ანეგდოტები
***
ახალი წელი... თეთრ სახლში ზარია. მდივანი ჯოზეფ ბაიდენს მიმართავს:
– ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, თქვენთან უსამა ბინ ლადენს სურს საუბარი.
– ალო, უსამა, ახალ წელს გილოცავ!
– შენც გილოცავ, ჯოზეფ! ოღონდ, წუხელ უცნაური სიზმარი ვნახე და უნდა მოგიყვე: მთელი ნიუ-იორკი ცეცხლში იყო გახვეული, ყველა ხიდი, ყველა შენობა, თეთრი სახლი, პენტაგონი ნანგრევებად იყო ქცეული. მილიონობით მსხვერპლი... მაგარია, არა?!
– რა დამთხვევაა, ზუსტად ახლა წამთვლიმა და ვნახე: ქაბული ბაღნარში იყო ჩაფლული, მრავალსართულიანი შენობები, საკონცერტო დარბაზები, აუზები, ყველგან რესტორნები, ბარები... – მოკლედ, სამოთხეა. განათებულ ქუჩებში კი ნეონის წარწერები ციმციმებს...
– და, რა ეწერა?
– აუ... მაგას ნამდვილად ვერ გეტყვი, წარწერები ივრითზე იყო...
***
წინ მიდის ქალი, ჩადრში თვალებიც კი არ უჩანს, უკან კი არაბი მიჰყვება. წინ მოლა შემოხვდათ. ნანახით განაწყენებულმა სულიერმა მამამ მამაკაცს მიმართა:
– შენ, რა, ყურანის მოთხოვნებს არ იცავ? როგორ მიდიხართ? არ იცი, რომ ქალი ქმარს უკან უნდა მიჰყვებოდეს?..
– ეეჰ, როცა ყურანს წერდნენ, მაშინ გზები დანაღმული არ იყო. იარე, ფატიმა, ნუ შეჩერდი!
***
მუდმივი პრობლემა: გშია – ჭამა გინდა, ჭამას – მუშაობა უნდა, თუმცა, დანაყრდები და – მუშაობა აღარ გინდა...