კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ამარაგებს ონისე ონიანის შვილი ბრილიანტებით და რატომ გაუკეთეს მას დეპორტი


მსახიობ ონისე ონიანის უმცროსი შვილი, ტასო, 7 წლის არის, თუმცა, თავის ასაკთან შედარებით ძალიან ყოჩაღი და აქტიური გოგოა. გარდა იმისა, რომ ტასო „სკლირტ“ ბიჭებს სერიოზულ ტერორს უწყობს, ვერც იმათ ეგუება, ვინც სხვებს ჩაგრავს. მსახიობობაზე მეოცნებე ლამაზი ტასო გიჟდება თეატრზე, სცენაზე, კულისებზე. მართალია, მაშინ, როცა მამამისს მოხუცების როლის შესრულება უწევს, რეჟისორებზე გული მოსდის, მაგრამ თეატრალებთან მაინც ძალიან მეგობრობს – ცნობილი რეჟისორები და მსახიობები ხშირად ხდებიან ტასოს მაყურებლები და ტაშითაც ანებივრებენ მას.


– მე ვარ ტასო ონიანი, ვსწავლობ 55-ე სკოლაში. მეორე კლასში ვარ. ჩემი სკოლა შორსაა, მაგრამ ვაკეში სიარული არ მეზარება. 18-ს გავყვები ხოლმე და ეგრევე იქა ვარ. ჯერ მამა მომყვება სკოლაში, მაგრამ, დიდი რომ გავიზრდები, მერე მარტო ვივლი.

– მოგწონს სკოლა?

– არააა!.. ჩვენს სკოლაში საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან „ჟუვაჩკები“ ყრია, სიგარეტსაც ეწევიან. ერთხელ ერთმა ბავშვმა მკითხა: სიგარეტი არა გაქვსო? ისე გავბრაზდი, ჩემზე დიდი იყო და მაინც ლამის მოვკალი. როგორ შეიძლება, რომ ბავშვი სიგარეტს ეწეოდეს? მე სვანი ვარ და იმიტომაც ვარ მაგარი, ბიჭებსაც კი მაგრად ვუსწორდები. ერთი ბიჭია ჩვენს კლასში, თავიდანვე მოინდომა, რომ დავებრიყვებინე, მაგრამ მაგის უფლება არ მივეცი, მერე ერთ პატარა ბიჭს, „სკლირტს“, აჯანყებდა ჩემ წინააღმდეგ, უნდოდათ ყველაფერი ჩემთვის დაებრალებინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ, ორივეს ერთად მივცხებ ხოლმე. „წკლირტზე“ უფრო მაგარი გადამტერებული ვარ. ბიჭებთან მეგობრობა არ გამომდის, არააა!.. მე ვმეგობრობ გოგოებთან, დაბადების დღეებზეც დავდივარ ხოლმე, იმიტომ, რომ ტორტი მიყვარს. მე გოგოებივით პრანჭიაობა არ მომწონს, თოჯინებით საერთოდ არ ვთამაშობ, თოფები მიყვარს და თოფებს ვაგროვებ.

– თოფები რად გინდა?

– სვანი ვარ და... სვანები რამეს რომ დაიჯინებენ, იმას ასრულებენ ხოლმე, იმიტომაც არიან მაგრები. მე და ჩემი მეგობარი ნინი, ვინც ყველაზე ერთგული მეგობარია ჩემი და მე ბიჭებთან ჩხუბშიც მეხმარება, რამე რომ გაგვიჭირდება, სულ ერთად ვართ, ერთმანეთს საიდუმლოებებსაც ვუმხელთ. მაგალითად, იმას, ბუფეტში რა უნდა შევჭამოთ. ფული მეც მაქვს ხოლმე და ნინისაც, მაგრამ იმას ჩემზე მეტი ფული აქვს, იმიტომ რომ, იმისი მამა ბიზნესმენია და მამაჩემზე მდიდარია.

– არ გინდა, რომ მამაც ბიზნესმენი იყოს?

– არააა! მსახიობის შვილი რომ ხარ უფრო მაგარია. ნინის მამას არავინ არ იცნობს, მამაჩემს იცნობენ, ქუჩაში რომ მივდივართ, ყველა მაგას უყურებს.

– ტასო, სკოლაში კარგად სწავლობ?

– ყველაზე მეტად მომწონს მათემატიკა, მაღალზე მიჭირს რიცხვები, მავიწყდება, რამდენი ნოლი უნდა დავუწერო. ძალიან მიყვარს რუსული და ინგლისური. რუსულს მასწავლის მამაჩემის მეგობარი, მანანა კაზაკოვა. თავის სახლში მასწავლის რუსულს, თეატრთან ახლოს ცხოვრობს და იმიტომ მივდივარ ხოლმე მასთან. რუსული კარგად ვიცი, მაგრამ ჩიტების სახელები ვერ გავიგე – ბატი, კვატი და ფარშევანგი ამერია და ყველას „ლებედს“ ვეძახი.

– მანანა მასწავლებლის ქმარს იცნობ?

