ურჩხულებს აღარ შევაჩერებ და ლუკმადაც არ ეყოფით.

– გეყოფა, მოხუცო, ჩვენი შეშინება, შენ ჩვენ ვინ გგონივართ! – თქვა შავთმიანმა, პისტოლეტი ამოაცურა, მათეს მიუშვირა და უთხრა:

– მაგ შენს ძუკნებს იმ გასიებულ თავებს გავუხვრეტთ. ხვალამდე იფიქრე. თუ ნებით არ იზამ, მაშინ, ძალით დაგითანხმებთ!

– თქვენ რა, ბანდიტები ხართ? – ჰკითხა მათემ.

შავთმიანს გაეცინა:

– უარესები, მოხუცო, უარესები! აბა, ხვალამდე! იმედია, არ გაგვაწბილებ!

შავთმიანმა ახალგაზრდამ პისტოლეტი შეინახა და ქერათმიანთან ერთად ეზოში გავიდა. მაგრამ, ორიოდე ნაბიჯიც არ ჰქონდათ გადადგმული, რომ მათეს ნაგაზებმა ისინი კვლავ მიწაზე დაყარეს და კბილებდაკრეჭილები დაადგნენ თავზე.

– უთხარი, მოხუცო, გაგვიშვან, თორემ ხომ ნახე, ვინც ვართ, – გასძახა ზღურბლზე მდგარ მათეს შავთმიანმა.

მათეს გაეცინა და ძაღლებს უბრძანა:

– ერთი ეგ ტურები განაიარაღეთ, ბიჭებო!

ძაღლებმა ორივე ახალგაზრდას პისტოლეტები ამოაცალეს ქამრიდან და იქვე დაყარეს, შემდეგ კი ისევ მათეს მიაჩერდნენ.

– ყოჩაღ, ბიჭებო! – გასძახა მათემ ძაღლებს, – ახლა კი ეგ ტურები თქვენებურად გააცილეთ ეზოდან!

ნაგაზებმა ორივე ახალგაზრდას ფეხებშუა, შარვალში ჩაავლეს უზარმაზარი კბილები, შემდეგ კარამდე მიათრიეს, იქვე დატოვეს და ეზოში მიიმალნენ. მათემ კი პისტოლეტები მიუყარა ფეხებთან და, სანამ ისინი ეზოდან გავიდოდნენ, მიაძახა:

– ესეც თქვენ! ახლა ბარი-ბარსა ვართ და აღარ გირჩევთ აქ დაბრუნებას, თქვე შაკლებო! თქვენს შეფს კი დაურეკავენ და ეტყვიან, რომ თქვენნაირი შაკლები საქმეზე აღარ გაგზავნონ!

ახალგაზრდებმა უხმოდ აიღეს პისტოლეტები, „ჯიპში“ ჩასხდნენ და წავიდნენ. მათე კი ჰამოს მიუბრუნდა და უთხრა:

– მოკლედ, ასეა, ჩემო ძმაო. ამ მაყუთით დიდი საქმე გაკეთდება. 5 მილიონი პაბეგში დაიხარჯება, დანარჩენი კი ჩვენს ძმებს გადაეცემა, რომ ქურდული დვიჟენიები დაიწყონ, თორემ, მანგუსტის მორჩილმა ძალად ქურდებმა ისეთი ბოზური პალაჟენია დაამყარეს მთელ რუსეთში, რომ, ცოტაც და, ვერაფერს შევცვლით გაიგე?

– ბოლომდე – ვერა, – თავი გააქნია ჰამომ.

– კარგი, გაგიიასნებ, – თქვა მათემ, სიგარეტი გააბოლა, და განაგრძო, – ყველა სახელოვანი ქურდი, ვინც მანგუსტის პრესს ცოცხალი გადაურჩა და არ გაბოზდა, ტაგანკის ციხეში არის გამომწყვდეული. სულ 20 კაცია და მათი პაბეგი უნდა მოვაწყოთ.

– ოცი ქურდის პაბეგი ხუმრობა არაა, – თავი გააქნია ჰამომ.

– ყველაფერი მოყომარებულია. ციხის ბადრაგის უფროსთან უკვე ყველაფერი შეთანხმებულია და 5 მილიონად თანახმაა, რომ ქურდები ციხიდან გამოიყვანოს.

– რომ გადაგვაგდოს?

