ჰოროსკოპი
ვერძი
რაც უფრო სწრაფად შეძლებთ ამ პერიოდში ყურადღების კონცენტრირებას საქმეებისა და გეგმების განხორციელებაზე, მით უკეთეს შედეგებს მიიღებთ უახლოეს მომავალში. არ ვარგა ახალი კავშირების დამყარება. პირად ურთიერთობებში ახალი რომანი ხანმოკლე აღმოჩნდება და დამატებით პრობლემებს შეგიქმნით.
კურო
უცხოეთთან და კარიერასთან დაკავშირებულ ოცნებებს ახდომა უწერია. მიუხედავად ამისა, ჯობია მოგზაურობა, გადადოთ. ბევრ ხალხთან ურთიერთობა და ხშირი კონტაქტები დამღლელი აღმოჩნდება. ერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებსა და ინტრიგებს. სახლში მშვიდი გარემო და საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობა დამატებითი ენერგიით აგავსებთ.
ტყუპები
გარშემო მყოფებთან გაგიჭირდებათ ურთიერთობის დამყარება. მოერიდეთ კამათს კოლეგებთან. საყვარელ ადამიანთან გამოიყენეთ დიპლომატიურობა და თავდაჯერებულობა. ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ საქმეებით. გადაადგილებების რაოდენობა კი, ჯობია, შეამციროთ.
კირჩხიბი
გაიზრდება თქვენი შემოსავლები, თუმცა, პარტნიორულ ურთიერთობებში სრული თავისუფლება შეგექმნებათ. შესაძლოა, უსიამოვნებების მიზეზი გახდეს საბუთებში დაშვებული შეცდომები. სასიყვარულო, საოჯახო და პირად ურთიერთობებში მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას. ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.
ლომი
აქტიური ცხოვრება დაგეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში. ეს კარგი დროა ადრე დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს და მოქმედებისას დაიხმარეთ თანამოაზრეები. მოერიდეთ ახალ შენაძენებს. საყვარელ ადამიანთან დაძაბული ურთიერთობის შემთხვევაში დროულად წადით დათმობაზე. ასევე, მოერიდეთ მოგზაურობას.
ქალწული
მომავალში წარმატებას მოგიტანთ ამ პერიოდში შემოქმედებითად მუშაობა, ოღონდ, ყველა დაწყებული საქმე დროულად უნდა დაასრულოთ. სასიყვარულო ურთიერთობებზე დახარჯული ძალისხმევაც დიდ სიამოვნებას გპირდებათ. მოერიდეთ უცნობებთან კონტაქტს.
სასწორი
განწყობა და ცხოვრებისეული სიტუაციები ხელს შეგიშლით მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვაში. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ფარული სასიყვარულო კავშირი, შესაძლოა, გარშემო მყოფთა ყურადღების ცენტრში მოექცეს. შეფერხებებია მოსალოდნელი ფინანსებთან დაკავშირებით.
ღრიანკალი
შესაძლოა, დროებითი მატერიალური პრობლემები ნერვიულობისა და ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი გახდეს. ახალს ნურაფერს წამოიწყებთ. გაიაზრეთ სამომავლო გეგმები და მოქმედების მეთოდები. სულიერ სიმშვიდესა და ჰარმონიას იგრძნობთ საყვარელი ადამიანის გვერდით.
მშვილდოსანი
ახალი კავშირების დასამყარებლად გამოიყენეთ ავტორიტეტი. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია და არ დაუჯეროთ ჭორებს. ეს გაითვალისწინეთ განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობაში. ახალი იდეები და ინიციატივები დაგეხმარებათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. სასიყვარულო ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება.
თხის რქა
კარგი განწყობა და შინაგანი კომფორტის შეგრძნება სხვა ადამიანების ყურადღების მიპყრობაში დაგეხმარებათ. ინიციატივიანი ცხოვრება უკეთესობისკენ გიბიძგებთ. პარტნიორული ურთიერთობების მეშვეობით გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. მეტი დაკვირვებით იყავით საყვარელ ადამიანთან.
მერწყული
გაგიჭირდებათ ჩვეულ ტემპში მოქმედება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთგაგების რღვევამ, შესაძლოა, ნერვულ აშლილობამდე მიგიყვანოთ. ეცადეთ, დროებით არაფერი შეცვალოთ. ჯობია, დრო დასვენებისთვისაც გამონახოთ. გარემოება გაიძულებთ არჩევანის გაკეთებას ცხოვრებისეულ, სამსახურებრივ და პროფესიულ სფეროში. კარგად დაფიქრდით.
თევზები
გარემოებები სრულიად შეცვლის თქვენი ცხოვრების წესს და მოგიწევთ, დროის გარკვეულ მონაკვეთში განმარტოვდეთ. დაეყრდენით ინტუიციას მოლაპარაკებების დროს. ბედი გაგიღიმებთ ფარულ ფინანსურ ოპერაციებსა და საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობებში. ხანმოკლე მოგზაურობა ხელს შეუწყობს ახალი კავშირების დამყარებას.