ანეგდოტები
***
ესტონელმა ოქროს თევზი დაიჭირა და მოხსნა ანკესიდან. თევზმა ხმა ამოიღო:
– ატპუსტი მენია, ლუბოე ტვაიო ჟელანიე ისპოლნიუ.
ესტონელმა თევზს კუდში მოჰკიდა ხელი და ხეს შემოარტყა:
– რუსულად ლაპარაკობ და შენ რამე კარგს გამიკეთებ?!
***
თვითმფრინავი ზეცაშია. სტიუარდესა მიდის არაბული გარეგნობის მამაკაცთან და ეკითხება:
– რას მიირთმევთ, სასმელი რომელი გნებავთ – ვისკი, ღვინო თუ არაყი?
– არა, გმადლობთ. მე მალე საჭეს უნდა მივუჯდე...
***
სამი მამაკაცი ერთად მოხვდა სამოთხეში. ღმერთმა აუხსნა მათ, რომ სამოთხე უკიდეგანოა და მანქანა აუცილებლად დაგჭირდებათო. შემდეგ ერთ-ერთს ეკითხება:
– შენ რამდენჯერ უღალატე ცოლს?
– 4-5-ჯერ.
მისცა ღმერთმა „ჰონდა“ და გაუშვა.
მეორემ უპასუხა, – ერთხელო.
მისცა „ლექსუსი“ და ისიც გაუშვა.
მესამემ – არც ერთხელო და ღმერთმა უკანასკნელი გამოშვების საუკეთესო „მერსედესი“ აჩუქა.
მესამე დღეს ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. მესამე დანაღვლიანებულია.
– რა გჭირს, ღმერთმა შენ ხომ ყველაზე მაგარი მანქანა მოგცა და რატომ ხარ მოწყენილი?
– მე – კი, მაგრამ ცოტა ხნის წინ ცოლი შემხვდა... როლიკებით.
***
წარწერა სარკეზე:
„იმედი ნურაფრის გაქვს. ეს ნამდვილად შენ ხარ“.