კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: ჟურნალში ხშირად ვკითხულობ წითელი მოცვის სარგებლობის შესახებ. იქნებ მითხრათ, სად შეიძლება მისი ნერგის შეძენა?

პასუხი: გამოფენაზე მისი ნერგი არ იყიდება. მიბრძანდით ყვავილების მაღაზიებში, ან, შესაძლოა, სათბურში ჰქონდეთ. ეს მცენარე ზამთრის პირველ ნახევარში უნდა ჩაირგას. წითელი მოცვის დაფესვიანებული ამონაყრები, ასევე, მრავლადაა ტყეებშიც.

კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია, ზოგადად, მცენარისთვის ადგილი?

პასუხი: მცენარის სიჯანსაღისა და ზრდისთვის ისეთი ადგილი უნდა შეარჩიოთ, რომელიც მის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს. შეიძლება, თქვენ მიერ შერჩეულ ადგილას მცენარე ძალიან ლამაზი ჩანდეს, მაგრამ, თუ სინათლე და ტემპერატურა შეუსაბამოა და ვერც სხვა სპეციფიკურ პირობებს შეუქმნით, შეიძლება, მალე დაუშნოვდეს და, დაიღუპოს კიდეც.

კითხვა: როგორ მოვაშორო მცენარეს ობის სოკო?

პასუხი: ობის სოკო იმის მანიშნებელია, რომ მცენარეს ბუგრი, ცრუფარიანები ან ფრთათეთრა შეესია. ყველა ეს პარაზიტი გამოყოფს წებოვან ტკბილ წვენს, რომელზეც ობი ჩნდება. მოსპეთ მწერები და ობის სოკოც გაქრება. ამ მწერების მოსპობა კი შესაძლებელია სპეციალური ხსნარების საშუალებით.

კითხვა: რა სიხშირით მოვრწყა კტენანტა?

პასუხი: ზაფხულში უხვად მორწყეთ, რათა მიწა მუდამ ტენიანი ჰქონდეს, ხოლო ზამთარში მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, კტენანტას მით ნაკლები წყალი სჭირდება. ზრდის პერიოდში ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ სასუქით გაანოყიერეთ. ამ მცენარეს რგებს მაღალი ტენიანობა, ამიტომ ხშირად დანამეთ ან სველკენჭებიან ლანგარზე დადგით, სიცხეში ფოთლები რომ არ დაეწვას. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება.

კითხვა: როგორ პირობებში გავახარო სანსევიერა?

პასუხი: ამ მცენარეს უყვარს კაშკაშა სინათლე და მწველი მზე, თუკი ტენი არ მოაკლდება. თავს კარგად გრძნობს 18-24 გრადუს ტემპერატურაზე. ქოთანი ზამთარშიც ნათელ ადგილას დადგით. ამ პერიოდში 11-12 გრადუსიც ჰყოფნის. აქტიური ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს, ზამთარში კი – პირიქით: მიწას შეშრობა აცალეთ და იშვიათად მორწყეთ. მცენარის გულში წყალს ნუ ჩაასხამთ. სიცივისა და ბევრი წყლისგან სანსევიერას, შეიძლება, ძირში ფოთლები დაულპეს. მას არ მოსწონს ბევრი წყალი, იზრდება ნელა, განსაკუთრებით – ჩრდილში. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ ხოლმე. მისი გადარგვა შესაძლებელია რამდენიმე წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე.


скачать dle 11.3