კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მაიკროსოფტმა“ პლანშეტური კომპიუტერის გამოშვება „ეიფლს“ დაასწრო


მოელოდნენ, რომ „ეიფლის“ ახალი ნაწარმის ჰიტი პლანშეტური კომპიუტერი უნდა გამხდარიყო, ისევე, როგორც ადრე – აიპოდი და ფოუნი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ პუბლიკას ის მოულოდნელად კომპანია „მაიკროსოფტის“ ხელმძღვანელმა სტივ ბალმერმა წარუდგინა. ამით კი დიდი დარტყმა მიაყენა კომპანია „ეიფლის“ ამბიციებს, რომელიც, როგორც ბაზარი მოელოდა, ანალოგიური პროდუქტის წარდგენას მიმდინარე წლის იანვრის ბოლოსთვის აპირებდა.

ბალმერის სიტყვებით, ეს სიახლე გათვლილია საშუალო კლასზე, რომელიც გლობალური მასშტაბით, 1 მილიარდიდან 4 მილიარდ ადამიანამდე გაიზრდება. პროდუქტის ვიდეოწარდგენა ლას-ვეგასიდან კომპანია „მაიკროსოფტის“ ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.

კორპორაცია „მაიკროსოფტი“ 1975 წელს დაარსდა. მისი შტაბ-ბინა შტატ ვაშინგტონის ქალაქ რედმონდშია განლაგებული. კომპანია აწარმოებს სხვადასხვა გამოთვლითი ტექნიკის, ასევე, პერსონალური კომპიუტერების, სათამაშო მისადგმელების, მობილური ტელეფონების და სხვათა პროგრამულ უზრუნველყოფას, აგრეთვე პერსონალური კომპიუტერების აქსესუარებს.


скачать dle 11.3