კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა მორწყათ ზამთარში სინინგია და რა არის საჭირო ბუგენვილიას კარგად ყვავილობისთვის


ძალიან ბევრი მცენარე ზამთარში ისვენებს, მაგრამ ზოგჯერ ისინი ამ სეზონზე განსაკუთრებულ ყურადღებასაც ითხოვენ. ამ დროს ზოგიერთს ადგილის შეცვლა, ტემპერატურის აწევა ან დაწევა და მორწყვის შემცირება სჭირდება. თუ როგორ მოვუაროთ ზამთარში სინინგიასა და ბუგენვილიას, ამას საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერთან – თენგიზ პაპავასთან საუბარში გავარკვევთ.



– ბატონო თენგიზ, როგორი მცენარეა სინინგია და როგორ მოვუაროთ მას ზამთარში?

– სინინგია ოთახის ერთ-ერთი ულამაზესი მცენარეა. მას აქვს მოზრდილი და სხვადასხვა ფერის ყვავილები: ვარდისფერი, წითელი, თეთრი და იისფერი.

ეს მცენარე ვეგეტაციას იწყებს გაზაფხულსა და ზაფხულში. შემოდგომაზე ყველა ფოთოლი თანმიმდევრულად უხმება და სცვივა. ფესვებიც თითქოს კვდება, მაგრამ, არ გეგონოთ, რომ მცენარე გაგიფუჭდათ, უბრალოდ, ეს გარდაქმნა მცენარის დასვენების პერიოდზე მეტყველებს.

– როგორი პირობები სჭირდება მცენარეს ამ დროს?

– ზამთარში სინინგიას ძირებს სილა მოაყარეთ. არც მორწყათ, უმჯობესია, სიგრილეში ამყოფოთ და დადგათ 10-12 გრადუს ტემპერატურაზე. სწორედ ამ პერიოდში იყიდება სინინგიას ძირები, რომელიც მარტამდე უნდა შეიძინოთ. დააკვირდით მცენარეს და დარწმუნდით მის სიცოცხლისუნარიანობაში. იანვარ-თებერვალში მცენარე უკვე სითბოში უნდა დადგათ. ანუ, თუ თქვენ ბინაში გაქვთ სინინგია, ამ თვიდან მცენარეს შეუცვალეთ ადგილმდებარეობა და რეგულარულად დაიწყეთ მისი მორწყვა. როდესაც ამონაყრები გამოჩნდება, გადარგეთ ფოთლოვანი მიწით, ტორფით, სილით და ჩვეულებრივი მიწით ახლად შეზავებულ ნიადაგში.

– რით გავამრავლოთ მცენარე?

– თუ თქვენი მცენარე საკმაოდ დამსხვილდა და რამდენიმე ღერო აქვს, შეგიძლიათ, ფრთხილად დაყოთ რამდენიმე ნაწილად. ჩარგეთ ისე, რომ თავი ზემოთ დაუტოვოთ. თუ მიწას ბოლომდე დააყრით, მცენარეს განვითარება ან დააგვიანდება ან ერთ ამონაყარს გაიკეთებს. მცენარეს განიერი და ღრმა ქოთანი სჭირდება. სინინგია მრავლდება ასევე თესლითა და ფოთლოვანი კალმით. მისი თესლი ითესება იანვარ-თებერვალში, არც ისე ღრმად. მორწყეთ პულვერიზატორით და ზემოდან გადააფარეთ შუშა ან ცელოფანი. თუ ტემპერატურა 18-20 გრადუსია, მაშინ გამრავლების პირველი ნიშნები ორ კვირაში გამოჩნდება. თვე-ნახევარში უკვე შეიძლება მცენარის ქოთანში გადარგვა. თესლით გამრავლებული სინინგია 6-7 თვის შემდეგ იყვავილებს. სასურველია, პირველი ბუტონები მოტეხოთ, რადგან შემდეგი ყვავილები უფრო დიდი ხნით და მეტი სიხშირით იყვავილებს, ყვავილები კი უფრო მსხვილი ექნება.

– რა სიხშირით მოვრწყათ მცენარე?

– სინინგიას სჭირდება ხშირი მორწყვა ან ქოთნის სადგარი თეფშიდან, ან მის ირგვლივ, მიწაზე. გახსოვდეთ, არაა სასურველი წყალი პირდაპირ ძირებზე ან ფოთლებზე მოახვედროთ. ამით მცენარეს ფოთლები დაუზიანდება. ნიადაგს მინერალური სასუქებით კვება სჭირდება, ოღონდ, ნაკლები კონცენტრაციით.

