გია მურღულიას კოლექციიდან
***
  
  
მებადურმა ოქროს თევზი დაიჭირა.
  
  
– გამიშვი, ბერიკაცო და სამ სურვილს შეგისრულებ...
  
  
მებადური შინ სამი ძროხით დაბრუნდა.
  
  
***
  
  
მიხო სოფლის გზაზე მოტოციკლით მიდის. თეთრი მაისური აცვია და ზურგზე დიდი შავი ასოებით აწერია:
  
  
„ხალხო! თუ ეხლა ჩემ მაიკაზე წარწერას კითხულობთ, ესე იგი, ჩემი მარო მატაციკლეტიდან გადავარდნილა”!
  
  
***
  
  
– ექიმო, ამ ბოლო დროს, ქალთან რომ ვწევარ, აქტის ბოლოს ყურში სულ სტვენა მესმის.
  
  
– რამდენი წლის ხართ?
  
  
– ოთხმოცდაორის.
  
  
– არა, ბიჭო, ახლა, აპლოდისმენტებს გაიგონებ!
  
  
***
  
  
სომეხმა სიძეს ქორწილში მაგარი იარაღი აჩუქა. ის თავხედი მეორე დილას წავიდა, იარაღი გაყიდა და „როლექსის” საათი იყიდა. – თავი მოიწონა სომეხთან, რომელმაც უთხრა:
  
  
– ვთქვათ ხვალ ღამით ყაჩაღები დაგესხნენ თავს, ყველაფერი წაგართვეს, ცოლი გაგიუპატიურეს და მაგრადაც გცემეს, შენ რას იზამ, ეტყვი ექვსის ნახევარიაო?
  
  
***
  
  
ცოლი ეუბნება ქმარს: განცხადება შემაქვს განქორწინებაზე.
  
  
– ძვირფასო, ორივე რქით თანახმა ვარ!
  
  
***
  
  
კაენმა მოკლა აბელი და მერე დიდხანს ჩასჩიჩინებდა თავის შვილებს:
  
  
– გაუფრთხილდით ამ ქვეყანას, მისი გულისთვის ბიძათქვენმა სიცოცხლე გაწირა.
  
  
***
  
  
– ექიმო, მარცხენა ფეხი მიკანკალებს.
  
  
– ეგ არაფერი, ასაკის ბრალია!
  
  
– კი მაგრამ, მარჯვენაც მაგ ასაკის არ არის?
  
  
***
  
  
ერთი კაცი ელამს დაეჯახა.
  
  
ელამმა დაუყვირა:
  
  
– რატომ არ იყურები წინ, საით მიდიხარ?
  
  
– შენ კიდევ, რატომ არ მიდიხარ იქით, საითაც იყურები?!
  
  
***
  
  
მეზობელი მამაკაცების საუბრიდან:
  
  
– ცუდი ამბავი უნდა გითხრა!
  
  
– რა მოხდა?
  
  
– შენი ცოლი ორივეს გვღალატობს!
  
  
***
  
  
– რა ღირს შენი მამალი?
  
  
– არ ვყიდი!
  
  
– აბა, ბაზარში რატომ წამოიყვანე?
  
  
– უმაგისოდ დედლები არ მოდიან!
  
  
***
  
  
შეფი ეუბნება მდივან ქალს:
  
  
– დღეს რაღაც ცუდი დღეა, დოლარიც კი დაეცა!
  
  
***
  
  
„ზაპოროჟეცი“ შუქნიშანთან უკნიდან ეჯახება „მერსედესს“...
  
  
– ნუ გეშინია, მე ვარ, მე...
  
  
***
  
  
კახელი მიდის, ხედავს გზაზე მკვდარი ყვავი გდია. „გამამადგება”, – გაიფიქრა და ყვავი ჯიბეში ჩაიდო. ერთი წლის შემდეგ იმავე ადგილზე კახელმა ჯიბიდან მკვდარი ყვავი ამოიღო, ძირს დააგდო და ჩაილაპარაკა: – არ გამამადგა!
  
  
***
  
  
– როგორ ითარგმნება „Sit down”?
  
  
– დაჯექი, დაუნო!
  
  
***
  
  
ისროლა მოხუცმა მებადურმა ბადე და ოქროს თევზი დაიჭირა. თევზი ეკითხება:
  
  
– შენი ცოლი ჯერ კიდევ ცოცხალია?
  
  
კი, ცოცხალია!
  
  
– მაშინ, შემჭამე!
  
  
  
