კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰაიმორიტის დროს იმუნიტეტის გასაძლიერებლად თაფლი ჭამეთ


ჰაიმორიტი ცხვირის დანამატი ღრუს ანთებაა. ღრუში გროვდება ჩირქი, ადამიანი იტანჯება თავის ტკივილით, აქვს ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი. ეს დაავადება ძირითადად ზამთარში მწვავდება.

ჰაიმორიტის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოხდეს ღრუს გამორეცხვა და გასუფთავება, ჩატარდეს ანტიბაქტერიული თერაპია. სხვათა შორის, ამ პროცედურის ჩატარება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. კერძოდ, ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელსაც ნებისმიერ აფთიაქში შეიძენთ, შეათბეთ ოთახის ტემპერატურამდე და გამოირეცხეთ ცხვირის ღრუ. ცხვირის ნესტოთი შეისრუტეთ ხსნარი ჯერ მარცხენა, შემდეგ მარჯვენა ნესტოთი და გადახარეთ თავი ხან მარცხნივ, ხან – მარჯვნივ. შედეგად, დაგროვილი ჩირქი გათხელდება და ღრუდან გამოიდევნება. ასევე, საჭიროა სითბური პროცედურების გაკეთებაც. გააცხელეთ ტაფაზე ჩვეულებრივი სუფრის მარილი, ჩაყარეთ ქსოვილის ტომსიკაში და დაიდეთ ცხვირზე. ის ანთების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და სამკურნალო თვისება გააჩნია.

იმ შემთხვევაში, თუ ჰაიმორიტი გამწვავდა, გაქვთ მაღალი ტემპერატურა და შეტევითი ხასიათის თავის ტკივილი, მაშინ აუცილებელი და საჭიროა ანტიბიოტიკების მიღება.

ჰაიმორიტის მწვავე პერიოდში ზემოთ აღნიშნული პროცედურის ჩატარება აუცილებლად შვებას მოგგვრით. ჰაიმორიტის დროს იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ასამაღლებლად აუცილებლად მიირთვით დღეში სამი-ოთხი სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი, ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.


скачать dle 11.3