კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას მიმალავ?


ტყუილი არავისთვის არ არის „უცხო ხილი“, ანუ, ვიტყუებით ყველა, სიტუაციიდან გამომდინარე. თუმცა, მთავარია, ურთიერთობები ნდობაზე იყოს აგებული და არა სიცრუეზე.

ტყუილს ბევრი ნაირსახეობა აქვს – ფალსიფიკაცია, ბლეფი, უბრალოდ, დუმილი და სიმართლის ართქმა; ერთი სიტყვით, შეიძლება მისი შენიღბვა, მაგრამ საბოლოოდ თავს მაინც იჩენს. საქმე ისაა, აუცილებელია თუ არა შეყვარებულმა წყვილმა ან ცოლ-ქმარმა ერთმანეთს აბსოლუტურად ყველაფერი უთხრას. ყველაფერი, ალბათ, არ უნდა უთხრას, მაგრამ, გააჩნია, რას დამალავს, რადგან ამასაც თავისი მიზეზები აქვს.

როცა მამაკაცი მალავს თავისი შემოსავლის ჭეშმარიტ რაოდენობას ცოლისგან, შეიძლება, ამის მიზეზი თავად ამ ქალბატონში ვეძებოთ. როგორც ჩანს, ქალმა ისე დააფრთხო, რომ საკუთარი თავისთვის ცოტა ფული რომ გაიმეტოს, ეს უნდა დამალოს. დაუკვირდით საკუთარ საქციელს. გახსოვდეთ, ასეთი „დამალობანა“ წყვილის გაუცხოებას უწყობს ხელს. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და „ჩასაფრებული“ მის ხელფასზე, ამოასუნთქეთ თავისუფლად.

თუ ქმარი ირწმუნება, რომ სამსახურში შეაგვიანდა და ასეთი შემთხვევები ხშირია, ნუ ინერვიულებთ. ზოგჯერ მამაკაცებსაც სჭირდებათ გალაღება „საკუთარ კამპანიაში“. თქვენთვის ხომ მნიშვნელოვანია მეგობრებთან წაჭორავება, თუნდაც ტელეფონით. დააცადეთ მასაც. თუ დაუშლით, ყოველთვის ეცდება „მნიშვნელოვანი“ და „საპატიო“ მიზეზით გაძვრომას.

მამაკაცმა, შეიძლება, თქვენი გარეგნობის შესახებაც იცრუოს. ეს მაშინ მოხდება, როცა თქვენი დაუსრულებელი წუწუნით – „რამდენი ხანია, არ გითქვამს, როგორ გამოვიყურები“, „რა არის, საერთოდ არ გაინტერესებს, როგორ გამოვიყურები“, „რატომ არ აღნიშნავ, მიხდება თუ არა. აღარ მოგწონვარ?“ – შეწუხდება, გეტყვით, რა ლამაზი ხარ და როგორი თვალისმომჭრელიო. თქვენ კი არ დაუჯერებთ. ნუ იქნებით პროვოკატორის როლში. ნუ მოახდენთ სიტუაციის დაძაბვას და მერე ქმარს ნუ დაადანაშაულებთ.

თუ თქვენი საყვარელი მეუღლე ხშირად და ნებისმიერ წვრილმანზე იტყუება, სიტუაცია საგანგაშო ყოფილა. საქმე ან ბუნებრივ ცრუპენტელასთან გაქვთ, ან თქვენი ურთიერთობა კრიზისშია.


скачать dle 11.3