რა მოხდა ამ დღეს
79 – ვულკან ვეზუვის კატასტროფული ამოფრქვევის შედეგად ფერფლმა დაფარა სამი ქალაქი: პომპეი, ჰარკულანუმი და სტაბიუმი.
410 – რომის ისტორიაში პირველად, ვესტგოთების არმიამ ალარიხის მეთაურობით აიღო და გაძარცვა რომი.
1572 – „ბართლომეს ღამე“ პარიზში – კათოლიკეებმა მოაწყეს პროტესტანტების მასობრივი ჟლეტა.
1853 – ამერიკელმა ჯორჯ კრამმა გამოიგონა კარტოფილის ჩიპსები.
1995 – ოფიციალურად პირველად გაიყიდა ოპერატიული სისტემა Windows 95.
25 აგვისტო
1718 – დაარსდა ქალაქი ორლეანი.
1875 – კაპიტანი მეთიუ უები გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ლამანში გადაცურა.
1995 – ტერორისტული თავდასხმა საქართველოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე.
26 აგვისტო
ძველი წელთაღრიცხვით 55 – იულიუს კეისრის სარდლობით რომაელებმა პირველად შედგეს ფეხი ბრიტანეთის მიწაზე.
1071 – მანაცკერტის ბრძოლაში თურქ-სელჩუკებმა სასტიკად დაამარცხეს ბიზანტიელები და მთელი მცირე აზია დაიპყრეს.
1791 – ამერიკელმა ჯონ ფიჩმა დააპატენტა თბომავალი გემის პროექტი.
1883 – ინდონეზიაში ამოიფრქვა ვულკანი კრაკატაუ, ჩაიძირა რამდენიმე კუნძული, დაიღუპა 40 000 ადამიანი (ეს ამოფრქვევა იყო უძლიერესი ამოფრქვევა ჩვენს ერაში).
1978 – რომის პაპი გახდა იოანე-პავლე პირველი, რომელიც 34 დღის შემდეგ გარდაიცვალა და პაპი გახდა იოანე-პავლე მეორე.
27 აგვისტო
1859 – პოლკოვნიკმა ედვინ დრეიკმა გათხარა პირველი ნავთობის ჭაბურღილი (ამერიკის შეერთებული შტატები, პენსილვანია), რის შემდეგაც დაიწყო ნავთობის ერა.
1912 – პირველად გამოქვეყნდა ედგარ ბეროუზის რომანი „ტარზანის თავგადასავალი“.
1955 – პირველად გამოიცა გინესის რეკორდების წიგნი.
28 აგვისტო
476 – არსებობა შეწყვიტა რომის იმპერიამ.
1904 – ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუპორტში პირველად გაასამართლეს მძღოლი სიჩქარის გადაჭარბების გამო.
1963 – 200 000-ზე მეტმა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა მარტინ ლუთერ კინგის მიერ ზანგების დისკრიმინაციის წინააღმდეგ მოწყობილ მარშში.
1996 – პრინც ჩარლზისა და პრინცესა დაიანას განქორწინება.
29 აგვისტო
1526 – ოსმალეთის იმპერიის საომარი მოქმედებების შედეგად შეწყვიტა არსებობა უნგრეთის სამეფომ.
1758 – ნიუ-ჯერსიში შეიქმნა ინდიელთა პირველი რეზერვაცია.
1825 – ბრაზილია გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1883 – თომას აპერნმა (კანადა) გამოიგონა პირველი ელექტროღუმელი.
1929 – დირიჟაბლმა „გრაფ ცეპელინმა“ პირველად შემოუფრინა დედამიწას.
30 აგვისტო
ძველი წელთაღრიცხვით 30 – თავი მოიკლა ეგვიპტის დედოფალმა კლეოპატრამ.
1918 – ფანი კაპლანი თავს დაესხა ლენინს.
1983 – ამერიკელი გაიონ ბლუფორდი იყო პირველი ზანგი, რომელმაც კოსმოსში იფრინა.