მარადონას საყურე 25 ათასად გაიყიდა
დიეგო მარადონას იტალიაში ბოლო ვიზიტი სკანდალით დასრულდა. რამდენიმე თვის წინ არგენტინის ეროვნული ნაკრების თავკაცი აპენინებზე იმყოფებოდა და, რადგანაც მას ამ ქვეყნის საგადასახადო სამსახურების ვალი აქვს, არგენტინელ ლეგენდას ბრილიანტის საყურეები შეხსნეს. ჰოდა, იტალიის ქალაქ ბოლზანოში აუქციონი გაიმართა, სადაც დიეგოს საყურეც გაიტანეს.
– საყურის ფასი სიმბოლური – 1 ევრო იყო, მაგრამ საბოლოოდ მასში 25 ათასი ევრო გადაიხადეს. ეს ფული იტალიის ბიუჯეტში წავა, – განაცხადეს აუქციონის ორგანიზატორებმა.