კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს


კითხვა: სახლში გვაქვს გარდაცვლილი ნათესავების გადიდებული სურათები, რომლებიც ჩემში უსიამოვნო განცდას და შიშს იწვევს. რა მოვუხერხო მათ?

პასუხი: შეგიძლიათ, ისინი სადმე, მოფარებულ ადგილზე შეინახოთ ფაქიზად. რაც შეეხება ამ სურათებისგან მოგვრილ შიშს, ეს უსაფუძვლოა, მათ არავითარი უარყოფითი გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ.

კითხვა: როგორ გადავეჩვიო წყენის გულში ჩადებას? გულში ჩარჩენილი ეს გრძნობა დიდ ტრავმას მაყენებს.

პასუხი: უფალს არ უყვარს ქედმაღალი, მრისხანე გულისა და ბოროტი მეხსიერების ადამიანები. ბევრი ქრისტიანული სათნოებითაც რომ იყოს ადამიანი შემკული და ბოროტი მეხსიერება ჰქონდეს, მისგან ქმნილი ყოველი საქმე ამაო და უნაყოფოა. ამიტომ, ამოიკვეთეთ გულიდან წყრომა და ყველასთან მშვიდობა დაამყარეთ.

კითხვა: როდის არ სრულდება ეკლესიაში მუხლმოდრეკა?

პასუხი: მუხლმოდრეკა ეკლესიაში არ სრულდება კვირაობით, სულიწმიდის ლოცვის მოწვევის დროს და დღესასწაულებზე, ხოლო ჯვართამაღლებას და ჯვრის თაყვანისცემის კვირას სრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იგალობება ჯვრის თაყვანისცემის საგალობელი. კვირაობით და დღესასწაულებზე მუხლმოდრეკა შეიძლება მხოლოდ სიწმიდეთა წინაშე.

კითხვა: ბანაობის დროს ჯვარი უნდა მოვიხსნათ?

პასუხი: ჯვარი არასდროს არ უნდა მოიხსნათ, ის ყოველთვის უნდა ატაროთ, რადგან განსაცდელისგან ადამიანი არასდროს არის დაზღვეული, ჯვარი კი ნებისმიერ სიტუაციაში გიცავთ ბოროტებისგან.

კითხვა: როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან სიზმარი და გამოცხადება?

პასუხი: ჩვეულებრივი მოკვდავისთვის სიზმრისა და გამოცხადების გარჩევა ძალზე ძნელია, ამიტომ წმიდა მამები გვირჩევენ, სიზმრებს დიდი სიფრთხილით მოვეკიდოთ, რადგან შესაძლოა, ადამიანს უწმინდური ძალა ანგელოზის სახითაც წარმოუდგეს სიზმარში. აჯობებს, თუ სიზმარს დიდ ყურადღებას არ მიაქცევთ. განსაკუთრებულ შემთხვევაში კი მოძღვარს დაელაპარაკეთ.


скачать dle 11.3