კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შენიშვნები სიყვარულით


თქვენი მეუღლე, თქვენი საუკეთესო მეგობარია: ეს არ არის იდეალური ვარიანტი. ეს ასე უნდა იყოს. სხვანაირად ოჯახი ჰარმონიული ვერ იქნება. ყველა ფსიქოლოგი ერთხმად აღიარებს, რომ ოჯახების უმრავლესობას სწორედ მეუღლეებს შორის მეგობრობა ხდის მტკიცეს. მეგობარი ცოლ-ქმარი ყველაფერში წარმატებას აღწევს. ერთსულოვანი მეუღლეები კარგი დიპლომატებიც არიან. როცა ადამიანმა ზუსტად იცის, როდის დაიხიოს უკან, როდის დაგეგმოს მნიშვნელოვანი საუბარი, როდის გადავიდეს შეტევაზე, თუ ამისი აუცილებლობა დაინახა, ის ყოველთვის აიცილებს კონფლიქტს, როგორც ოჯახში, ისე მის გარეთ. როცა ცოლი დიპლომატია, ის ძალიან დელიკატურად აძლევს ქმარს შენიშვნებს. ისე, რომ არ „შეეხოს“ მის მამაკაცურ თავმოყვარეობას – არ მიაყენებს შეურაცხყოფას და არ დაამცირებს. მაგალითად, თუ სახლში გვიან მოსულ ქმარს შეხვდებით სიტყვებით, ძალიან ვინერვიულე, ასე რომ დაგაგვიანდა და არ გალანძღავთ ბანალური ფრაზით: „საინტერესოა, სად დაწანწალებდი“, მას აუცილებლად შეაწუხებს სინდისი. მოგებულიც, რა თქმა უნდა, თქვენ დარჩებით.

ერთობლივი გეგმები სამომავლოდ იმის ნიშანია, რომ ცოლ-ქმარი ცხოვრების გზას ერთად გაუყვება. რა თქმა უნდა, მათ ამ გზაზე სიძნელეებიც ელით, მაგრამ ეს არ არის საშიში. თუკი ყველაფერს სიყვარულით გააკეთებენ, მათ შორის, იჩხუბებენ სიყვარულით.


скачать dle 11.3