კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოინადირა აჩი არველაძემ მომავალი მეუღლის გული და რატომ მოხვდა ის საავადმყოფოში


აჩი არველაძის ცოლს თუ მოუსმენთ, მისი ქმრისნაირი მამაკაცი, ალბათ, ყველა ქალმა უნდა ინატროს, რომელიც არ სვამს, სახლში არ „ბუინობს“, საქმეზე წასული სხვაგან არ გაუხვევს, ოჯახისთვის დღე და ღამე ფუტკარივით შრომობს და ცოლს საყვედურებით ყურებს არ უჭედავს. ვერ გეტყვით, ამ იდეალური ცოლქმრობის უკან რა იმალება, მაგრამ საფეხბურთო სკოლის დირექტორის ოჯახში სტუმრობისას ნამდვილად იგრძნობთ სიმშვიდეს და კომფორტს, რასაც მისი მშვენიერი ცოლი და სამი შვილი ქმნიან.


– თინიკო, სად გაიცანით ერთმანეთი და რით მოგხიბლათ მომავალმა ქმარმა?

– ჩემი სამეგობროდან პირველი სოფო ლეკიშვილი გათხოვდა და მე და აჩიმ ერთმანეთი მის ქორწილში გავიცანით. სოფოს და აჩის დედები მეგობრობენ. შოთი, მისი ცოლი, თამუნა და აჩი მცირე დროით იყვნენ ჩამოსულები თურქეთიდან და რეზისთან ერთად მოვიდნენ. არ შეიძლებოდა, მათთვის ყურადღება არ მიგექცია. მახსოვს, ძმებმა არაჩვეულებრივად იცეკვეს. ის ნახევარი საათი ძალიან ემოციური იყო. აღმოჩნდა, რომ მაშინ მოვეწონე. თუმცა, იმ დღეს ერთმანეთს არ დავკონტაქტებივართ. აჩის დედასთან მამიდაჩემიც მეგობრობს. როგორც მერე მისგან გავიგე, ვიღაცეებისთვის გამოუკითხავს ჩემზე, ვინ არისო. აჩის შორიდან ვიცნობდი, მაგრამ არა, როგორც ფეხბურთელს, არამედ, როგორც კიჭასა და თამრიკოს შვილს, რეზის ძმას. ქორწილის შემდეგ ჩემმა მეგობარმა, რომელიც, ასევე, მისი მეგობარია, დამირეკა და მითხრა, აჩის ძალიან მოეწონე და თუ წინააღმდეგი არ იქნები, მოვალთო და მოვიდნენ.

– როგორც ჩანს, შენც მოგეწონა, ასე ადვილად რომ დასთანხმდი.

– თავიდანვე იმდენად დადებითი მუხტი წამოვიდა მისგან, რომ პრობლემა არ მქონია. ერთხელ, ჩვენ სამნი სადღაც წავედით და იქ ბევრი გვაცინა. გაირკვა, რომ ერთმანეთი მოგვწონდა. მერე ძმები არველაძეები ისევ თურქეთში წავიდნენ სათამაშოდ. ერთმანეთს წერილებს ვწერდით, ჩამოდიოდა. რა მომენტში შემიყვარდა, ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ თურქეთში რომ წავიდნენ, უკვე იყო გრძნობა. ხომ იცი, თუ ნამდვილია გრძნობა, ურთიერთობას ამყარებს, თუ არადა, ადვილად ხვდები, რომ აღარ გინდა.

– ოჯახი რომ იქმნება, მერე საპირისპიროს ვაწყდებით. რა აღმოაჩინე ახალი აჩიში, რაც მანამდე არ იცოდი?

– უარყოფითი არაფერი აღმომიჩენია. პირიქით, ჩვენი ამდენწლიანი ურთიერთობის განმავლობაში, სულ უფრო მეტ დადებითს ვხედავ მასში. საერთოდ, ძალიან ბევრი ტრავმა აქვს მიღებული, ბევრი იწვალა, ფეხბურთი რომ ეთამაშა. 16 წლისას უმძიმესი ოპერაცია გაუკეთეს, რომლის შემდეგაც ვეღარ თამაშობდა. მასში დავინახე საოცარი ნებისყოფა – როგორ გააკეთა ყველაფერი, შეიძლება ითქვას, შეუძლებელიც კი, რომ ისევ 12 წელი ეთამაშა. უნდოდა და თამაშობდა, თუმცა მიზნის მიღწევა ნერვებისა და უდიდესი შრომის ფასად დაუჯდა. რომ არა ეს ნებისყოფა, შეიძლება, ის წლებიც ვერ ეთამაშა.

– რომ არ ყოფილიყო აჩი არველაძე შეძლებული ოჯახის შვილი, წარმატებული, პოპულარული და ფინანსურად გამართული ფეხბურთელი, გაჰყვებოდი ცოლად? ვაღიაროთ ქალებმა, რომ მხოლოდ გრძნობაზე დამყარებული ოჯახი, რომლის იქით სხვა არაფერია, არ გვაინტერესებს. ესეც ხომ გარკვეულ როლს თამაშობს ურთიერთობაში?

