რეალური ფაქტები
* დედამიწაზე იმდენი მწერი ცხოვრობს, რომ თითოეულ ადამიანზე დაახლოებით 250 მილიონი მოდის. მათი 15 პროცენტი მტაცებელია, 5 პროცენტი – სისხლისმსმელი.
* მსოფლიო მოსავალის 25-39 პროცენტს ყოველწლიურად სწორედ მწერები ანადგურებენ.
* კოღოების 80 პროცენტი შინაური ცხოველებისა და ადამიანების სისხლით იკვებება.
* ჭიანჭველას თავის წონასთან შედარებით 50-ჯერ მძიმე ტვირთის გადატანა შეუძლია. ხოლო, თუ ეცემა, აუცილებლად – მარჯვნივ.
* რწყილი თავის სიგრძესთან შედარებით 350-ჯერ მეტ სიგრძეზე ხტის.
* ერთი კილოგრამი თაფლის მოსაგროვებლად ფუტკარი ათ მილიონ ყვავილს უნდა ესტუმროს და ასი ათასი ულუფა ნექტარი უნდა მიირთვას.
* კრაზანას ფრენის სიჩქარე საათში 18 კილომეტრია, კალია კი საათში 95 კილომეტრი სიჩქარით დახტის.
* ხოჭოს ვაშლის გემო აქვს, ანუ, თუ ხოჭოთი ჩაიტკბარუნებთ პირს, ვაშლის არომატს შეიგრძნობთ. მატლის გემო კი ძალიან ჰგავს შემწვარი ბეკონისას.
* პეპელა საკვების გემოს თავისი ფეხებით შეიგრძნობს.