– გამორიცხულია. მაგისი ცოლ-შვილი უკვე კუნძულ ჰაიტიზე ცხოვრობს და 5 მილიონის გადარიცხვას ელოდება. მერე კი ცოლი ქმარს დაურეკავს, რომ მაყუთი ადგილზეა და პაბეგიც მოხდება.

– ბადრაგის უფროსს ცოლ-შვილი მოსტაცეთ?

– რა სისულელეა, – თავი გააქნია მათემ, მან თავადვე ისურვა ასე.

– მაინც, რომ გადაგვაგდოს? ფულიც რომ შეიტყაპუნოს და ჩვენც რომ ჩაგვიშვას?

– არ მგონია. ის კაცი ძველი პედერასტია. ამის დამადასტურებელი ფირი გვაქვს და არ უნდა, რომ გაუბაზრდეს.

– მაინც რომ ჩაგვიშვას და ყველაფერი ფეხებზე დაიკიდოს? – თავისას არ იშლიდა ჰამო.

– მაშინ, მხოლოდ და მხოლოდ სტიოპა ჩავარდება.

– ეგ ვინღაა?

– ჩემი მარჯვენა ხელი. ძველი, „იდეინი“ ქურდია. ჩემი ძმაკაცი და სუფთა კაცი. თუმცა, არ იცის, რომ მე მე ვარ და მათე მკვდარი ჰგონია.

– მაშინ, რატომ გენდობა?

– მე მას მათეს ანდერძი წავაკითხე, სადაც წერია, რომ უნდა დამემორჩილოს. ამიტომ, რასაც სტიოპას ვეტყვი, ყველაფერს გააკეთებს. ტაგანკის ციხის ბადრაგის უფროსსაც ის მოელაპარაკა და, თუ ჩავარდნაა, მაშინ სტიოპა ჩავარდება. ეს სტიოპამ კარგად იცის და თანახმაა. მან ჩემი ეს ბაითი არ იცის და ერთმანეთს სხვა კონსპირაციულ ბაითში ვხვდებით ხოლმე. გასაგებია?

– ეგ გასაგებია, – თავი დააქნია ჰამომ და ისევ ჰკითხა: – დავუშვათ, ქურდები ციხიდან გაიქცნენ. შემდეგ რა ხდება?

– თითოეული 750 ათას ევროს მიიღებს, მერე, რეგიონებში წავლენ და პალაჟენიის გაშვებას დაიწყებენ, მაგრამ, ჯერ უნდა გაიქცნენ და ამაზე მერე ვილაპარაკოთ. შენ კი მარტო ფულის ჩამოსატანად კი არა, იმისთვისაც მჭირდები, რომ ქურდების გაქცევის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა და ყველაფერი გააკონტროლო.

– კონკრეტულად რა უნდა გავაკეთო?

– რა და, ციხიდან ქურდებს რომ გამოიყვანენ, ისინი შენ და სტიოპამ უნდა ჩაიბაროთ, მიკროავტობუსში გადასვათ და, ჯერ კონსპირაციულ ბინაზე მიიყვანოთ, მერე კი ფული დაურიგოთ და გათენებამდე რეგიონებში გაუშვათ.

– პაბეგი როდისთვისაა დანიშნული?

– ზეგისთვის. ხვალ კი მაყუთია გადასარიცხი.

– ზეგ რომელ საათზე?

– ზუსტად ღამის 10 საათზე გამოიყვანენ ქურდებს. შენ და სტიოპა კი მათ ტაგანკის კუთხეში დახვდებით, ქურდებს ჩაიბარებთ და წაიყვანთ.

– სტიოპა არ უნდა გამაცნო?

– ხვალ საღამოს. შენ და ლუდამ ექვსისთვის გამომიარეთ და სტიოპასთან შესახვედრად წავიდეთ.

– ფულს ვინ გადარიცხავს?

– შენ.

– მეე? – გაუკვირდა ჰამოს, – თბილისში კიდევ შეიძლება, მაგრამ, მოსკოვის რომელი ბანკი მიიღებს ჩემგან 5 მილიონ ევროს ისე, რომ კუდზე „ეფესბე“ არ დამაჯდეს? თანაც, მე არანაირი საბუთი არ მაქვს თან.

– დარდი ნუ გაქვს. ბანკირი ჩვენი კაცია და წინასწარაა გაფრთხილებული. ხვალ საღამოს გელოდება და სტიოპასთან შეხვედრამდე მასთან მივალთ, – უთხრა მათემ ჰამოს, საათს დახედა და ჰკითხა: – გშია?

– არა.

