კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფორბსმა“ მოსკოვის უძვირესი სახლები დაასახელა


გავლენიანი ამერიკული ჟურნალის, „ფორბსის“ რუსულმა ვერსიამ მოსკოვის ყველაზე ძვირი სახლების რეიტინგი შეადგინა. რუსული სახლების ტოპ-ათეული 90 ათასი გაყიდვის განცხადების მიხედვით შედგა. მოსკოვის ყველაზე ძვირიანი სახლების რეიტინგში პირველ ადგილზე 7-სართულიანი აგურის სახლი გავიდა, რომელიც პოჟარსკიზე მდებარეობს. ამ ახლადაშენებულ სახლში ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ღირებულება 47,8 ათასი დოლარია, ხოლო საცხოვრებელი ფართების მოცულობა 81-დან 397 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს. მეორე ადგილზე მალაია ბრონნაიას ქუჩაზე მდებარე 12-სართულიანი მონუმენტური სახლი გავიდა. აქ ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ფასი 44,8 ათასი დოლარია, ბინების ფართობი კი 123-დან 273 კვადრატულ მეტრამდეა. ლიდერთა სამეულს 6-სართულიანი სახლი ასრულებს, რომელიც ბოლშაია გნეზდინსკაიაზე მდებარეობს, ტვერის ქუჩის მახლობლად. აქ კვადრატული მეტრის ფასი 41,3 ათასი დოლარია, ბინების მოცულობა კი 118-დან 290-მდე კვადრატული მეტრია. 2009 წლის ბოლოს რუსული ბაზრის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დაწყებიდან რუსეთის დედაქალაქში ელიტარული ბინების ფასები 19 პროცენტით დაეცა, რაც საშუალოდ კვადრატულ მეტრზე 16,6 ათასი დოლარია, ხოლო მეორად ბაზარზე ფასები 15 პროცენტით, ანუ 22,7 ათასი დოლარით შემცირდა. გარდა ამისა, მოსკოვში სამჯერ ნაკლები ძვირად ღირებული ახალი სახლი შენდება. 2009 წლის ბოლო კვარტალში მხოლოდ 1 100 ელიტარული ბინა გაიყიდა, რაც გასაყიდად გამოტანილი საცხოვრებელი სახლების მხოლოდ 13 პროცენტია.


скачать dle 11.3