კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროპამ საბჭოთა ქირურგი გაიხსენა, რომელმაც 60-იან წლებში თვითონ ამოიჭრა აპენდიქსი


ინგლისსა და იტალიაში სულ ახლახან გამოქვეყნდა მასალები საბჭოთა ქირურგის ლეონიდ როგოზოვის შესახებ, რომელმაც თვითონ გაიკეთა აპენდიქსის ოპერაცია.

27 წლის დოქტორი, ლეონიდ როგოზოვი, კიბოს სიმსივნური დაავადებების ოპერაციებზე დისერტაციის დასაცავად ემზადებოდა, მაგრამ 1960 წელს თავისი წარმატებული სამეცნიერო კარიერა შეწყვიტა და კვლევით ჯგუფთან ერთად ანტარქტიდის ნაპირებისკენ გაემგზავრა, სადაც პოლარელებს ახალი ბაზისთვის უნდა ჩაეყარათ საფუძველი. 1961 წელს ბაზა უკვე მზად იყო, მაგრამ ზამთარმა მოუსწრო. თოვლის ქარბუქებმა და ძლიერმა ყინვებმა თბომავალი „ობი“, რომელმაც ექსპედიცია ანდარქტიდაში ჩაიყვანა, ოკეანეში ჩაყინა. ჯგუფი გარე სამყაროდან მოწყვეტილი აღმოჩნდა. ერთ დღესაც, როგოზოვმა თავი ცუდად იგრძნო. ახალგაზრდა ექიმმა დიაგნოზი თავად დასვა – მწვავე აპენდიციტი. ის ეცადა, მდგომარეობიდან ანტიბიოტიკებით გამოსულიყო, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომ, გადაწყვიტა, ოპერაცია თვითონ გაეკეთებინა: მოამზადა სამი ასისტენტი, რომლებთაც მედიცინასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ, მათ შორის იყო პოლარული სადგურის ხელმძღვანელი, ვლადისლავ ვერბოვიჩი. ქირურგს ხელთათმანები არ გაუკეთებია, რადგან მუცლის ღრუში მუშაობა ბევრად იყო დამოკიდებული თითების შეგრძნებაზე. გაკეთდა აუცილებელი ინიექციები და ოპერაცია დაიწყო. პაციენტმა-ქირურგმა ბევრი სისხლი დაკარგა და რამდენჯერმე მივიდა გონის დაკარგვის ზღვრამდე, მაგრამ ოპერაცია წარმატებით დამთავრდა. ოთხდღიანი ანტიბიოტიკური მკურნალობის შემდეგ როგოზოვი სრულიად ჯანმრთელად გრძნობდა თავს. როგორც მან განაცხადა, დაწყებული იყო აპენდიქსის გაშავება და ერთი დღით დაგვიანებაც კი მის სიკვდილს ნიშნავდა.

ექსპედიცია უკან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა. როგოზოვი სამსახურს დაუბრუნდა, იქვე პირველ სამედიცინო ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია და საერთო ქირურგიის ფაკულტეტზე სამეცნიერო და პედაგოგიურ სამუშაოს შეუდგა. 1979 წლიდან ის ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში მუშაობდა, 1986 წლიდან სიკვდილამდე კი ფტიზიოპულმონოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლიმფოაბდომილური ტუბერკულოზის ქირურგიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

ლეონიდ როგოზოვი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა – სიკვდილი კუჭის სიმსივნის ოპერაციის შემდგომმა გართულებამ გამოიწვია.


скачать dle 11.3