– მაშინ, შეგიძლია წახვიდე. სამი საათი სრულდება და ლუდა, ალბათ, მოუთმენლად გელოდება.

– წავალ, მაგრამ შენი ურჩხულები გააფრთხილე, რომ არ შემჭამონ, – უთხრა ჰამომ მათეს და კონსპირაციული სახლიდან გამოვიდა...

***

მთაწმინდელი ქუჩაში გავიდა და ლუდას დაურეკა.

– გისმენ, საყვარელო, მოგენატრე? – მოესმა ჰამოს ქალის ხმა.

– ქუჩაში ვარ და მითხარი, სად მოვიდე, ტაქსის გაჩერებას ვაპირებ.

– არ გინდა ტაქსი, მანქანით ვმოძრაობ და თვითონ მოგაკითხავ, მაქსიმუმ, თხუთმეტ-ოც წუთში. სად ხარ ახლა?

– პარკში.

– ტანკი რომ დგას, იქ?

– ჰო, იქ.

– ძალიან კარგი. დამელოდე და მალე მოვალ. გკოცნი! – უთხრა ლუდამ და ტელეფონი გათიშა.

ჰამომ ოციოდე მეტრი გაიარა და სიგარეტი გააბოლა. მერე დრო რომ მოეკლა, კვარცხლბეკზე მდგარი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტანკის თვალიერებას შეუდგა და ვერ შენიშნა ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც მას ზურგიდან მიადგა.

ახალგაზრდებს შორის ორი წითური გოგონა და ოთხი ბიჭი იყო. ერთ-ერთ მათგანს დაკუნთულ შიშველ სხეულზე ჯინსის ჟილეტი ეცვა და ეტყობოდა, რომ ყველას უფროსი იყო. ის ჰამოს მიუახლოვდა, მარცხენა მხარზე ხელი დაადო და უთხრა:

– თამბაქო მოგვაწევინე, ძიაკაცო!

ჰამო შეტრიალდა და ახალგაზრდების ჯგუფი რომ დაინახა, გაიფიქრა: „სკინჰედებს ჰგვანან და ხმა რომ ამოვიღო, დავიწვები. ამიტომ, ჯობია, ყრუ-მუნჯობა გავითამაშო“. მთაწმინდელმა ჟილეტმოცმულს გაუღიმა და ხელებით ანიშნა, რომ ვერაფერი გაიგო.

– ყრუ-მუნჯი ყოფილა, – უთხრა მეგობრებს ჟილეტიანმა. შემდეგ ჰამოს მიუბრუნდა და ხელებით ანიშნა, რომ სიგარეტი უნდოდა.

ჰამომ „მარლბორო“ მიაწოდა ახალგაზრდებს, ყველას გაუმასპინძლდა და კოლოფი ჯიბეში ჩაიდო. ახალგაზრდები წასასვლელად გაემზადნენ და ჰამო ისევ ტანკს მიუბრუნდა, მაგრამ მთაწმინდელის მობილური აწკრიალდა და ჰამო ზარით მიხვდა, რომ ლუდა რეკავდა. თუმცა, თავი რომ არ გაემჟღავნებინა, ტელეფონისთვის ხელი არ უხლია. მაგრამ ლუდა განუწყვეტლივ რეკავდა.

– აქ რაღაცაშია საქმე, ძმებო, რას იტყვით? – მიმართა ჟილეტიანმა ახალგაზრდამ მეგობრებს, – ყრუ-მუნჯები მობილურ ტელეფონებს არ ატარებენ, ამას კი მობილური აქვს. ესე იგი, ის ყრუ-მუნჯი არა არის. ასე არაა?

– გენიოსი ხარ, „ტახო“, – უთხრა ჟილეტიანს ერთ-ერთმა წითურმა გოგონამ, – ეს სუბიექტი ყრუ-მუნჯი არაა და გვაგოიმებს. ხოლო, ვინც ჩვენ გვაგოიმებს რას ვუშვრებით?

– ვსჯით, – თქვა მეორე წითურმა გოგონამ, ტახთან მივიდა და უთხრა, – ამ „მარლბოროიანის“ ამბავი გასაიასნებელია. მიდი, გააიასნე!

ჰამოს მშვენივრად ესმოდა ახალგაზრდების საუბარი, მაგრამ, ბოლომდე ყრუ-მუნჯის როლის თამაში გადაწყვიტა, თან, ყოველი შემთხვევისთვის, საჩხუბრად მოემზადა.

