კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„დედასამშობლო გვიხმობს!“


„ფოკუზნიკები“

საქართველოს მინისტრთა კაბინეტში დიდი ფაციფუცია (ჩვენი მინისტრების ფიზიოლოგიური ასაკიდან გამომდინარე, ეს სრულიად ბუნებრივია), რაც არცაა გასაკვირი: ისეთ დიდ საქმეს შეეჭიდნენ, როგორიც მომავალი თაობის სამხედრო-პატრიოტული აღზრდაა. სახელდობრ, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ბრძანა, „ორი ფოკუსი გვაქვს – ჯანდაცვა და განათლებაო“ (როგორც ჩანს, ქართულთან ბ-ნი გილაურიც მწყრალადაა). ერთი „ფოკუსი“ (უფრო „ფოკუზი“), ცხადია, სამხედრო-პატრიოტული აღზრდაა, რომლის აუცილებლობაც ასე აიხსნა: ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ნაღმი და ჭურვი სათამაშო არ არის, რადგან ამის უცოდინრობა მსხვერპლს იწვევსო, ამასთან, არც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში გავარჯიშება აწყენთო (თუმცა ისიცაა, მთავრობას რომ ხეირიანად ემთავრობა, იქნებ ქართველ ბავშვებს არც არასდროს დასჭირვებოდათ ნაღმების ნაირსახეობების გარჩევ-გამორჩევა). თავის დროზე ახალქართული განათლების მამებს ოპონენტები სკოლებში სამხედრო სწავლების, უმაღლეს სასწავლებლებში კი სამხედრო კათედრების გაუქმებას უწუნებდნენ, მაგრამ „მამები“ მტკიცედ იდგნენ, ოღონდ, ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც თავები ტანკისტები ეგონათ. მაგრამ, რაკი აღმოჩნდა, რომ ტანკისტები მხოლოდ ომამდე ყოფილან, სამი მინისტრი: ჯანდაცვის, თავდაცვის და განათლების, კიდეც შეიკრიბა და ახალ პროგრამაზე მუშაობასაც შეუდგა (სავარაუდოდ, შთამომავლობა მათზე იტყვის: სამი ვეშაპი, რომლებზეც დგას ქართული სამხედრო-პატრიოტული აღზრდაო). პირადად მე გულისფანცქალით ველი, ვის მოიაზრებენ ზემოდასახელებული „ვეშაპები“ პატრიოტებად (შესაძლოა, მათ, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში პარლამენტის თავმჯდომარის შეძახილზე, თავი, როგორც შეძლებთ, დაიცავითო, დანა-ჩანგლის თადარიგი დაიჭირეს). ყოველ შემთხვევაში, დაგვაიმედეს, რომ ბევრი ეძებეს და საქართველოს სკოლებში ერთი მოსწავლეც ვერ იპოვეს, სამხედრო სწავლება რომ არ უნდოდეს. ვერც იპოვიდნენ, რადგან ჩვენს საჯარო სკოლებში ცოდნის დაუფლების ისეთი წყურვილია, რომ აღმზრდელებს აღსაზრდელებისთვის სახელმძღვანელოები ხელიდან ვერანაირი ფოკუსით ვერ გამოუგლეჯიათ!


скачать dle 11.3