გია მურღულიას კოლექციიდან
– ჟორა, მითხარი, რას ნიშნავს იდიოტი?
– იდიოტი – ეს არის ადამიანი, რომელიც ისე გამოთქვამს თავის აზრს, რომ მას ვერავინ უგებს. გაიგე?
– ვერა.
***
– უკაცრავად, კვირკველია აქ ცხოვრობს?
– მერე ეს ცხოვრებაა?!
***
– შენმა ქმარმა ახალი შარვალი იყიდა?
– არა, გოგო, ეს ახალი ქმარია!
***
ზოოპარკთან:
– დედიკო, ესაა მაიმუნი?
– არა, შვილო, ჯერ სალაროსთან ვდგავართ!
***
– რას ჩაფიქრებულხარ, მიტო?
– შვილებმა შამჭამეს, ცუდი ფერი გადევს და ანდერძი დაწერეო.
– მერე?
– დავწერე, მაგრამა ნოტარიუსი არ მიმოწმებს – „თქვენი პატრონი დედა“ და „ჩემი ფეხები” ამაიღეო.
***
სვანი ქორწილში უკუღმა დადგმულ ჭიქაში ღვინოს ვერ ასხამს და ამბობს:
– ე, ამ ჭიქას პირი არა აქვს, – მერე ქვემოდან შეხედავს და, – არც ძირიო.
***
11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ სვანი ამოდის ნანგრევებიდან, ტანსაცმელს იფერთხავს და ამბობს:
– შევარცხვინე თქვენი აეროპორტი!
***
– ბატონო, რატომ არ არის კოსტიუმი მზად, ხომ დამპირდით, ერთ კვირაში იქნებაო?! ღმერთმა ერთ კვირაში სამყაროს შექმნა მოასწრო!..
– და, თქვენ ის მოგწონთ?!
***
ნარკომანების საუბარი:
პირველი ნარკომანი: – მე ღმერთმა გამომგზავნა დედამიწაზე, კორუფცია უნდა მოვსპო!
მეორე ნარკომანი: – არა, ეს შენ კი არა, მე გამომგზავნა ღმერთმა!
მესამე ნარკომანი: – ტყუილია, არსადაც არ გამიგზავნიხართ!
***
6 წლამდე მეგონა, რომ „გაჩუმდი” მერქვა.
***
ბაღის აღმზრდელი:
– ბიჭებო, ნუ აწვალებთ გოგონებს, თმებს ნუ უწეწავთ! ისინი გაიზრდებიან და გამოგადგებიან!
***
მიხო სახლიდან გამოვიდა და ცისარტყელა დაინახა:
– მაშ, ამის ფული გაქვთ, არა?!
***
– როგორ მრავლდებიან ზღარბები?
– ძააალიიიან ფრთხილად, მასწ!
***
ვეგეტარიანელს ეკითხებიან:
– ხორცს რატომ არ ჭამთ, ძალიან გიყვართ ცხოველები?
– არა, მცენარეებს ვერ ვიტან!
***
განცხადება: იყიდება ახალი ვიაგრა-პლუსი – მოქმედებს სახლშიც.
***
სვანმა სომეხი შამფურზე წამოაგო და ძალიან სწრაფად ატრიალებს.
– მაგი, ბიჭო, ნელა უნდა ატრიალო, კარგად რომ შეიწვას!
– ვიცი, მაგრამ, ნელა რომ ვატრიალებ, ქვემოდან კარტოფილებს იპარავს.
***
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კონცერტზე კონფერანსიე აცხადებს:
– შექსპირი, სონეტი. ასრულებს ავტორი!
***
ჭიჭიკიას ცოლმა მეცხრე შვილი გააჩინა. ექიმი ეუბნება ჭიჭიკიას:
შემდეგში, როცა ძალიან მოგინდება, ჯერ კარგად დაფიქრდი, შეძლებ თუ არა კიდევ ერთი ბავშვის რჩენას.
– ეჰ, ექიმო, როცა ძალიან მინდა, ასე მგონია, მთელი საქართველოს რჩენას შევძლებ!