დაკუნთული ჰამოს მიუახლოვდა, შემოატრიალა და უთხრა:

– ტელეფონს უპასუხე, თორემ აგიფეთქდება!

ჰამომ გაუღიმა და ხელებით ანიშნა, რომ ვერაფერი გაიგო. ბიჭმა კი ზიზღნარევი მზერა ესროლა ჰამოს და კბილებში გამოსცრა:

– ვის აგოიმებ, შე ლოხო? ტელეფონს უპასუხე, თორემ სიფათს აგახევ!

ჰამომ კვლავ არად ჩააგდო მისი სიტყვები, გაუღიმა და ხელებით ანიშნა, რომ არაფერი ესმოდა. მობილური ტელეფონი კი განუწყვეტლად რეკავდა...

– რას უდგახარ, შენ თვითონ უპასუხე ტელეფონს! – ურჩია ტახს წითურმა გოგონამ, რომელმაც მანამდე ტახი წააქეზა, – ვნახოთ, რა ჩიტია ეს „სუბიექტი“ და ჩვენი „დაგოიმების“ მცდელობა ძვირად დავუჯინოთ.

ტახმა ჰამოს ჯიბისკენ წაიღო ხელი, მაგრამ მთაწმინდელმა მას ხელი ჰკრა, შემდეგ ტელეფონი ამოაცურა, გაშალა და უპასუხა.

– რა იყო ლუდა, რა რეკვა აგიტყდა?

– რა მოხდა, ჰამო, რატომ არ მპასუხობდი?

– რაშია საქმე, რატომ მირეკავ?

– საცობში მოვხვდი და თხუთმეტ-ოც წუთს დავაგვიანებ.

– მაგისთვის მირეკავდი? ახლა კი იჩქარე, თორემ აქ სიტუაცია ირევა და, შეიძლება, რაღაც მოხდეს! – უთხრა ჰამომ, – ტელეფონი დაკეცა და ჯიბეში ჩაიდო.

ახალგაზრდები ირონიული გამომეტყველებით მისჩერებოდნენ მთაწმინდელს. ერთ-ერთმა წითურმა გოგონამ კი, ზიზღით შეხედა ჰამოს და ტახს უთხრა:

– ხედავ? ეს სუბიექტი „შავტრაკა“ ყოფილა და კინაღამ დაგვაგოიმა, მაგრამ კინაღამ არ ითვლება. დროა, პასუხი მოვთხოვოთ!

– მოვთხოვთ კიდეც, – კბილებში გამოსცრა ტახმა და ჰამოსკენ დაიძრა, მაგრამ მთაწმინდელმა მას თითი დაუქნია და გააფრთხილა:

– სჯობს, მშვიდობიანად წახვიდეთ აქედან.

–კიდეც რომ გვემუქრება, – ერთდროულად წარმოთქვეს წითურებმა, – გესმის, ტახო?

– მესმის, მაგრამ ამ შავტრაკას ახლავე მოვიყვან აზრზე, – თქვა ტახმა და მთაწმინდელს მუშტი მოუქნია, მაგრამ ჰამომ მას მოხდენილი მოძრაობით ძიუდოს ილეთი ჩაუტარა და დაკუნთული ტახი კუნძივით დაახეთქა მიწაზე.

– შავტრაკას დასცხეთ! – დასჭყივლეს გოგოებმა და პირველები ეკვეთნენ ჰამოს, მთაწმინდელმა კი ისინი გაასილაქა და ტახს დააყარა ზემოდან, თან დააყოლა:

– ეყარეთ მანდ!

– ძმებო, შავტრაკა რუსებს სცემს, დასცხეთ! – იკივლა ერთ-ერთმა ძირს დაგდებულმა წითურმა გოგონამ და ჰამოს დანარჩენი ოთხი ახალგაზრდაც დაესია.

