კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საუზმის დროს ერთი გრეიპფრუტი მიირთვით


გრეიპფრუტი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ამიტომ მას ხშირად იყენებენ სამკურნალოდ. მასში შემავალი გლიკოზიდები და ვიტამინები ხელს უწყობს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას და დაბლა სწევს არტერიულ წნევას.

გრეიპფრუტის ერთი ნაყოფი სავსებით აკმაყოფილებს ადამიანის ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნას C ვიტამინზე. მის ნაყოფში არსებული ბიოფლავონოიდების მაღალი შემცველობა უზრუნველყოფს სისხლძარღვების ელასტიკურობას, ამაგრებს წვრილ კაპილარებს, აფერხებს სისხლჩაქცევების რისკს. ის აუმჯობესებს ადამიანში თვითშეგრძნებას, ამიტომ გირჩევთ, ეს ხილი საუზმის დროს მიირთვათ. ასევე, გრეიპფრუტი აუმჯობესებს მეხსიერებას და ყურადღების კონცენტრაციას უწყობს ხელს.

გრეიპფრუტის ნაყოფი და მისი ახალგამოწურული წვენი კარგი მატონიზებელი საშუალებაა, განსაკუთრებით გადაღლილობის და ავიტამინოზის დროს, ასევე, კარგია მისი ჭამა ავადმყოფის რეაბილიტაციის პერიოდში.

ამ ხილის კურკებსაც სამკურნალო ძალა აქვს. კერძოდ, კანზე გამონაყარის დროს შეიზილეთ დაზიანებულ ადგილას გრეიპფრუტის კურკების ექსტრაქტი, ხუთი წუთის შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ და შეიმშრალეთ.

ეს ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს ნარინგინს, ანუ სპეციალურ ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს საკვების მონელების პროცესს, ააქტიურებს ღვიძლის მოქმედებას, აჩქარებს ზედმეტი ცხიმების წვას.

არ არის რეკომენდებული გრეიპფრუტის წვენთან ერთად წამლების მიღება. ნაწლავებზე მისი მასტიმულირებელი მოქმედების შედეგად, მიღებულ წამალზე ადამიანის ორგანიზმის რეაქცია საგრძნობლად იცვლება.


скачать dle 11.3