კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: მყავს ავტომობილი „გოლფი“. შევიძინე ახალი სამუხრუჭე ხუნდები, რომელმაც ხმარებიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ წრიპინი დაიწყო. მთელი დღის განმავლობაში გამოსცემს ამ ხმას და, არ ვიცი, რა ვუშველო. რისი ბრალია ეს – ხუნდების, სამუხრუჭე სისტემის თუ სხვა რამეა მიზეზი?

პასუხი: თუკი ხუნდები შეცვალეთ და ის აწივლდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად ხარისხიანი აღმოჩნდა. ხუნდებს რამდენიმე თვისება უნდა ჰქონდეს: არ უნდა ხმაურობდეს, იოლად არ უნდა ცხელდებოდეს და კარგად უნდა იჭერდეს. თუ ამ სამიდან რომელიმე დარღვეულია, ეს ნიშნავს, რომ უკვე პრობლემები გაქვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადღების მისაქცევი, რა თქმა უნდა, მესამე თვისებაა – თუ ხუნდები არ იჭერს, ის სასწრაფოდ გამოსაცვლელია. ამის შემდეგ, მთავარია, არ ხურდებოდეს. ასე რომ, თუ თქვენი ხუნდები პირველ ორ თვისებას აკმაყოფილებს, მაშინ მისი მოხმარება შეგიძლიათ. მაგრამ, რადგან წივილის ხმას გამოსცემს, სათუოა, რომ ის სხვა დანარჩენ ფუნქციას კარგად ასრულებდეს, თუმცა, არსებობს ხუნდები, რომელიც არ ხმაურობს, მაგრამ მთელ სისტემას ჭამს, ყველაფერს ცვეთს. ამიტომ, გირჩევთ, შეიძინოთ, ცნობილი ბრენდის ხუნდები.

კითხვა: მსურს, შევიძინო ავტომობილი „სუბარუ იმპრეზა ვეერიქსი“, ახალი მოდელი, „ჰეჩბექის“ ტიპის. გთხოვთ, დამიხასიათოთ ეს მანქანა, ვგულისხმობ გადაცემათა მექანიკური კოლოფით აღჭურვილს, ეკონომიურია თუ არა ის მანქანა და რა არის მისი სუსტი მხარეები? ასევე, მაინტერესებს, რა დამიჯდება ამ ავტომობილის ჩამოყვანა იაპონიიდან ან გერმანიიდან?

პასუხი: ეს არის ძალიან კარგი, გამძლე და მძლავრი ავტომობილი, ტურბირებული ძრავით. მისი დახასიათებისას უნდა ვისაუბროთ მართვის მექანიკური კოლოფით აღჭურვილ „სუბარუ იმპრეზა ვეერიქსზე“. ეს ავტომობილები აღჭურვილია 2.0-იანი ან 2.5-იანი ტურბირებული ძრავებით. მართალია, 2.5-იანი ძრავა გაცილებით მძლავრი და გამძლეა, მაგრამ 2.0-იანი მასთან შედარებით წარმოუდგენლად პრაქტიკული და ეკონომიურია. „სუბარუ“ ცნობილია დიდი რაოდენობით საწვავის მოხმარებით, მაგალითად, „იმპრეზა ვეერიქსი“ 2.0-იანი ძრავით 100 კილომეტრზე დაახლოებით 15 ლიტრ ბენზინს წვავს და ეს ძალიან ცოტაა 2.5-იან ძრავასთან შედარებით. რაც შეეხება მართვის კოლოფს, „სუბარუს“ ძალიან სუსტი სიჩქარეთა კოლოფი აქვს, რომელიც საკმაოდ გაგაწვალებთ, მაგრამ, სამაგიეროდ, სხვა მოდელებთან შედარებით, მისი სავალი ნაწილი წარმოუდგენლად გამძლეა და თითქმის არ ფუჭდება. რაც შეეხება „სუბარუს“ ჩამოყვანას, აქ ფასი საკმაოდ ცვალებადი იქნება – გააჩნია ქვეყანას, საიდანაც ჩამოიყვანთ; ასევე, მის მდგომარეობას, მგზავრობის ხანგრძლივობას და სხვა. თუმცა, საქართველოში იმდენად დაწეულია მანქანებზე ფასები, რომ შეგიძლიათ, ადგილზე ის მშვენიერ ფასად შეიძინოთ – რამდენიმეთვიანი ლოდინი დიდ განსხვავებას არ მოგცემთ.


скачать dle 11.3