მთაწმინდელმა თავდამსხმელები მოხდენილად გაანეიტრალა და ოთხივე მიწას გააკრა, მაგრამ ერთ-ერთმა უბიდან ფოლადის ჯაჭვი ამოიღო, ჰამოს ფეხზე შემოახვია, მოქაჩა და მიწაზე დააგდო. ამით ისარგებლეს დანარჩენებმა, მთაწმინდელს ერთბაშად დაესივნენ და წიხლები დაუშინეს. თუმცა ჰამომ მაინც მოახერხა ფეხზე ადგომა ბიჭს ჯაჭვი წაართვა და თავდამსხმელებს იმ ჯაჭვით დაუწყო ცემა. რამდენიმე წამში აგრესია ხვეწნა-მუდარაში გადაიზარდა – ისინი მთაწმინდელს პატიებას სთხოვდნენ და ევედრებოდნენ, არ დაგვხოცოთო. ჰამომ რამდენჯერმე ტახსაც გადაუჭირა, შემდეგ დააფურთხა, ფოლადის ჯაჭვი ბუჩქებში მოისროლა და იქაურობას გაეცალა, მაგრამ, უცებ სკვერში მილიციის პატრულის ორი მანქანა შევარდა. იქიდან რვა შეიარაღებული მილიციელი გადმოხტა და მიწაზე დაყრილ თავდამსხმელებს შემოეხვია, სამი მილიციელი ჰამოსკენ გაიქცა, დაეწია და, მათგან ერთ-ერთმა, კოპებშეკრულმა, ავტომატმომარჯვებულმა, ულვაშა სერჟანტმა მკაცრად ჰკითხა:

– საით, მოქალაქევ?

– სახლში, სერჟანტო. რამე პრობლემაა? – მშვიდად უპასუხა ჰამომ.

– აქ რას აკეთებ?

– ვსეირნობ. რა, არ შეიძლება? – მიუგო ჰამომ, თან აქეთ-იქით იყურებოდა, რომ ლუდასთვის მოეკრა თვალი.

– საბუთები მაჩვენე!

– თან არ მაქვს.

ულვაშა სერჟანტმა ჰამოს ავტომატის ლულით უბიძგა და კბილებში გამოსცრა:

– წინ იარე, შავტრაკავ! მილიციაში მიგიყვან და იქ გიჩვენებ, როგორ უნდა სეირნობა!

– სერჟანტო, კორექტულად, თორემ მაგ ავტომატს უკანალში შეგტენი და ძალიან გეტკინება!

– წინ იარე! – გაიმეორა მილიციელმა, – ვინ ვის რას შესტენის ტრაკში, ამას მილიციაში გიჩვენებ!

მილიციელებმა ჰამო მანქანასთან მიიყვანეს. იქვე იყვნენ დასისხლიანებული თავდამსხმელებიც, რომლებიც ჩვენებას აძლევდნენ მილიციელებს. ტახმა ჰამოსკენ გაიშვირა ხელი და საპატრულო ჯგუფის უფროსს, ჭაღარა კაპიტანს უთხრა:

– აი, ამან დაგვასისხლიანა! ჩვენ მას სიგარეტი ვთხოვეთ, მან კი ფოლადის ჯაჭვი გააძრო და დაგვცხო, თან ყვიროდა, რუსო ღორებოო.

ტახის სიტყვები დანარჩენებმაც დაადასტურეს და კაპიტანმა ხელქვეითებს უთხრა:

– გაჩხრიკეთ და მილიციაში წავიყვანოთ. ვნახოთ, რა ბიჭია!

– რას მერჩით, კაპიტანო, – უთრა ჰამომ მილიციელს, – რასაც ესენი ამბობენ, ტყუილია!

– მილიციაში გავარკვევთ. გაჩხრიკეთ! – კბილებში გამოსცრა ჭაღარამ.

ჰამოს იარაღი მიუშვირეს და გაჩხრიკეს. მთაწმინდელს მობილური ტელეფონი და საფულე ამოუღეს, რომელშიც 900 ევრო ედო.

– ნახეთ, ამხანაგო კაპიტანო, ამ შავტრაკას რამდენი ფული აქვს? – უთხრა ულვაშა სერჟანტმა კაპიტანს და უფროსს ჩამორთმეული ნივთები გადასცა.

– ტელეფონზე დამარეკინეთ. კანონით, ერთი ზარის უფლება მაქვს, – მიმართა ჰამომ კაპიტანს.

– არავითარი ზარები. ყველაფერს მილიციაში გავარკვევთ! მკაცრად უპასუხა კაპიტანმა და ხელქვეითებს უბრძანა: – მანქანაში შეაგდეთ!

ჰამო მანქანაში ჩასვეს და მილიციის ორივე მანქანა სკვერიდან დაიძრა.

უცებ სკვერში „მერსედესის ჯიპი“ შევარდა, მილიციის მანქანებს წინ გადაუდგა და გაჩერება აიძულა. იქიდან კი ლუდა მედვედევა გადმოხტა და წინა მანქანაში, მძღოლის გვერდით მჯდარ კაპიტანს უღრიალა:

– მანქანიდან გადმოეთრიე!

