კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი აქვს დაბადების დღეს და რიცხვს ადამიანის მომავალსა და სასიყვარულო ურთიერთობებთან


ასტროლოგიურად წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობები ადამიანის დაბადების დღეზეა დამოკიდებული.

ორშაბათს დაბადებული ადამიანი ძალიან მგრძნობიარე, მეოცნებე, ერთგული და რომანტიკულია. ამ დღეს დაბადებულები სასიყვარულო ურთიერთობებში ფანტაზიის განსაკუთრებული უნარით და რჩეულისთვის სიურპრიზების მოწყობით გამოირჩევიან. ოჯახში კი ცდილობენ, ურთიერთგაგების ატმოსფერო შექმნან და ჰარმონიაში იცხოვრონ.

სამშაბათს დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული იუმორის გრძნობით გამოირჩევიან, რაც ურთიერთობას უადვილებს მათ საყვარელ ადამიანებთან. ისინი ვნებას მოურიდებლად ამჟღავნებენ და უყვართ, როცა რჩეული მათზეა დამოკიდებული. სამშაბათს დაბადებულ ადამიანებს უყვართ მხიარულება, გართობა, ცვლილებები სასიყვარულო ურთიერთობებში. ამ დღეს დაბადებულები განსაკუთრებული მაცდურობით გამოირჩევიან.

ოთხშაბათს დაბადებული ადამიანები გრძნობებს ყოველთვის მალავენ, არასდროს ცდილობენ სიყვარულის დროს რამე საგმირო საქმის ჩადენას. ისინი ყოველთვის კარგი, სანდო საყვარლები არიან და კარგი მეოჯახეები.

ხუთშაბათს დაბადებული ადამიანები სპონტანურად დაწყებულ სასიყვარულო რომანებს გაურბიან. უყვართ თავისუფალი სიყვარულის დემონსტრირება. მაცდურად გამოიყურებიან. თუმცა, სასიყვარულო ურთიერთობების დროს ყოველთვის ფრთხილობენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ სერიოზული სიყვარულის ეშინიათ.

პარასკევს დაბადებული ადამიანები ჰარმონიული და რომანტიკული პარტნიორები არიან სასიყვარულო ურთიერთობების დროს. მათ ინტელექტის, მომხიბვლელი გარეგნობისა და დახვეწილი მანერების გამო ირჩევენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. თუმცა, ისინი გრძნობებს ნაკლებად გამოხატავენ.

შაბათს დაბადებული ადამიანები გრძნობის მორევში მალევე ეშვებიან. არასდროს ცდილობენ სასიყვარულო ურთიერთობებში დისჰარმონიის შეტანას და ისინი კარგი პარტნიორები არიან რჩეულებისთვის.

კვირას დაბადებული ადამიანები ხასიათდებიან მკაცრი ბუნებით, რაც სასიყვარულო ურთიერთობებში უშლით ხელს. პატივმოყვარეობის გამო არასდროს ცდილობენ თბილი სიტყვებით საყვარელი ადამიანის გულის მოლბობას. ისინი მეტად რთული გასაგები და ამბიციური პარტნიორები არიან რჩეულებისთვის.

ასევე, ფაქტია, რომ ადამიანის ბედზე მთვარის კალენდარი ნამდვილად მოქმედებს. იმის მიხედვით, თუ თვის რომელ რიცხვში ხართ დაბადებული, ის თქვენს მომავალს გარკვეულწილად განსაზღვრავს:

1, 7, 13, 19, 24 რიცხვში დაბადებული ადამიანები უზრუნველყოფილები არიან და სიმდიდრეში ცხოვრობენ. ეს ადამიანები წარმატებას იოლად აღწევენ და სხვებისგან პატივისცემასაც იმსახურებენ.

2, 8, 14, 20, 26 რიცხვში დაბადებული ადამიანები ძალიან ჯიუტები არიან. ცხოვრებაში დიდ წინააღმდეგობებს აწყდებიან. საერთოდ, რთული პიროვნებები არიან.

3, 9, 15, 21, 27 რიცხვში დაბადებულები ბედნიერი ადამიანები არიან. ისინი კარიერაში ადვილად აღწევენ წარმატებებს. აქვთ რბილი, დამთმობი ხასიათი და წარმატება მთელი ცხოვრება თან სდევთ.

4, 10, 16, 22, 28 რიცხვში დაბადებულები სიბრძნით გამოირჩევიან. აქვთ ლტოლვა, დაიპყრონ მწვერვალები და სიმაღლეები. არიან, უყაირათოები.

5, 11, 17, 23, 29 რიცხვში დაბადებული ადამიანები ცდილობენ, ცხოვრება მოიწყონ. არიან შრომისმოყვარენი. უყვართ ოჯახური იდილია და ახლობლებთან ურთიერთობა.

6, 12, 18, 24, 30, 31 რიცხვში დაბადებული ადამიანები სუსტები არიან, წარმატებას რთულად აღწევენ და ცხოვრებისეულ სიძნელეებთან გამკლავებაც უჭირთ.


скачать dle 11.3