კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით ეძებს სამშობიარო სახლიდან გაშვილებული გოგონა დედას და რატომ ეშინია გაშვილებულ გოგონას სისხლის აღრევის


26 წლის მარი ნუგზარის ასული გოგოლაძე ეძებს: ბიოლოგიურ დედას (სახელი და გვარი უცნობია) რომელიც არის დაახლოებით 44-48 წლის.

ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ დედას. სამწუხაროდ, მისი არც სახელი ვიცი და არც გვარი. ამჟამად დედაჩემი დაახლოებით 44-48 წლის უნდა იყოს. დამოუკიდებელმა ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო და მე მხოლოდ თქვენი და თქვენი მკითხველის იმედიღა დამრჩენია. დედამ ჩაჩავას სახელობის სამშობიარო სახლში გამაჩინა 1983 წლის 2 მაისს. მაშინ ის დაახლოებით, 17-18 წლის იყო. ვიცი, რომ სტუდენტი იყო და თბილისში სასწავლებლად რაიონიდან ჩამოვიდა. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ მის მოძებნაში.

– როგორ გაიგეთ, რომ ნაშვილები ხართ და რატომ გადაწყვიტეთ მშობელი დედის მოძებნა.

– დაახლოებით, მერვე-მეცხრე კლასში ვიყავი, როდესაც პირველად შემეპარა ეჭვი, რომ მე აყვანილი ვიყავი. ჩემი აღმზრდელი მშობლები ძალიან კარგად მექცეოდნენ. რა თქმა უნდა, მათი მადლობელი ვარ, ჩემი გაზრდისთვის და პატრონობისთვის, მაგრამ ჩემი აღმზრდელი დედა ყოველთვის დისტანციურად და ცივად მექცეოდა. ასეთი ხასიათი აქვს, უბრალოდ. ამას დაერთო ისიც, რომ ვიპოვე ჩემი დაბადების მოწმობის საბუთი, რომელსაც შეუიარაღებელი თვალითაც ეტყობოდა, რომ ის ყალბია. დაბადების მოწმობაში, იქ, სადაც ბეჭედი და ხელმოწერა უნდა ყოფილიყო, ცარიელი ადგილია. იმ საბუთის მიხედვით, მე ჩემი აღმზრდელების შვილი ვარ. როდესაც დაბადების მოწმობა ვნახე, გადავწყვიტე, ნოტარიუსთან წავსულიყავი და მისთვის მეჩვენებინა. ჩემი ეჭვი გამართლდა, მანაც დაადასტურა, რომ საბუთი ყალბია. რამდენიმეჯერ ვცადე და ჩემს აღმზრდელებთან საუბარი დავიწყე ჩემს მშობლებზე, დავსვი კითხვა, ვარ თუ არა აყვანილი-მეთქი, მაგრამ, სიტყვას ბანზე მიგდებდნენ. ასე გაგრძელდა მანამდე, სანამ ჩემს აღმზრდელს სერიოზულად არ დაველაპარაკე და არ მოვითხოვე, სიმართლე ეთქვა, ნაშვილები ვიყავი თუ არა. მან აღარ დამიმალა და გამიმხილა, რომ ჩაჩავას სახელობის სამშობიარო სახლიდან ამიყვანეს, რომ ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ ჩემზე უარი თქვა და მათ მიშვილეს. ამჟამად, მე თვითონაც ოჯახი მაქვს და ორი გოგო მეზრდება. ძალიან მინდა, ბიოლოგიური დედის პოვნა, რადგან გამორიცხული არ არის, ძმა ან დაც მყავდეს და სისხლის აღრევის მეშინია. მომავალზე ვფიქრობ.

– კიდევ რა ინფორმაციას ფლობთ დედის შესახებ? მისი გვარი და სახელი თქვენთვის უცნობია, რაც ძალიან გაართულებს მის პოვნას, აქამდე თუ გიცდიათ მისი მოძებნა?

– ბიოლოგიური დედის სახელი და გვარი არც ჩემმა აღმზრდელებმა იციან. რისი გაგებაც მის შესახებ მოვახერხე, ეს მისი ისტორია: ვიცი, რომ იგი სასწავლებლად იყო ჩამოსული თბილისში და მაშინ, როდესაც მე გამაჩინა, სტუდენტი გოგონა, დაახლოებით 17-18 წლის იყო. ჩემი ბიოლოგიური მამა, რამდენადაც ვიცი, ლექტორი ყოფილა და მას დედაჩემი შეუცდენია. ამის გამო გადაწყვიტა ალბათ, ჩემი გაშვილება. ყოველ შემთხვევაში, მე მიზეზად სწორედ ეს მიმაჩნია. ძალიან ბევრი მიფიქრია ამ საკითხთან დაკავშირებით, არ ვიცი, რატომ, მაგრამ მამის პოვნა სულ არ მინდა. დამოუკიდებლად ვერ მოვახერხე დედის პოვნა, მიუხედავად ჩემი არაერთგზის ცდისა. ვიყავი მისული სამშობიარო სახლის არქივშიც, სადაც მითხრეს, რომ ასეთი სახის ინფორმაციის გაცემის უფლება მათ არ აქვთ. თუმცა, აღნიშნეს, რომ სრული უფლება მაქვს, რომ დედა ვეძებო. მოვახერხე იმის გაგებაც, რომ შესაძლებელია, ჩემი დაბადების მოწმობის ასლი ან დედანიც კი, სამგორის უბნის, ქინძმარაულის ქუჩის ინსპექტორს ჰქონდეს. მაგრამ, მე მხოლოდ მისი სახელი ვიცი, მას თამაზი ერქვა. ვერც ის ინსპექტორი ვიპოვე. ნამდვილად ვეცადე მეპოვნა დედა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ისევ თქვენი იმედი მაქვს.

– თქვენმა აღმზრდელებმა თუ იციან, დედას რომ ეძებთ და რა რეაქცია აქვთ ამასთან დაკავშირებით?

– წინააღმდეგნი არ არიან, იციან, რომ დედას ვეძებ. მართალია, მან მე მიმატოვა, მაგრამ რატომღაც ვპატიობ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, საამისოდ მიზეზი ჰქონდა. აღმზრდელ მშობლებს ჩემი ესმით და იციან, რა მამოძრავებს, რომ სისხლის აღრევისაც მეშინია.

– რა მიზეზით ეძებთ დედას, რომელმაც სამშობიარო სახლშივე მიგატოვათ და რაზე ამყარებთ მისი პოვნის იმედებს, თქვენი ისტორია ხომ ინფორმაციულად ძალიან მწირია?

– იმედი მაქვს, დედაჩემი წაიკითხავს ამ სტატიას. ბებიასგან ვიცი, რომ ფიზიკურად დედაჩემს ვგავარ. ის თურმე გამხდარი, შავგვრემანი გოგო ყოფილა, ეროვნებით უფრო ქართველი მგონია. მან ხომ მაინც იცის, როდის გამაჩინა და რომელ სამშობიაროში. დარწმუნებული ვარ, შეიძლება, მასაც უნდა ჩემი პოვნა. თურმე, როდესაც ჩემს აღსაზრდელებს მივყავდი, მას უტირია და უთქვამს, ხანდახან ვინახულებ, თუ შეიძლებაო. არც ერთ დედას არ დაავიწყდება შვილი. შეუძლებელია, მასზე არ იფიქროს. იმედია, ჩვენც ვიპოვით ერთმანეთს.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

ნატალია მახარაშვილი


скачать dle 11.3