ბრიტანეთში მუმიის დასამზადებლად განუკურნებელ ავადმყოფებს ეძებენ
ბრიტანულ ტელეარხზე, „ჩენელ 4-ზე“, სარეკლამო კამპანია დაიწყო. ტელეშოუსთვის ეძებენ განუკურნებელ ავადმყოფებს, რომლებიც დასთანხმდებიან, სიკვდილის შემდეგ მათგან მუმია გააკეთონ. ტელეპროექტით ჩატარდება გამოკვლევები ძველ ეგვიპტეში ბალზამირების მეთოდების საიდუმლოებების დასადგენად.
ნებაყოფლობით მუმიფიცირებული ადამიანის სხეული გამოიფინება ერთ-ერთ მუზეუმში და დამთვალიერებლები შეძლებენ, საკუთარი თვალით ნახონ პროცესი, რომელიც, ძველი ეგვიპტელების აზრით, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელების ერთ-ერთი მეთოდი იყო.
პროექტის განსახორციელებლად ყველაფერი მომზადებულია. ჯერჯერობით რეკლამას არავინ გამოხმაურებია, დონორის გარეშე კი პროექტს ჩაშლა ემუქრება.