კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით დაამსგავსა ექიმმა ინგა ნიჟარაძემ სახლი რომაელი მეფეების სასახლეს და რა ნივთი მოხვდა მის სახლში დუბაიდან „აფერული მასკიროვკით“


ექიმი ინგა ნიჟარაძე, რომელიც თბილისში უნიკალური მალამოებით არის ცნობილი, საბურთალოზე, 150 კვადრატული ფართის, ძალიან კომფორტულ ბინაში ცხოვრობს: სამი საძინებელი, კაბინეტი, სასტუმრო ოთახი და აბაზანები ერთმანეთისგან ისეა იზოლირებული, რომ საცხოვრებლად ძალიან მყუდრო და პრაქტიკულია. ოთახებში დიასახლისის საყვარელი ფერები – მწვანე, ოქროსფერი და წითელი ჭარბობს. სასტუმრო ოთახი ერთდროულად ძველ და თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი. რომაული თაღები, ბარი „სტოიკით“ და თანამედროვე აქსესუარები მას ძალიან მდიდრულ იერს აძლევს.

ინგა ნიჟარაძე: ეს სახლი 1995 წელს შევიძინე. რუსეთიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი და მინდოდა, თბილი ბუდე მომეწყო ჩემი შვილებისთვის. ორი ბინა გავაერთიანე, რის შედეგადაც საკმაოდ დიდი ფართობი გამოვიდა. ჩემს ბინას ორი შესასვლელი აქვს: ერთი ახლობლებისთვის და მეგობრებისთვის, მეორე კი – პაციენტებისთვის. ამ ბინის არქიტექტორი და დიზაინერი თავად მე ვიყავი. ძალიან მინდოდა დიდი ჰოლი და დიდი აბაზანა. ამიტომ ბინა ისე დავგეგმე, რომ ორივე სურვილი ავისრულე. გვაქვს სამი საძინებელი, ორი აბაზანა, სასტუმრო ოთახი, კაბინეტი. მაქვს როგორც ცალკე სამზარეულო, ასევე სასადილო, რომელიც სასტუმრო ოთახისგან ბარით არის გამოყოფილი. ბინის ასეთი მოწყობა ძალიან მოსახერხებელია, თუ მოვინდომებ, ერთი კედლის ამოშენებით, შეიძლება, ორი დამოუკიდებელი ბინა მივიღო. თითქმის ყველა ოთახს აქვს აივანი, რაც, ჩემი აზრით, კარგი ბინისთვის აუცილებელია. აივანს ძალიან ბევრი დანიშნულება აქვს – იქ ვინახავ უამრავ ისეთ ნივთსაც კი, რომელსაც აღარ ვიყენებ, მაგრამ, ვერც ველევი. ერთ-ერთი აივანი ერთგვარი სამალავიც კი არის, რომ სტუმარმა სახლში ზედმეტი ნივთები არ შენიშნოს (იცინის).

– ბინის დიზაინერი მე თავად ვიყავიო, ბრძანეთ. გქონდათ ამისი გამოცდილება?

– გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ ამ ბინის რემონტში ისე დავოსტატდი, დიდი სიამოვნებით გავარემონტებდი სხვა სახლებსაც (იცინის). ერთი წელი ვარემონტებდი სახლს, ლამის ქაფჩაც კი მეჭირა ხელში, ექსპერიმენტებიც საკმაოდ უხვად ჩავატარე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ, ძალიან მომინდა, სასტუმრო ოთახი ძველი ქართული ორნამენტებით გამეფორმებინა. მოვიმარაგე უამრავი წიგნი, დავჯექი და ეს ორნამენტები კარგად შევისწავლე. ასეთივე ორნამენტებით გავაფორმე კარადაც. სულ წიგნებით დავდევდი ხელოსნებს, რომ რამე არ შეშლოდათ. ჭერი, თაღები და კედლები გავაკეთე ძველი რომაული სტილით, რომელიც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ფარდებიც კი ამ სტილს შევუხამე. მაქვს საკმაოდ ძვირად ღირებული სამეული, რომელიც „ბელუქსში“ შევიძინე. თავიდან ეს სამეული ტყავის იყო, მაგრამ მერე ტყავი მოვხსენი და ფარდების შესაფერისი გადასაკრავები გავუკეთე. ჩემი მეგობარი ხუმრობს ხოლმე, შენთან რომ ვარ, თავი რომაელი მეფეების სასახლეში მგონიაო (იცინის). ახლობლებთან ვნახე ასეთი რემონტი და ძალიან მომეწონა – ორნამენტები, რომელიც ერთი შეხედვით, ვინმეს, შეიძლება, შპალერი ეგონოს, შპალერი ნამდვილად არ არის, კედლები ხელით არის მოხატული ბრჭყვიალა ლაკის გამოყენებით და, როცა სახლში მზის სხივი შემოდის, კედლები ძალიან ლამაზად ანათებს.

– ძალიან ლამაზი და ორიგინალურია თქვენი ბუხარი.

– ამ ბუხართან დაკავშირებითაც საკმაოდ გავაწვალე ხელოსნები, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ისეთი დიზაინით გავაკეთე, როგორიც მინდოდა რომ ყოფილიყო. დიდხანს ვეძებდი ასეთ მწვანე ქვას, რომელიც ძალიან მდიდრული მგონია და ძალიან მამშვიდებს. ტელევიზორიც ბუხართან ახლოს დავკიდე, ეს ტელევიზორი მე თვითონ ჩამოვიტანე დუბაიდან, ბარგში არ ეტეოდა და კინაღამ დამატოვებინეს. კონტრაბანდაში რომ არ ჩამთვლოდა, უამრავი საბუთი შევავსე, ბოლოს პატარა აფერაც კი დაგვჭირდა, რის შედეგადაც ტელევიზორის წონა ორი კილოგრამით „შეამცირეს“ (იცინის). ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ყველა ქვეყნიდან ჩამომაქვს იმ ქვეყნისთვის დამახასიათებელი ნივთები და აქსესუარები, რის გამოც ამ სახლს მეგობრები „მსოფლიო მუზეუმს“ უწოდებენ. მე ძალიან მიყვარს ჩემი ბინა, თითოეულ დეტალში ჩემი ხასიათი ჩანს. ამ ბინით ყველანაირად კმაყოფილი ვარ, ერთადერთი, მინდა, რომ ზუსტად ეს ბინა საკუთარ ეზოში იდგეს. ძალიან მჭირდება ბორბლები – ბინისთვის ბორბლების გაკეთება რომ შეიძლებოდეს, ამ სურვილს აუცილებლად ავისრულებდი (იცინის).


скачать dle 11.3