„თბილისელების“ სამზარეულო
სპაგეტი სოკოთი
საჭირო ინგრედიენტებია: 400 გრამი სოკო, 2 ხახვი, 2 კბილი ნიორი, 3 კონა კამა, 400 გრამი სპაგეტი, 2 სადილის კოვზი ზეთი, 150 გრამი მაიონეზი, 80 გრამი გახეხილი ყველი, შავი პილპილი.
მომზადების წესი: აადუღეთ 1 ლიტრი წყალი, ჩაუმატეთ მარილი და მოხარშეთ მასში სოკო. გადმოწურეთ. ბულიონი არ გადაღვაროთ.
ხახვი და ნიორი დაჭერით ძალიან წვრილად. მწვანილი გარეცხეთ. ცოტა შეაშრეთ და დაჭერით.
სპაგეტი მოხარშეთ მარილწყალში და გადაწურეთ. დიდ ტაფაზე დაასხით ზეთი. მოშუშეთ მასზე ხახვი, ნიორი, სოკო. დაასხით სოკოს ბულიონი. დაუმატეთ მაიონეზი და შუშეთ კიდევ 5 წუთს. ძალიან დაბალ ცეცხლზე. ცხელივე მოასხით სპაგეტს. მოაყარეთ გახეხილი ყველი, დაჭრილი კამა, შავი პილპილი და აურიეთ.