კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნუ დაიტანჯავთ თავს უძილობით


უძილობის დროს ფიტოთერაპიული საშუალებები გაცილებით ეფექტურია, ვიდრე აბები. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ზოგიერთი მცენარის ნაყენის უკონტროლო გამოყენება ყოვლად დაუშვებელია. მაგალითად, კატაბალახას, ანუ ვალერიანის ხანგრძლივად მიღება ნერვებს კი არ ამშვიდებს, არამედ პირიქით, აღიზიანებს. ასევე, არ არის რეკომენდებული კრაზანას ნაყენის დიდხანს სმა, რადგან კომპონენტები, რომლებსაც ის შეიცავს, გარკვეული დროის განმავლობაში გროვდება ორგანიზმში და დისკომფორტს უქმნის ადამიანს.

უძილობის და ნერვული დაძაბულობის დროს კარგია შემდეგი ნაყენების მიღება:

* ორ ჩაის კოვზ სვიას დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ საღამოს, ძილის წინ.

* 50 გრამ კამის თესლს დაასხით ნახევარი ლიტრი შავი ღვინო, გააჩერეთ ორი საათით და მიიღეთ ორი სუფრის კოვზი ნაყენი ძილის წინ.

* ორ სუფრის კოვზ კუნელს დაასხით ორი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ სამი საათით. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში ორჯერ.

სასწაულებრივი თვისებები აქვს არა მარტო სტაფილოს, არამედ მის ფოჩებსაც. თუ რამდენიმე სტაფილოს ფოჩს დაიდებთ კეფაზე და ფეხის ტერფებზე, უძილობა აღარ შეგაწუხებთ.

პროსტატიტის დროს სტაფილოს დასრესილი ფოჩისგან საღამოობით უნდა გაიკეთოთ კომპრესები. ის უნდა მიიდოთ პატარა მუცელსა და შორისზე.

ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს ფეხებზე შემოიხვიეთ სტაფილოს ფოჩი და კარგად შეიხვიეთ.


скачать dle 11.3