კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დავიბრუნოთ მხნეობა!


რა თქმა უნდა, სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში, ერთხელაც არ გივარჯიშიათ, ღამის თენებამაც რამდენჯერმე მოგიწიათ და ვერც გემრიელ და ნოყიერ დელიკატესებზე თქვით უარი. ყოველივე ამან კი, ცხადია, თავისი ბეჭედი დაასვა თქვენს მხნეობას: გრძნობთ მოთენთილობას, სიმძიმეს, ხალისიანი განწყობაც სადღაც გაქრა. ვეღარც სახლის საქმეებს აბამთ თავს და სამსახურშიც გეზარებათ სიარული... ერთი სიტყვით, დასვენებით, დროსტარებითა და მსუყე კვებით დაიღალეთ. ეს მდგომარეობა არავისთვის არაა უცხო, მით უმეტეს, ასეთი ხანგრძლივი სადღესასწაულო დღეების შემდეგ. არადა, ცხოვრება სადაგ დღეებს დაუბრუნდა, თქვენს გასაკეთებელ საქმეს კი სხვა ნამდვილად ვერ გააკეთებს, როგორც არ უნდა გეზარებოდეთ და არ შეგეძლოთ. ამიტომ, ერთადერთი გზა დაგრჩენიათ: აღიდგინოთ ენერგია, ხალისი, განწყობა, რის მისაღწევადაც, მთავარია, არც კი გაიფიქროთ ყველაფრის დამანგრეველი ფრაზა: „ამის გაკეთება მეზარება!“

მერე რა, რომ ჯერ კიდევ ბნელა. ადექით დილის 7 საათზე. თუ ამის საშუალება გაქვთ, გაისეირნეთ ველოსიპედით, 15-20 წუთი სეირნობა ისეთ ხალისს შეგმატებთ, თავადაც გაგიკვირდებათ. შემდეგ კი მიიღეთ შხაპი და სამსახურში წასასვლელად მოემზადეთ. თუ ველოსიპედი არ გაქვთ, ფეხით გაისეირნეთ – დილის მოციონი ენერგიით აგავსებთ. თუ ამის გამო ოჯახის წევრებისთვის საუზმის მომზადება ვერ მოასწარით, არც ამაზე ინაღვლოთ – თვითონ მიხედავენ თავს, ნუ გეშინიათ, მშივრები არ დარჩებიან.

შოპინგზე არანაკლები ფსიქოთერაპიაა სილამაზის სალონში კოსმეტოლოგთან და სტილისტთან ვიზიტი – ვერც კი წარმოიდგენთ, ისე მოგეხსნებათ დაღლილობა და დაძაბულობა. თანაც, მართლაც საოცარი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ კარგად გამოიყურები და ქუჩაში მამაკაცები თვალს გაყოლებენ.

ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში თქვენთანაც ბევრი სტუმარი მოვიდა, თავადაც ბევრგან იყავით სტუმრად და, შესაბამისად, სტუმარ-მასპინძლობის ეს სასიამოვნო სიტუაციები ერთგვარად მობეზრებულიც კი გავქთ. ამიტომ, შეეცადეთ, საღამოები სახლში გაატაროთ და კვლავ თქვენი სხეულის „გამოფხიზლებაზე“ იზრუნოთ: ნახევარი საათის განმავლობაში ფეხით ისეირნეთ, შემდეგ ისევ შხაპი მიიღეთ, წამოწექით ტახტზე ტელევიზორის წინ და თქვენს საყვარელ გადაცემას უყურეთ.

შეეცადეთ, არაფერზე აიშალოთ ნერვები, უყურეთ ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით (ცისფერიც შეიძლება), შეეცადეთ, ოჯახის წევრებში (განსაკუთრებით – ქმარში) აღმოაჩინოთ რაც შეიძლება ბევრი კარგი თვისება და დღეში სამჯერ მაინც უთხრათ საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც: „სიცოცხლე მშვენიერია!“, „ყველაფერი კარგად იქნება!“ და, მერწმუნეთ, ძალიან მალე მართლაც ყველაფერი კარგად იქნება!

ეფექტი გაორმაგდება, თუ კვირაში ორჯერ (ან ერთხელ მაინც) შეძლებთ აუზზე წასვლას.

და, კიდევ ერთი დეტალი: თქვენი ორგანიზმის სრული რელაქსაციისთვის აუცილებელია, მოიწესრიგოთ ძილი. თუ გაქვთ იმის საშუალება, რომ შუადღეზე ერთი საათით მაინც წათვლიმოთ, ხომ კარგი, თუ არა და, შეეცადეთ, ღამის ძილი გაიხანგრძლივოთ. დღისით დახარჯული ენერგიის აღსადგენად მოზრდილმა ადამიანმა დღე-ღამეში მინიმუმ 7 საათი უნდა იძინოს. კიდევ შეგახსენებთ: ოჯახის წევრების ნუ მოგერიდებათ, რადგან ეს აუცილებელია თქვენთვის და, აქედან გამომდინარე – მათთვისაც.


скачать dle 11.3