კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცები ყველაზე სექსუალურ ფეხბურთელად რონალდუს ასახელებენ


წესითა და რიგით, როცა ფეხბურთელი გქვია, ბურთი უნდა ათამაშო, მაგრამ, რიგ შემთხვევებში, საკმაოზე მეტად პოპულარული ვარსკვლავები არც სხვა რამის თამაშზე ამბობენ უარს. საუბარი ისეთ ფეხბურთელებზე გვაქვს, როგორებიც დევიდ ბექჰემი და ფაბიო კანავარო არიან, ახლა კი მათ რიგებს კრიშტიანუ რონალდუც შეემატა. პორტუგალიელი ვარსკვლავი „ჯორჯო არმანის“ სახე გახდა და, პრაქტიკულად, გაშიშვლდა.

– ჩვენ მუდმივად პოპულარობის ზენიტში მყოფ მოთამაშეებს ვირჩევთ. რონალდუს გარდა, ჩვენი სახლის სახე დევიდ ბექჰემიც გახლავთ და ამ თანამშრომლობით ორივე მხარე კმაყოფილია, – ასეთია „არმანის“ სახლის განცხადება.

სხვათა შორის, ბექჰემმა სამი წლის წინ „არმანის“ სახლთან ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, საერთო ჯამში, 10 მილიონ დოლარს მიიღებს. „არმანისთან“ გააფორმა კონტრაქტი დევიდის ცოლმა ვიქტორიამაც და, როგორც წესი, ამ სახლის სარეკლამო სახეები მხოლოდ შავ-თეთრ სარეკლამო სურათებს იღებენ.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემპიონი იტალია გახდა, საუკეთესო ფეხბურთელად კი აპენინელთა ნაკრების კაპიტანი ფაბიო კანავარო დაასახელეს. კანავარომ ტიტული შეიფერა და... მანაც გაიხადა. იტალიის ნაკრების კაპიტანი მაშინ მსუბუქად გააკრიტიკეს, მაგრამ ფაბიომ გამოსავალი მალევე იპოვა: თითქმის ნახევარ ნაკრებს გახადა, შემოსავალი კი საქველმოქმედო საქმიანობას მოახმარა. სამაგიეროდ, პრესა ამით არ დაკმაყოფილდა და არატრადიციული ორიენტაციის მქონე მამაკაცებში გამოკითხვა მოაწყო, თუ ვინ მიაჩნდათ ყველაზე სექსუალურ და სასურველ ფეხბურთელად. ამ გამოკითხვაში მაშინ ბექჰემმა გაიმარჯვა, მაგრამ, ბოლო ორი წელია, „ვაჟკაცებს“ რონალდუ მოსწონთ და, ამ ფოტოების შემდეგ, სავარაუდოდ, პორტუგალიელის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება.

იტალიის ნაკრების ფორვარდმა, ლუკა ტონიმ, მაშინ კანავაროს დასცინა, მაგრამ, როგორც კი ასეთი რამ თავად დასჭირდა, არც კი დაფიქრებულა, ისე გაიხადა, თუმცა, ფარად საცოლე, მარტა ჩეკეტო აიფარა. მარტა ცნობილი მოდელია და გახდა არ უკვირს, აი, დედიშობილა ტონის კი, საჯაროდ, ალბათ, პირველად გადაეფარა და ამის სანაცვლოდ წყვილმა მილიონიც მიიღო.

მაგრამ, რაც 2004 წელს სლოვაკეთის მეორე ლიგის „ნიტრას“ ფეხბურთელებმა გააკეთეს, არავითარ ლოგიკაში არ ჯდება. მათ ქვეყნის პირველი დივიზიონი მოიგეს და ახალი სეზონისთვის მზადება კლუბის ფოტოსურათის გამოშვებით დაიწყეს. ფოტოზე აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი იყო აღბეჭდილი და... ისინი სრულიად შიშვლები იყვნენ. ამ ამბავს სლოვაკეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ფეხბურთის ჭეშმარიტმა გულშემატკივრებმა ეს ფაქტი დაგმეს, მაგრამ, „ნიტრას“ ხელმძღვანელობამ წონიანი არგუმენტი დაასახელა: ჩვენი გუნდის მატჩებზე სუსტი სქესის წარმომადგენელთა ნაკლებობა შეინიშნება და გვინდა, ამ გზით მოვიზიდოთო. გაამართლა თუ არა ამ ნაბიჯმა, ვერ გეტყვით, მაგრამ, ფაქტია, რომ „ნიტრა“ დღემდე უმაღლესში თამაშობს, თუმცა, სეზონის წინ გახდა, საბედნიეროდ, ტრადიციად არ დამკვიდრებულა.

