ანეგდოტები
***
ბაბუა კვდება‚ დაუძახა მემკვიდრეებს და ანდერძს ჰკარნახობს:
– 20 ათასს ჩემს ცოლს ვუტოვებ‚ შვილს – 15 ათასს‚ შვილიშვილს – 5 ათასს... – უცბად გაჩუმდა‚ ჩაფიქრდა:
– ღმერთო‚ საიდან მოვიტანო ამდენი ფული?!
***
– დედა‚ გამყიდველი ფუჟერებს ფანქრით რატომ უკაკუნებს?
– ამით არკვევს‚ ჭიქას რაიმე ბზარი ან დაზიანება ხომ არ აქვს.
– აა‚ მივხვდი‚ რატომ მიკაკუნებდა გუშინ მასწავლებელი თავში რუკის საჩვენებელ ჯოხს...
***
შობა-ახალი წლის ბახუსიდან გამოუსვლელი მესაფლავე-ქვისმთლელი მარმარილოზე წარწერას ტვიფრავს, ზურგს უკან კი ორი შავოსანი თვალყურს ადევნებს.
– შეიძლება ბოლოში მიაწეროთ: „საყვარელ ძუკუს ცუცასგან“?
– ჩემთვის სულერთია‚ თუ გინდა, „გილოცავთ ახალ წელს“ მივაწერ!..
***
განცხადება აეროპორტში:
„პატივცემულო მგზავრებო! გთხოვთ‚ წესრიგის დაცვით‚ ყველა‚ ვინც დაკარგა ყავისფერი საფულე ხუთი ათასი დოლარით‚ ორ მწკრივად მოეწყოს საინფორმაციო ბიუროს ფანჯარასთან“.