კაპიტანმა კოპები შეკრა, მანქანიდან გადმოხტა და ლუდას ეცა:

– შე ძუკნავ! კინაღამ სახელმწიფო ქონება დამამტვრევინე! აქედან გაეთრიე, თორემ ფეხქვეშ გაგიგდებ!

ლუდამ მარცხენა ხელით სილა გააწნა კაპიტანს და უკივლა:

– შე მართლა ძუკნავ, შენი პრასტიტუტკა დედაც... – შემდეგ „ეფესბეს“ წიგნაკი გაუშალა და უბრძანა: – ჩქარა, ჩემი მეწყვილე გამოუშვით, თორემ ყველას გაგაციმბირებთ!

„ეფესბეს“ წიგნაკმა მაგიურად იმოქმედა კაპიტანზე: მას ჯერ ნიკაპი აუცახცახდა,შემდეგ კი ხელქვეითებს აკანკალებული ხმით მიმართა:

– გამოუშვით მოქალაქე და პირადი ნივთები დაუბრუნეთ!

ჰამო, მანქანიდან გადმოვიდა და ულვაშა სერჟანტს თავისი ნივთები გამოართვა. შემდეგ ლუდას გაუღიმა და უთხრა:

– ცოტაც და, ეს ნაბოზრები კამერაში შემაგდებდნენ და გადამივლიდნენ.

– გადავლას ახლა ვუჩვენებ ამ პეტუხებს, – თქვა ლუდამ, კაპიტანს მიუბრუნდა და უბრძანა: – ყველა შენი პეტუხი მილიციელი დამწკრივდეს და შარვლები ჩაიხადონ!

– კაპიტანო, კორექტულად მოიქეცით! – მკვახე ხმით თქვა კაპიტანმა, – „ეფესბეს“ ოფიცრობა იმის უფლებას არ გაძლევთ, რომ აბუჩად აგვიგდოთ!

– მინისტრის მოადგილის შვილობა ხომ მაძლევს ამის უფლებას? – დამცინავი კილოთი უთხრა ლუდამ, – თქვენ რომ ხალხს იგდებთ აბუჩად, ის როგორია? ჩქარა, თორემ უარეს დღეში ჩაგყრით და „ეფესბეს“ თანამშრომლების შეურაცხყოფისთვის ჯერ საკნებში გამოგამწყვდევთ, მერე კი გაგასამართლებენ და გაგაციმბირებენ. ჩქარა, თორემ მამაჩემთან ვრეკავ!

ლუდას სიტყვებმა კაპიტანი შეაშინა და თავის ხელქვეითებს უღრიალა:

– სწრაფად დამწკრივდით და შარვლები ჩაიძრეთ!

მილიციელებმა თვალის დახამხამებაში შეასრულეს ბრძანება. ლუდამ კი შიშვლების მწკრივს თვალი გააყოლა და ხელი ჩაიქნია:

– ისევ მეწვრილმანეთა კონტინგენტი შემხვდა. საინტერესო არაფერია, – შემდეგ კაპიტანს მიუბრუნდა: – შენ? შენ რაღას უდგახარ, კაპიტანო? ჩაიხადე და ამ კაცუნებს შეუერთდი!

– მე, მე, მე ხომ ოფიცერი ვარ? – ხმის კანკალით თქვა ჭაღარამ.

– მერე რა! – გაეცინა ლუდას, – სწრაფად ჩაიხადე და მწკრივში ჩადექი. მიდი, ცოცხლად!

ჭაღარა კაპიტანმა ლუდას ბრძანება შეასრულა და შარვალჩახდილი ჩაუდგა მწკრივს თავში. ლუდა მედვედევამ თვალი შეავლო შიშველ კაპიტანს და დასცინა:

– ასეთი ავლადიდების პატრონს ასე ხმამაღლა რა გაყვირებდა? მე შენს ადგილზე ძალიან მოკრძალებულად მოვიქცეოდი. ან, კაპიტნის წოდება ვინ მოგცა? მოკლედ, ჩვენ წავედით, თქვენ კი თხუთმეტი წუთი იდექით ასე, მერე კი, შეგიძლიათ, დაიშალოთ.

ლუდა და ჰამო „ჯიპში“ ჩასხდნენ და წავიდნენ. მილიციელებმა შიშით გააყოლეს თვალი, ულვაშა სერჟანტმა კი ჩაილაპარაკა:

– „კიდევ კარგი, დაავიწყდა, თორემ, ის ბიჭი ავტომატს მართლა შემთხრიდა ტრაკში“...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3