გახდაზე შეთავაზება ჰქონდა მადრიდის „რეალის“ კიდევ ერთ ვარსკვლავს, რონალდუს თანაგუნდელს, რიკარდო კაკას, მაგრამ ბრაზილიელმა თავი შორს დაიჭირა – აქაოდა, მორწმუნე ვარ და ჩემი სარწმუნოება ასეთ რამეებს მიკრძალავსო. კაკას ისიც წამოაძახეს, ცოლის მოყვანამდე სხვა ქალთან ურთიერთობა არ ჰქონდაო და ზედმეტად ეკლესიურად მონათლეს, მაგრამ ის პოპულარობას მაინც არ უჩივის და შემოსავლების უდიდეს ნაწილს ეკლესიების მშენებლობას ახმარს. ამასთან, კაკა მუდმივად ატარებს „მაისურს, რომელზეც აწერია: „იესო ჩემთანაა“ – და, ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა აქვს, წარწერას ყველას აჩვენებს.

როცა ფული შემოაკლდა, ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, პოლ გასკოინიმ ჟურნალებს თავად შესთავაზა გავშიშვლდები და მილიონი გადამიხადეთო. მას უარი უთხრეს, რადგან გალოთებული ვარსკვლავის შიშველი ფოტოების დაბეჭდვა არავის აწყობდა. საბოლოოდ, გასკოინიმ მაზანდა ათი ათასამდე დასწია და, როცა კვლავ უარი მიიღო, ერთ-ერთ ბარში გაილეშა, ტანისამოსი იქ შემოიძარცვა და ბოლო ხმაზე ყვიროდა: აჰა, მიყურეთ და ფულიც არ მინდაო.

გახდა არც ინგლისისთვის არის უცხო. ბრიტანელთა ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანმა, ჯონ ტერიმ, სულ რაღაც 200 ათას ფუნტად გაიხადა. ეს კი მისთვის ძალიან ცოტაა, რადგან ამაზე მეტს ორ კვირაში ხელფასის სახით იღებს. გაიხადა უეინ რუნიმაც, რომელიც „მანჩესტერში“ კვირაში 100 ათასს იჯიბავს, თუმცა, გაშიშვლებას ზუსტად ამ ერთი კვირის ხელფასის სანაცვლოდ დასთანხმდა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ცნობილი გაშიშვლება ძმებმა კლიჩკოებმა მოაწყვეს. მსოფლიოს ჩემპიონმა მოკრივეებმა ყველასთვის მოულოდნელად გაიხადეს და, ერთი შეხედვით მოკრძალებული ფოტოსესია გამოუვიდათ, მაგრამ, მხოლოდ ერთი შეხედვით. სურათებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, თუმცა, კლიჩკოების გაბარიტებიდან და სპორტის სახეობიდან გამომდინარე, მათი კრიტიკა ხმამაღლა ვერავინ გაბედა. სამაგიეროდ, როცა ვლადიმირ კლიჩკო კიევის მერობაზე იყრიდა კენჭს, მისმა მოწინააღმდეგეებმა კიევის ქუჩებში სწორედ ეს ფოტოები გამოფინეს. ვერ გეტყვით, უკრაინელებზე ამან იმოქმედა თუ სხვა რამემ, მაგრამ, ფაქტია – კლიჩკო დამარცხდა და გამარჯვებაში ვერც რინგზე ნაშოვნი მილიონების დახარჯვამ უშველა.

კლიჩკოებამდე კი, იტალიაში თამაშისას, კიდევ ერთმა უკრაინელმა გაიხადა – ანდრეი შევჩენკომ ტანისამოსი საკუთარ ცოლთან, მოდელ კრისტენ პაზიკთან ერთად შემოიძარცვა, მაგრამ, პაზიკისთვის მთლიანად გაშიშვლება პრობლემა არ არის, შევამ კი „არმანის“ საცვალი დაიტოვა.

– სილამაზე არა მარტო ქალის შიშველ სხეულშია, არამედ მამაკაცისაშიც. თუ კარგად დააკვირდებით, ამას იოლად შეამჩნევთ, – ეს „არმანის“ სახლის კიდევ ერთი განცხადებაა და, მათი კომპეტენტურობის მიუხედავად, ამ მოსაზრებას ვერანაირად ვერ გავიზიარებთ.


скачать dle 11.3