– რეჟისორ ჭოლას? კი, კარგად ვიცნობ. ერთხელ თავის სოფელში მასწავლიდა ხეზე ასვლას. ბეთანიაში, ეზოში, დიდი მუხის ხე აქვს. ჭოლამ მითხრა, ხეზე ასვლა უნდა გასწავლოო. მიაყუდა კიბე და თვითონ ავიდა, მერე მე და ნიკოლოზაც ავედით. მაღლა დაგვტოვა ჩვენ, მე ვუთხარი: ერთი კარაქი და პურიც მომიტანე-მეთქი, იმიტომ რომ, თვითონ მითხრა, პატარა რომ ვიყავი და ხეზე ავდიოდი, ბებია კარაქსა და პურს მაჭმევდაო. ჭოლა ჩვენს სახლშიც მოდის ხოლმე. ერთხელ კვერცხი შევუწვი, ძალიან მოეწონა ბატონ ჭოლას ჩემი კვერცხი. ეზოში იქეიფეს და არაყი დალიეს, მსახიობებს ეგეთი სტილი აქვთ – არაყს სვამენ, დედას მეგობრებივით ყავას კი არ სვამენ. მე მამიკოს და დედას მეგობრები ძალიან მიყვარს; ჭოლა, ქეთი ცხაკაია, ისინი ყველაზე ხშირად მოდიან ჩვენთან, კიდევ ერთი მსახიობი მოდის ზურიკო ბერიკაშვილი ხომ იცით, გივის შვილი, ეგ ჩემი დის ნათლიაა. წვერში მეც დავდივარ ხოლმე აგარაკებზე. სოფელი ძალიან მიყვარს, რაჭაში დავდივარ ხოლმე, იქ მდინარეზე ვბანაობთ და ერთხელ ლამის წყალმა წამიღო. წვერშიც მივდივარ ხოლმე, როცა მსახიობი ვიქნები, გასტროლებზე წავალ ხოლმე რაჭაში და იქ მაგარ სპექტაკლებს ჩავატარებ.

– ტასო, სვანეთში ნამყოფი ხარ?

– არა, მე ქუთაისში ვარ ნამყოფი. სვანეთში მამაჩემი მიდის ხოლმე, როცა გადაღებები აქვს, მე არც ერთხელ არ წამიყვანა თან. ერთხელ ავყვირდი, თუ სვანი ვარ, სულ თბილისში რა მინდა, ერთხელ მაინც წამიყვანეთ-მეთქი სვანეთში. იქ ძალიან ლამაზი კოშკები აქვთ, თან შიგნით ცხოვრობენ, თან თოფებს ინახავენ, რომ მტერს შეუტიონ. კინოებში მინახავს, რომ სვანს, შეიძლება, იგივე სვანი შემოემტეროს, ეს წესი არაა, მაგრამ ხდება. ისე, სვანურ წესებს თბილისური წესები, სჯობიაო, გამიგია. თუ მამა სვანეთში არ წამიყვანს, ჩემს ეზოში ავაშენებ სვანურ კოშკს.

– ტასო, მამა მკაცრია?

– არა, სულაც არაა მკაცრი, სულ მივლის, მაცმევს, მაბანავებს, მაჭმევს. საჭმლის გაკეთება იცის მაგრად. მე და მამა იმიტომაც ვგავართ ერთმანეთს, საქმის გაკეთება მეც ვიცი – ბებიაჩემს ვეხმარები ხოლმე, მაგრამ შვილებს ვერ მოვუვლი, ამიტომ არც ქმარი მინდა და არც ცოლი მინდა, რომ ვიყო. რობოტ შვილებს ავიყვან და გავზრდი...

– როცა გაიზრდები, შენ ვინ უნდა გამოხვიდე?

– მსახიობი, ეს უკვე გადაწყვეტილია. მე ადრე დავდიოდი მაკა მახარაძესთან ბალეტზე, მამამ შემიყვანა იქ. მე მაინცდამაინც არ მინდოდა, მაგრამ, ვფიქრობდი, რომ ბალერინობა მსახიობობას გამოადგება ხოლმე, იქ ვერაფერს ვერ ვაკეთებდი და ამიტომაც ბალეტი არ მომეწონა, სულ ფეხის თითები მტკიოდა. მე ისეც გავხდები მაგარი მსახიობი, ბალეტზეც რომ არ ვიარო. ინსტიტუტში ჩავაბარებ, ვისწავლი და მერე გავხდები ნამდვილი მსახიობი. მსახიობობა ძალიან მაგარია: როცა გინდა დაბერდები, როცა გინდა – გაახალგაზრდავდები, ჯადოქრობასავით ხდება.

– თეატრში ხშირად დადიხარ?

