აიდამ ისევ „გაიძრო“
იტალიის ნაკრების მცველის, მატეო ფერარის ცოლყოფილი, აიდა იესეპიცა, მშობიარობის შემდეგ სამოდელო ბიზნესს ჩამოშორდა, რადგან წონაში საკმაოზე მეტი მოიმატა. ვენესუელელ მოდელს პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას ურჩევდნენ, რადგან არავის ეგონა, თუ იგი ჩვეულ ფორმას დაიბრუნებდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, იესეპიცამ ისევ გაიხადა. აიდა რომში ცხოვრობს და ვერ გეტყვით, ეს რომის მერის ნაკარნახევი დიეტით მოახერხა თუ თავად იცის რაიმე საიდუმლო, მაგრამ ფაქტია – მან ზედმეტი 12 კილო „გააქრო“.
– მგონი, ყველას დავუმტკიცე, რომ სილამაზე არ იკარგება, უბრალოდ, მას გაფრთხილება სჭირდება. მე მოდელობას კიდევ რამდენიმე წელი ვაპირებ, მაგრამ სანამ პოდიუმზე ვიქნები, შვილს აღარ გავაჩენ, – განაცხადა აიდამ.