კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადაცმულები


გამრავლების ახალქართული მეთოდი

მაშინ, როდესაც თბილისის მერია ჰაიტის დასახმარებელ ღონისძიებას უერთდებოდა (განა იმიტომ, რომ „სანადიროდ გარბოდა“, არამედ – „მეც ისევე უნდა დავიტანჯო, როგორც სრულიად მსოფლიო იტანჯებაო“), საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში იყო ვიზიტად, ამიტომაც ამ თბილისურ ღონისძიებას გამოაკლდა, სამაგიეროდ, ღონისძიებები ესტონეთში ჩაატარა. იმას გარდა, რომ ესტონეთის პრეზიდენტს წმიდა გიორგის ორდენი ჩამოჰკიდა, ამერიკელ მოციგურავეს, ელისონ რეიდს, საქართველოს მოქალაქეობაც მიანიჭა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ევროპის ჩემპიონატზე აწ უკვე საქართველოს მოქალაქე ელისონი ქართველ მოციგურავესთან ერთად საქართველოს სახელით ისრიალებს. აშკარაა, რომ ვარდების ხელისუფლებამ ჩვენში მანამდე არარსებული (შესაძლოა, ავბედითი ჟამის გამო მინავლებული) მიდრეკილებებიც გამოავლინა, მათ შორისაა ციგურაობაც. ამიტომაც საციგურაო მოედნები დედაქალაქშიც გაკეთდა და ბათუმშიც (ოღონდ, თუ გულზე ხელს დავიდებთ, ციგურაობის უნარ-ჩვევა ჯერჯერობით ისევ დახვეწის პროცესშია). პრეზიდენტმა (ესტონეთიდან) დაგვაიმედა, რომ მალე ოლიმპიური სტანდარტების საციგურაო მოედანი ქუთაისშიც დაიდგმება და მესტიაშიც; ერთი – ღია და ერთიც – დახურული (მესტიის საციგურაო მოედნის გარეშე დატოვება კი ომსა და ფინანსურ კრიზისს დაბრალდა, თორემ, თითოეული ქართველი ხომ გადაცმული მოციგურავეა?!). იმას გარდა, რომ პრეზიდენტი ჩვენში მიძინებული მოციგურავეების გამოღვიძებას ყოველმხრივ ეხმარება, მისმა ესტონურმა ვიზიტმა კიდევ ერთ სასიხარულო ნოვაციასაც მოჰფინა ნათელი: პირველმა პირმა ამერიკელი მოციგურავისთვის საქართველოს მოქალაქეობა დადებითად შეაფასა, არც მეტი, არც ნაკლები, იმის გამო, რომ „ქართველების რაოდენობა იზრდება“. აქედან გამომდინარე კი, აშკარაა, ხელისუფლებას დემოგრაფიული პრობლემის გადასაჭრელი უნივერსალური გზისთვისაც მიუგნია!


скачать dle 11.3