“იმიჯ-ცენტრის„ მოდელები ახალ მწვერვალებს იპყრობენ
„იმიჯ-ცენტრის“ მოდელი, თეონა თევდორაშვილი, ძალიან ცნობილმა და პრესტიჟულმა სამოდელო სააგენტომ – „სთაილ მოდელ მენეჯმენტმა“, სათანამშრომლოდ მიიწვია. თეონა ჰონკონგსა და შანხაიში ხუთთვიანი სამოდელო კონტრაქტით გაემგზავრა. მისთვის 2009 წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: მან რამდენიმე ქვეყნის შიდა კონკურსი მოიგო და ვიცე-მის საქართველოს ტიტულის მეოთხე მფლობელიცაა. ეს ხუთი თვე თეონასთვის ძალიან დატვირთული, მაგრამ საინტერესო იქნება.