კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წუთისოფლის ამაოების შესახებ


ჭინკა – საჭეზე

სულიერ შვილებს, რომლებსაც ავტომობილები ჰყავდათ, მამა ეპიფანე ურჩევდა:

– ნუ ივლით დიდი სიჩქარით! მამა პორფირი (ცნობილი ბერი და მწყემსი ეკლესიისა) ამბობს, რომ, როდესაც მძღოლი გიჟური სიჩქარით მიჰქრის, მის საჭეზე ეშმაკი ჯდება!

– გერონდა, – ჰკითხეს ეპიფანეს, – როდესაც ავტომობილი საკმაოდ ჩქარა მიდის, მაშინ რა ხდება?

– მაშინ საჭეზე ჭინკა ჩამოჯდება ხოლმე!

– ყოველთვის, როდესაც თესალონიკში მივემგზავრები, ყველა მანქანა მისწრებს, თავად მე კი მხოლოდ ფერმერთა ავტომობილებს თუ გადავუსწრებ ხოლმე. სულ ასე ხომ არ ვივლი?!

– შვილო ჩემო, ასე რომ დადიხარ, იმიტომ ბრუნდები უვნებლად, – მიუგო მამა ეპიფანემ, მერე თანამოსაუბრეზე მიუთითა და განაგრძო:

– აი, ის კი ჩქარობდა და ამიტომაც მოხდა, რომ უგონოდ მყოფი მიიყვანეს საავადმყოფოში და მთელი თავი ძაფებით დაუბლანდეს!

ნუ იამაყებთ!

მამა ეპიფანეს მაინცდამაინც არ აღაფრთოვანებდა საერო ცხოვრებაში ის დიდი წარმატებები, რასაც მის სულიერ შვილთაგან ზოგიერთი აღწევდა. ის, უბრალოდ, გაიღიმებდა, გამოხატავდა თავის სიხარულს და, იმავდროულად, მათ ამ მიღწევათა ამაოებაზე მიუთითებდა. „ყოველივე ადამიანური ამაოებაა...“ – ყველას გასაგონად წაიმღერა მაშინაც კი, როდესაც მოხდა არაჩვეულებრივი რამ – უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობაზე დანიშნეს მისი სულიერი შვილი, რომელსაც 30 წელი არ შესრულებოდა.

***

ბერის ერთ-ერთი სულიერი შვილი, ექიმი, სრულიად საბერძნეთის კონფერენციაზე გამგზავრების წინ, სადაც მას პრემია უნდა მიეღო მეცნიერული კვლევებისთვის, მამა ეპიფანესთან მივიდა. ამ უკანასკნელმა მიულოცა და შემდეგ დაამატა:

– ოღონდ, ნუ დაგავიწყდება, შვილო ჩემო, ყველაფრის დასასრული სიკვდილია!

„შიშითა ღმრთისაითა...“

ერთმა მღვდელმონაზონმა, ბერის სულიერმა შვილმა, განიცდიდა რა, რომ ადამიანები ხშირად მოუმზადებელნი მიეახლებიან ხოლმე საღვთო ზიარებას, შეშფოთებით ჰკითხა მოძღვარს, როგორ აღდგომოდა ამას წინ.

– რა უნდა გავაკეთოთ, შვილო ჩემო?! – მიუგო მამა ეპიფანემ, – მივუთითებთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ყოველივეს განვუმარტავთ დაწვრილებით, ყოველ საღვთო ლიტურგიაზე ხმამაღლა წარმოვთქვამთ: „შიშითა ღმრთისათა... მოვედით“. დანარჩენი თავად იფიქრონ, ჩვენ მსაჯულნი ვერ გავხდებით. პავლე მოციქულიც ხომ ხაზგასმით ბრძანებს: ყოველი „დასასჯელად თავისა თვისისა ჭამს და სუამს“ (I კორ. 11.29) და ეს არ მოეკითხება მღვდელს. შემდეგ იგი განაგრძობს: „ამისთვის მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ და წვანან მრავალნი“ (I კორ. 11,30). ანუ სნეულდებიან და იხოცებიან ის მორწმუნენი, რომლებიც უღირსად იღებენ ზიარებას და არა მღვდლები, რომლებიც არ არიან გულთამხილველნი და ასეთებს საღვთო ზიარების ნებას რთავენ.


скачать dle 11.3