კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სათავისო ქვებზე


„იავნანამ“ რა ჰქმნა

ჩვენ არ ვეთანხმებით ბისმარკს, სადაც ის ამბობს, საკუთარ შეცდომებზე მხოლოდ ბრიყვები სწავლობენო; ჰოდა, რაკი არ ვეთანხმებით, თბილისის მერია, ბევრი თუ ცოტა ფიქრის შემდეგ, „იავნანას“ დაუძმობილდა. განძმობილების მიზეზი, თავის დროზე, ის გახდა, რომ პაატა ბურჭულაძემ მოსკოვში მიწვევით იმღერა (მიუხედავად იმისა, რომ ოფიციოზს არც ნინო ანანიაშვილი შეურისხავს და არც ნანი ბრეგვაძე, რომლებმაც, ასევე, დაატკბეს რუსი მაყურებელი). რაკი იმღერა, ქართული პოლიტელიტა იმდენად შემოუწყრა, რომ ქართული საერთო მაუწყებლების ტელეეთერიც დაუხურა და ჩვენი ისეთი თანამემამულეებიც გამოძებნა, რომლებმაც ბრძანეს, არ გვინდა „იავნანას“ მიერ ნაყიდი სახლებიო. ოღონდ ეს მანამდე იყო, ვიდრე ჰაიტიზე მიწისძვრა მოხდებოდა და, სანამ საქართველოს ხელისუფლებაც შეიტყობდა, რომ მსოფლიო ვარსკვლავები ჰაიტელთა დასახმარებლად ტელემარათონებს აწყობდნენ. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ჩვენს ოფიციოზს მსოფლიო ვარსკვლავები მხოლოდ საპენსიო ასაკს მიღწევის შემდეგ და სოლიდური ჰონორარის სანაცვლოდ ესტუმრებიან ხოლმე, თბილისის მერია „იავნანას“ შეუამხანაგდა. შესაძლოა, სწორედ ამ გარემოებათა გათვალისწინებით შეამხანაგების გამო გადაწყდა, რომ „იავნანას“ მიერ ჩვენს გაჭირვებულ თანამემამულეთა დასახმარებლად მოწვეული მსოფლიო ვარსკვლავები ჰაიტელთა დასახმარებლად იმღერებდნენ. მეორე მხრივ, დედაქალაქის მერმა მეტად თვითკრიტიკულად შენიშნა, იტყვიან, მამა დავიწყებოდათო. ბუნებრივია, იტყვიან, რადგან, თუნდაც, ვარდების რევოლუციის შემდეგ მომხდარი სტიქიური უბედურებებისგან დაზარალებული ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად, თბილისის მერიას არასდროს გასჩენია მსგავსი აზრი. ასეა თუ ისე, რაკი უდავოა, „მადლი ქენი, ქვაზე დადე“, ოღონდ, ისაა, რომ ამ ჩვენს პატიოსან გვამებს მადლი მხოლოდ სათავისო ქვებზე ემეტებათ.




скачать dle 11.3