კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი


ფრიად საინტერესო პიროვნება, ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ფხიანი ბიზნესმენი, რომელიც პლანეტის ყველაზე შეძლებულ და გავლენიან ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება – მსოფლიო ეკონომიკის ანალიტიკოსები უღრუბლო და წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ მას და რთულია არ დაეთანხმო, მარკ ცუკერბერგის სახელი ხომ პლანეტის თითქმის ყოველმა მეორე მოსახლემ იცის. სწორედ მის სახელს უკავშირდება დღესდღეობით საქართველოში საოცრად პოპულარული სოციალური ქსელის – „ფეისბუქის“ წარმატება. 25 წლის მარკი ამჟამად 2 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს ფლობს და „ფორბსის“ მილიარდერთა 2009 წლის რეიტინგში ის მხოლოდ იმიტომ ვერ მოხვდა, რომ მარტში გამოქვეყნებულ მონაცემებში, ეკონომიკური კრიზისის გამო, მისი ქონება სულ რაღაც 700 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

მარკ ცუკერბერგი ებრაულ ოჯახში, უაით ფლეინსში, ნიუ-იორკის შტატში, 1984 წელს დაიბადა. მარკი ნიუ-იორკის გარეუბან დობს ფერიში იზრდებოდა სტომატოლოგ მამასთან და ფსიქიატრ დედასთან ერთად. იგი ბავშვობიდან იყო დაინტერესებული კომპიუტერული პროგრამირებით. ჯერ კიდევ მაღალ კლასებში სწავლისას, მეგობართან ერთად შექმნა „ვინამპ პლეიერის“, მუსიკალური და ვიდეო ფაილების პერსონალურ კომპიუტერზე გამშვები პროგრამის დამატება. ის იმახსოვრებდა მომხმარებლის მუსიკალურ მოთხოვნილებებს და თვითონ აყალიბებდა შესაბამისი სიმღერებისგან შემდგარ ფლეილისთს. ეს დამატება ახალგაზრდებმა ინტერნეტში განათავსეს და სულ მალე, ცუკერბერგით პროგრამული გიგანტები – „აოლი“ და „მაიკროსოფტი“ დაინტერესდნენ.

2004 წლის თებერვალში მარკმა გახსნა „ფეისბუქის“ პირველადი ვარიანტი „ზიფეისბუქ.ქომი“. საიტის გახსნიდან ორი კვირის თავზე, მასზე დარეგისტრირებული იყო ჰარვარდის სტუდენტების ნახევარი. საიტის მხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის, მარკს მისი სტუდენტური ოთახის მეზობლები – დასტინ მოსკოვიცი და კრის ჰიუჯესი ეხმარებოდნენ. „ზი ფეისბუქ.ქომი“ ნელ-ნელა ვითარდებოდა და გახსნიდან 6 თვის შემდეგ, ფასიან ჰოსთინგზე გადავიდა. გარდა ამისა, საკუთარი გვერდების გახსნით, ჰარვარდის გარდა სხვა უნივერსიტეტებიც დაინტერესდნენ და 2004 წლის ზაფხულის ბოლოსთვის მარკის საიტი ამერიკის 30-მდე უნივერსიტეტის სტუდენტებს ემსახურებოდა.

2004 წლის შემოდგომაზე მარკი და მისი მეგობრები კალიფორნიაში, პალო ალტოში, ინოვაციური კომპანიების სამშობლოში გაემგზავრნენ, სადაც შეხვდნენ პიტერ ტილს, გადახდის სისტემა „პეიპალის“ დამაარსებელს და ასევე „ქლარიუმ ქეპიტალ“ ფონდის პრეზიდენტს. ახალგაზრდებმა დააინტერესეს ტილი თავისი პროექტით და მოლაპარაკებიდან ოთხი საათის შემდეგ, ტილმა 500 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა „ზი ფეისბუქ.ქომში“. ცუკერბერგმა გადაიფიქრა ჰარვარდში დაბრუნება და პალო ალტოში იქირავა ოფისი, სადაც განათავსა კიდეც თავისი საიტის სამუშაო ჯგუფი. მალე საიტის მომხმარებელთა რაოდენობამ 5 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. მარკის საიტის მთავარი განსხვავება სხვა სოციალური საიტებისგან ის იყო, რომ მისი საშუალებით მომხმარებლებს შეეძლოთ ინფორმაციების გაცვლა, მაშინ, როდესაც იდენტურ „მაისფეისზე“, შესაძლებელი იყო მხოლოდ მეგობრის გვერდის დათვალიერება.

2006 წელს „ფეისბუქმა“ კიდევ ერთი სერიოზული გარღვევა მოახდინა. კომპანიის მიერ გაიხსნა სერვისი პროფესიული საზოგადოებისთვის და ცუკერბერგის პირველი კლიენტები „მაკდონალდსი“ და „ცეერუ“ გახდნენ. აღსანიშნავი ფაქტია, რომ 2006 წელს მარკ ცუკერბერგმა კინაღამ გაყიდა თავისი საიტი. კომპანია „იაჰუ“ ერთ მილიარდ დოლარს სთავაზობდა „ფეისბუქში“, მაგრამ ბოლო მომენტში, ცუკერბერგმა გადაიფიქრა.

ამჟამად საიტის მთავარი შემოსავალი „მაიკროსოფტთან“ დადებული ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზე, 2011 წლამდე ბილ გეითსის კომპანია ფლობს ბანერების განთავსების უფლებას. სხვათა შორის თანხა, თუ რამდენს იღებს ცუკერბერგის კომპანია, არ სახელდება, მაგრამ ექსპერტების ვარაუდით, ის რამდენიმე მილიარდი დოლარია.

დღევანდელი არაოფიციალური მონაცემებით „ფეისბუქის“ ღირებულება 15 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანიის შტაბბინა პალო ალტოშია განთავსებული, ხოლო ფილიალები – მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში: ნიუ-იორკში, ლონდონში, მოსკოვში, ტოკიოში... „ფეისბუქის“ აქციების უდიდესი პაკეტის, 27 პროცენტის, ანუ 4 მილიარდის მფლობელი კი მარკ ცუკერბერგია, რაც მას ხდის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად მსოფლიოში. თუმცა, თვითონ ცუკერბერგი ირწმუნება, რომ მის ანგარიშზე გაცილებით ნაკლები თანხაა – 2 მილიარდამდე დოლარი.


скачать dle 11.3