კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩინეთი მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორია


ჩინური საქონლის ექსპორტი 2009 წლის დეკემბერში 17,7 პროცენტით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთმა გერმანიას გადაასწრო და მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა. ეს ჩინური ექსპორტის მოცულობის პირველი მატებაა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რადგან 13 თვის განმავლობაში ამ ქვეყნის ექსპორტი იკლებდა. ჩინური ახალი ამბების სააგენტო, „სინხუას“ ინფორმაციით, 2009 წელს ჩინური საქონლის ექსპორტმა 1,2 ტრილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა, საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობა 2009 წლის განმავლობაში 13,9 პროცენტით დაეცა.

ანალიტიკოსების აზრით, ეს მაჩვენებელი ჩინეთის კონკურენტების მხრიდან ამ სახელმწიფოს ეროვნული ვალუტის იუანის დევალვაციის აუცილებლობის საკითხს აყენებს. 2009 წელს ჩინური ექსპორტის მოცულობა მიზანმიმართულად ეცემოდა მთელი წლის განმავლობაში და ამის მიზეზად გლობალური ეკონომიკური კრიზისი და სამომხმარებლო საქონელზე ფასების დაცემა სახელდებოდა, თუმცა, 2009 წლის დეკემბერში ვარდნა მოულოდნელად შეწყდა და ჩინურმა ექსპორტმა ერთი თვის განმავლობაში 130,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2008 წლის იმავე პერიოდის მონაცემებზე 18 პროცენტით მეტია. საბოლოო ჯამში, იმის დადგენა, მართლაც შეძლო თუ არა ჩინეთმა გერმანიის გადასწრება, რომელიც მსოფლიოში პირველ ექსპორტიორად მიიჩნევა, თებერვალში გახდება შესაძლებელი, როცა ამ ევროპული სახელმწიფოს ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ოფიციალური სტატისტიკა გამოქვეყნდება.


скачать dle 11.3