– რამდენია მისთვის სასურველი ტემპერატურა?

– მცენარე სითბოს მოყვარულია, ამიტომ, სასურველია, ოთახში იყოს 20-22 გრადუსი. აუცილებელია, ხშირად გაანიავოთ ოთახი. გაითვალისწინეთ: ორპირი ქარი, წვიმა და ტემპერატურის ძლიერი ცვალებადობა მცენარისთვის მომაკვდინებელია. ამიტომ, გირჩევთ, სინინგია ღია გრუნტში ან აივანზე გაიტანოთ.

– რას გვირჩევთ, როგორ განათებაზე ვამყოფოთ მცენარე?

– განათება ამ მცენარის ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. თუ ოთახში ჰაერის მაღალი ტემპერატურაა, ის არაჩვეულებრივად გრძნობს თავს, თუნდაც სამხრეთის ფანჯრის რაფაზე. მას არ უყვარს პირდაპირი მზის სხივები. სინინგია ათ წელიწადს ცოცხლობს. რაც უფრო მსხვილია მისი ძირი, მით უხვად ყვავილობს.

– რით შეიძლება დაავადდეს სინინგია?

– ის ავადდება ობობის ქსელითა და ტკიპით. თუ ამას შეამჩნევთ, მცენარე მორწყეთ „მარგანცოვკის“ ხსნარით ან მოაშორეთ დაზიანებული ნაწილები.

– შესაძლებელია თუ არა ბუგენვილიას გაზრდა ოთახის პირობებში?

– ეს მცოცავი მცენარე ბუნებრივ გარემოში (თბილ კლიმატში) მაღალი და ძლიერი იზრდება. თუ ქოთანში ჩარგავთ, რეგულარულად გაკრეჭის შემთხვევაშიც კი შეიძლება 1,5 მეტრ სიმაღლეს მიაღწიოს. მისი მცოცავი ღეროს ეკლები ნებისმიერ საყრდენს ებღაუჭება. ამიტომ, თუ ოთახში დიდი ფართი არ გაქვთ, ამ მცენარის გაზრდა გაგიჭირდებათ თავისი სიდიდის გამო.

– როდის ყვავის მცენარე და რამდენად განსხვავდება მისი სახეობები ერთმანეთისგან?

– ბუგენვილია ზაფხულში ყვავის. თანაყვავილები თეთრი, ვარდისფერი ან წითელია. გლაბრა მთელი წლის განმავლობაში ყვავის, ალექსანდრა კი ზამთარში ისვენებს (გლაბრა და ალექსანდრა ბუგენვილიას სახეობებია). მაღაზიებში ბევრ ბუგენვილიას მხოლოდ ჯიშის სახელწოდებით ყიდიან, სახეობის სახელწოდება კი არ ახლავს. ამიტომ, ყველას ისე მოუარეთ, თითქოს ზამთარში დასვენების პერიოდი ჰქონდეს.

– რა პირობების შექმნაა საჭირო ბუგენვილიას კარგად გასახარებლად?

– მას მთელი წლის განმავლობაში სჭირდება კარგი სინათლე, რომ კარგად იყვავილოს. უყვარს ზაფხულის სითბო, დაახლოებით 25 გრადუსი, მაგრამ სიმშრალესა და სიცხეს ვერ იტანს. მთელი წლის განმავლობაში მისთვის იდეალურია 18-24 გრადუსი. როცა თანაყვავილები შეფერადდება, მცენარე ჩრდილში გაიტანეთ და მეტხანს იყვავილებს. თუ ახალ ყლორტებს საყრდენზე შემოახვევთ, ყვავილების რაოდენობა მოიმატებს. ზამთარში გამხმარი ნაწილები გაზაფხულზე მოაცილეთ.

რაც შეეხება მორწყვას...

– ზაფხულში, ზრდის პერიოდში, ხშირად მორწყეთ, ზამთარში კი მიწა მხოლოდ ოდნავ ტენიანი უნდა იყოს: ზედმეტ წყალს ნუ დაასხამთ. გაზაფხულის ბოლოდან ზაფხულის ბოლომდე მიაწოდეთ ბალანსირებული თხევადი სასუქი.


скачать dle 11.3