კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საშიში ცხვირით სუნთქვის გაძნელება


ბევრ ადამიანს უჭირს ცხვირით სუნთქვა და ვერ გაურკვევია, რა არის ეს – ჩვეულებრივი გაციება თუ ქრონიკული სურდო.

რინიტი, ანუ ქრონიკული სურდო სულაც არ არის სეზონური დაავადება, უბრალოდ, ამინდის ცვალებადობის დროს უფრო ადვილად მწვავდება.

თუ წლიდან წლამდე თან გდევთ სურდო, იცოდეთ, რომ ამას სასწრაფოდ უნდა მიხედოთ, რადგან ლორწოვანი გარსის ხანგრძლივად შეშუპებამ შესაძლოა, სხვა დაავადების, კერძოდ, ჰაიმორიტის, ფრონტიტის, ბრონქებისა და ფილტვების, ასევე, გულის დაავადებები გამოიწვიოს. ის ასევე წარმოადგენს ხვრინვის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზს. ქრონიკული რინიტი ემორჩილება მკურნალობას. ამ დროს სწორი მკურნალობის მეთოდის შერჩევა აუცილებელია. ამისთვის კი უნდა დადგინდეს, რომელი სურდო გაქვთ.

მწვავე სურდომ, წესით, დაახლოებით, რვა დღეში უნდა გაიაროს. დაავადების სამკურნალოდ ცხვირში უნდა ჩაიწვეთოთ სისხლძარღვთა შემავიწროვებელი წვეთები. ეს ცხვირს საშუალებას მისცემს ნორმალურად ისუნთქოს და დაგიცვათ გართულებებისგან, მაგალითად, ჰაიმორიტისა და ოტიტისგან. თუ უკეთესად ვერ იგრძნობთ თავს, მაშინ ქრონიკული სურდო გაქვთ.

ქრონიკული სურდო, ანუ რინიტი სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს.

ჰიპერტროფიულ ფორმას საფუძვლად უდევს ლორწოვანი გარსის პათოლოგიური ზრდა, ცხვირის ნიჟარების გადიდება. ამ დროს რეკომენდებულია ქირურგიული მკურნალობა, რადგან რინიტის ეს ფორმა ყველაზე მდგრადია და ძნელად ემორჩილება მკურნალობას.

ალერგიული რინიტის დროს უნდა დადგინდეს, რაზე აქვს ავადმყოფ ადამიანს ალერგია. თუ სუფთა ჰაერზე უკეთ სუნთქავთ, ვიდრე შენობაში, ასევე, ალკოჰოლის გამოყენებისას ცხვირით სუნთქვა გიჭირთ, სავარაუდოა, რომ თქვენ რინიტის ნეიროვეგეტატიური ფორმა გაქვთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სისხლძარღვები რეაგირებს ნებისმიერ გარეშე და შიდა გაღიზიანებაზე. ამ ფორმის რინიტს ორგანიზმის ნერვულ-სისხლძარღვოვანი დარღვევები და ჰორმონული ძვრები იწვევს. მკურნალობა შეიძლება იყოს თერაპიული და ქირურგიულიც. საჭიროა, ერთდროული ზემოქმედება ნერვულ, სისხლძარღვოვან და ენდოკრინულ სისტემებზე.

ასე რომ, დროულად გაარკვიეთ, რომელმა სურდომ შემოგიტიათ და დროზე უშველეთ საკუთარ ჯანმრთელობას, სანამ საქმე გართულდება.


скачать dle 11.3