– კი, კულისებშიც ვყოფილვარ. ზოგი სპექტაკლი ჩემხელა ბავშვებისთვის არაა და არ მივდივარ. აი, ისეთი სპექტაკლები, სადაც ქალები და კაცები კოცნაობენ... (იცინის). ერთხელ მამამ და დედამ „დათვზე“ წამიყვანეს, იქ მამაჩემს თოფს ესროდნენ, ძალიან ბევრი ვიტირე, მეგონა, რომ მამიკო მომიკლეს. იმდენი ვიტირე, ლამის სპექტაკლი ჩაიშალა, ძლივს გამაჩერა დედამ. ჭოლა ძალიან კი მიყვარს, მაგრამ თოფი რომ შეშლოდა მსახიობს და ნამდვილი თოფი ჰქონოდა შემთხვევით, ბატონ ჭოლას მოვკლავდი. იმ სპექტაკლში მამა ძალიან ბებერი იყო და შემეცოდა. არ შეიძლებოდა, სხვა როლი მიეცათ? სახლში, როცა სპექტაკლებს ვდგამ, მეც ვიჯღაბნები ხოლმე გრიმით, ერთხელ კლოუნიც კი გავხდი. მე თვითონ ვაძლევ ხოლმე ჩემს თავს როლებს, რეჟისორი სულ არ მჭირდება. ეხლა „კლინიკაში“ უნდა გადაეღოთ ჩემი თავი, მაგრამ ეგ კინო დამთავრდა.

– სახლში სპექტაკლებს რომ დგამ, მაყურებლები გყავს?

– კი, თუ ჭოლა და ქეთი ცხაკაია არიან ხოლმე ჩემი მაყურებლები, ბატონი ჭოლა მაგრად უკრავს ტაშს. მამიკო გამეპარება ხოლმე ოთახიდან და ბოლომდე არ უყურებს ჩემს სპექტაკლს.

– ტასო, დედაც მსახიობი გყავს?

– არა, დედაჩემმა აფთიაქურში ჩააბარა. მაგისი სამსახური არ მომწონს, აბა, რა მოსაწონია, წამლები რომ უნდა გაყიდო?! აფთიაქურს მსახიობობა ჯობია. სახლში ყველაზე მეტად დედიკოს ვანებივრებთ, იმიტომ რომ, მაკიაჟები და მდიდრული რაღაცეები უყვარს, მაგის ოთახში ყველგან სამკაულები დევს. თავისითაც ყიდულობს ბრილიანტებს, სახლში მოდის ხოლმე ამათი მეგობარი ნათია კუპატაძე და იმას მოაქვს ხოლმე ბრილიანტები. მეც ვყიდულობ ხოლმე დედასთვის სამკაულებს მამიკოს ნაჩუქარი ფულით. მე რაღაცეებს მარტო დაბადების დღეებზე მყიდულობენ, წელს თოვლის ბაბუაც კი არ მყავდა. ქუთაისში ვიყავი და იქ თოვლის ბაბუები, ეტყობა, გზას ვერ პოულობენ. ეტყობა, მამიდაჩემის სახლი ვერ მოაგნო. ქუთაისში მაინც კარგი იყო, მამიდამ ბაკურიანში წამიყვანა, მაგრამ ისე ვიცელქე და ხეს ისე შევასკდი, რომ მაშინვე დეპორტი გამიკეთეს.

– შენი ოცნება რა არის?

– მე მინდა, რომ სადმე ვიპოვო ჯადოსნური ქვა და ვთხოვო ბევრი ფული, რომ მამაჩემს მივცე, იმიტომ რომ, მაგას სულ ფული სჭირდება. ამერიკაში მინდა წასვლა. მამიკო იყო და თქვა, ამერიკა ძალიან მაგარიაო, იქიდან ბევრი მაგარი რამეც ჩამომიტანა. როცა დიდი ვიქნები, მამიკოს ვალს დავუბრუნებ – ისეთ მანქანას ვუყიდი, ამ ქვეყანაზე არავის რომ არ ეყოლება...

– დედიკოსთვის რას სთხოვ ჯადოსნურ ქვას?

– რომანტიკულ საღამოებს. კინოში მინახავს, რომ ცოლი და ქმარი რომანტიკულ საღამოებს აწყობენ, ფერად სანთლებს ანთებენ, ერთმანეთს საჭმელს აჭმევენ. ერთხელ სახლში არ ვიყავი, როცა მოვედი, დედამ მითხრა, მე და მამა უშენოდ წყნარად ვიყავითო, ეტყობა, მე ჩავუშალე... დედას და მამას ესეთი რომანტიკული საღამოები საერთოდ არ აქვთ, რაღაცნაირად, წესიერები არიან...

– შენი სამშობლო გიყვარს?

– ძალიან. სვანეთი მიყვარს და ჩემი სამშობლო არ მეყვარება? ბებიაჩემს სამშობლოზე მეტად მიშა უყვარს, „მიშა მაგარიაც“ კი გადამაკეთებინა. დალის მიშა ისე უყვარს, რომ, როცა მიშას აბრაზებენ, „მიდი, მიშა, მიდი, დედა უტირე მაგათო“, – იძახის და მეც მეუბნება ხოლმე, შენც იყვირეო. ვერ გავაგებინე დალის, რომ ეგ ბავშვის საქმე არ არის... (იცინის).


скачать dle 11.3