მილიონები სილამაზისთვის
„ფული პლუს სიყვარული“ – რატომაც არა, თუკი ეს შესაძლებელია, თანაც ორმხრივ სასარგებლო?! ამ ბოლო დროს ჰოლივუდის ლამაზმანები თავიანთ კოლეგებს მილიონერებს ამჯობინებენ ცხოვრების თანამგზავრად.
„შავი ავაზა“ – ნაომი კემპბელი, ბოლოს და ბოლოს დამშვიდდა. მისი რჩეული რუსი მილიარდერი ვლადისლავ დორიონინია და ნაომიმ მსხვერპლიც კი გაიღო ამ ურთიერთობისთვის. ის რუსეთში გადასახლდა. ეტყობა, რომანმა ესპანელ მოცეკვავესთან, ხოაკინ კარტესთან, ბედნიერება ვერ მოუტანა. ამბობენ, ქორწილი კარს არის მომდგარიო. ნაომიმ კაბა უკვე შეუკვეთა დოლჩე და გაბანას. თუმცა დორიონინს ჯერ ისევ ჰყავს კანონიერი ცოლი.
უმა თურმანი – ტარანტინოს მუზა დაკავებულია. ის ფინანსისტ არპად ბუსონის რჩეულია. მათი ურთიერთობა იტალიაში დაიწყო. უმა ორჯერ იყო გათხოვილი და ორჯერვე მსახიობზე. ორი შვილიც ჰყავს მეორე ქორწინებიდან. არპადი ამბობს, რომ თავისი ოცნების ქალი იპოვა.
სალმა ჰაიეკი და ფრანსუა-ანრი პინო კარგი წყვილია. რაც მთავარია, პინოს ფული თავზე საყრელად აქვს და, სალმაც ამტკიცებს, ეს მამაკაცი საუკეთესოაო.
ელიზაბეტ ჰერლიმ ბედი არუნ ნაიარს დაუკავშირა. ის საკმაოდ დიდხანს იყო ჰიუ გრანტის „გერლფრენდი“, მაგრამ მათი კავშირი ქორწინებით არ დაგვირგვინდა. ჰიუს იაფფასიან მეძავებზე ჰქონდა გართულება. სამაგიეროდ, არუნ ნაიარი მას აღმერთებს და თან მილიარდებიც აქვს. მერე რა, რომ ინდოელია. ელიზაბეტი პატივს სცემს ქმარსაც და მის ტრადიციებსაც. მილიარდები მას ამაში მხოლოდ ეხმარება.