როგორ აღმოაჩინეს ჰომოსექსუალი პატიმრის უკანალში ფოლადის ხერხი და ორმოცი მეტრის კაპრონის თოკი
ორმოცი წელი ვიმუშავე სასჯელაღსრულების სისტემაში და დღე არ გავიდოდა, რომ კურიოზი არ მომხდარიყო. გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებია და სამუშაოდ ციმბირის ქალაქ ნოვოკუზნეცკის მკაცრი რეჟიმის ციხეში გადამიყვანეს. ეს საპყრობილე ნიკოლოზ მეორეს დროს ააშენეს და საბჭოთა კავშირში ყველაზე მაღალი იყო. შვიდსართულიანი ციხის ბოლო სართულზე ქურდები იყვნენ მოთავსებული და მეც იქ გამამწესეს. ამ კორპუსის ¹88 საკანში ცნობილი ქურდი ანტონ გერასიმოვი, მეტსახელად „ბიტი“ იჯდა. მას 15 წელი ჰქონდა მისჯილი და მკაცრ იზოლაციაში იმყოფებოდა. „ბიტის“ მთელი მომსახურე პერსონალი ჰყავდა, რომელიც ადგილობრივი პატიმრებისგან შედგებოდა. ისინი მას ტანისამოსს ურეცხავდნენ, ფეხსაცმელებს უწმენდნენ, საჭმელს უმზადებდნენ. ერთი სიტყვით, „ბიტი“ ლორდივით ცხოვრობდა. თუმცა, ყოველი შესვლისას მის მსახურებს საგულდაგულოდ ვჩხრეკდით, რომ გაქცევისადმი მიდრეკილი ქურდისთვის ისეთი ნივთი არ შეეტანათ, რაც მას გაქცევაში შეუწყობდა ხელს. „ბიტის“ მოსამსახურეებში განსაკუთრებით ლენა და ლუდა გამოირჩეოდნენ. ისინი გიგანტური აღნაგობის მამაკაცები იყვნენ და ქალის სახელები ჰომოსექსუალობის გამო ერქვათ. ლენა და ლუდა ქურდის ჰიგიენაზე ზრუნავდნენ და მის სამოსს უვლიდნენ. ერთ მშვენიერ დღეს, ლენამ და ლუდამ, „ბიტის“ სამოსი ამოუტანეს და, სანამ საკანში შევუშვებდით, ჩხრეკაზე დავაყენეთ. მათ აკრძალული არაფერი აღმოაჩნდათ და უკვე „ბიტისთან“ უნდა შეგვეშვა, რომ ლენამ გაზები გამოუშვა შემდეგ უკანალზე იტაცა ხელი და საშინლად აღრიალდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ლენას უკანალში სამი ცალი ფოლადის ხერხი და ფოლადისავე კაუჭი აღმოაჩნდა, რომლებიც „ბიტისთან“ მიჰქონდა, მას კი ფოლადის გისოსები უნდა გადაეხერხა. შემდეგ თოკი გამოება კაუჭზე და ამ გზით ციხიდან გაქცეულიყო. ორმოცი მეტრის წვრილი, გამძლე კაპრონისგან დამზადებული თოკი უკვე ლუდას უკანალში აღმოვაჩინეთ და ასე აღვკვეთეთ „ბიტის“ გაქცევის მცდელობა ციხიდან...
პოლკოვნიკ ომარ ლაშხის ნაამბობის მიხედვით მოამზადა
ნიკა ლაშაურმა