კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედოფალს რინგზე აბრუნებენ


სტეისი კეიბრელი ის ქალია, ვინც წლების წინ თავს მოდელობით ირჩენდა, მერე საკუთარი სხეულის გაკაჟება დაიწყო და, საბოლოოდ, რინგზე აღმოჩნდა. მართალია, სტეისი ძირითადად საჩვენებელ შოუებში იღებდა მონაწილეობას, ისეთებში, რომლებშიც რინგზე გასული მოჩხუბრები ერთმანეთს ხალხის დასანახავად სცემენ, სინამდვილეში კი ცდილობენ, მაქსიმალურად ნაკლები ავნონ, მაგრამ სპორტის ეს სახეობა ამერიკაში ძალიან პოპულარულია და გულშემატკივრები არც სტეისის აკლდა. ორი წლის წინ კეიბრელმა კარიერა დაასრულა აქაოდა, აღარ შემიძლია, მუდმივად ფორმაში ვიყოო, თუმცა საახალწლოდ ერთ-ერთი ჟურნალისთვის ტანისამოსი შემოიძარცვა და მაშინვე რინგზე დაბრუნება შესთავაზეს.

– ის ისევ საუცხოო ფორმაშია და თამამად შეუძლია, ძველებურად იჩხუბოს. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა რინგის დედოფალი დავაბრუნოთ, – ასეთია სანახაობრივი ჩხუბის ფედერაციის წარმომადგენელთა განცხადება.

თავად სტეისი შეთავაზებით მოიხიბლა და ახლა მხოლოდ იმაზე დარდობს, ჩხუბი და საქმიანობა ერთმანეთს როგორ შეუთავსოს. უკვე მეორე წელია, იგი ერთ-ერთ კომპანიაში მენეჯერად მუშაობს და, როგორც ამბობენ, დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს, თუმცა, მუდმივად იმაზე წუწუნებს, რომ ხელფასი არ ჰყოფნის. ჰოდა, რინგზე დაბრუნება მისთვის დამატებითი შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იქნება.


скачать dle 11.3