– ჩვენ იმ ასაკში ვიყავით, როცა ამაზე არ ფიქრობ. იმდენად სუფთა იყო ჩვენი გრძნობა, რომ რა იქნებოდა მომავალში, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, არ მაინტერესებდა. ისეთი ადამიანია, რომ მისი იმედი ყველაფერში მაქვს. მასთან ერთად ვიცხოვრებდი ისე, როგორც იქნებოდა. ალბათ, მეც შევძლებდი, რაღაც გამეკეთებინა და აჩიც აუცილებლად რაღაცას გააკეთებდა. ვიცხოვრებდით ისე, როგორც ყველა, ვინც ფეხბურთს არ თამაშობს და არ აქვს დიდი შემოსავალი. არ მგონია, ეს პრობლემა ყოფილიყო.

– შეეგუებოდი, მაგალითად მასთან ერთად სადმე, გარეუბანში ხრუშჩოვკის ოროთახიან ბინაში, აი ამ კომფორტის გარეშე გეცხოვრა, რაც ახლა გაქვთ?

– ჩვენ ამ სახლში მას მერე ვცხოვრობთ, რაც აჩიმ ფეხბურთის თამაში დაამთავრა და თბილისში ჩამოვედით. ეს სახლი რვა წლის განმავლობაში შენდებოდა. მანამდე რომ ჩამოვდიოდით, ყველა ერთად ვცხოვრობდით დოლიძეზე, მისი მშობლების ბინაში, სადაც ოთხი ოთახია. თუმცა, ეს ჩამოსვლები ყოველთვის ხანმოკლე იყო – თვე ან თვე-ნახევარი. რა თქმა უნდა, ამას თავისი მინუსები ჰქონდა, თვითონ დრო იყო ისეთი, შუქი, გათბობა, გაზი, არაფერი არ იყო, მაგრამ მაინც კარგად მახსენდება. ხელს გვიწყობდნენ, რომ იმ სიტუაციაშიც კომფორტულად გვეგრძნო თავი. სივიწროვე იყო, ვერაფერს ვალაგებდით, ბევრი ნივთი ჩემოდნებში გვქონდა. თამრიკო კარადებს გვითავისუფლებდა, რომ ტანსაცმელი შეგვეკიდა. ესენი მიჩვეულები იყვნენ „ზბორებს“, ხალხმრავლობას, ყველას თავისი მომსვლელი ჰყავდა და მათთვის პრობლემა არ იყო. მათი არაჩვეულებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ყველანაირი სიტუაციის გაიოლება შეუძლიათ. მათ გვერდით ყველაფერზე შეიძლება გაიცინო და უარყოფით რაღაცეებსაც კი სხვა კუთხით შეხედო. მოკლედ, არაჩვეულებრივი პერიოდი იყო.

– ჰო, მართლა, ჩემოდნებსა და ნივთებზე გამახსენდა. ალბათ, ისეთი პერიოდიც ყოფილა, როცა ჩანთაში ნივთების ჩალაგება და მისგან წამოსვლა დაგიპირებია. არასდროს გამოსულხარ წყობიდან?

– როგორც ყველა ოჯახი, ჩვენც მოგვსვლია ჩხუბი, მაგრამ ისე შორს არასდროს წასულა, სახლიდან წასვლის სურვილი რომ გამჩენოდა. ასე არ გავბრაზებულვარ. თუ ის მაბრაზებს, ვცდილობ, სიტუაცია გავაიოლო. თუ მე ვაბრაზებ, ისიც ცდილობს, იუმორში გადაიტანოს ყველაფერი და ამაზე სულ მეცინება. სიჯიუტე ორივეს გვაქვს, თუმცა, ბოლოს მაინც ვაღწევთ შეთანხმებას. ძალიან მინდა, გულახდილი ვიყო, მაგრამ არ ვიცი, რა გითხრა. ბევრ რამეზე ერთნაირი აზრი გვაქვს, თუნდაც, რაც ბავშვებს ეხება.

– საერთოდ, როგორი მამაკაცი წარმოგედგინა შენ გვერდით?

– როდესაც გიყვარს და ამ ნაბიჯს დგამ, ყველაფერი აწონ-დაწონილი გაქვს, გააზრებული. ალბათ, სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირად ხდება, ტიპსაც გააჩნია. აჩიში ბევრი მამაკაცური თვისება დავინახე – ძალა, ნებისყოფა. ვხვდებოდი, რომ ნამდვილად გამოდგებოდა, როგორც მეუღლე. ძალიან მოსწონს ოჯახური გარემო, სახლი, თუმცა არის რაღაცეები, რაშიც არ ჩაერევა და მენდობა. თუ მე მომწონს, ის არ იტყვის – მე არ მომწონს. სახლის საქმეები ჩემზეა. თვითონ მუშაობს, სახლიდან ადრე გადის და შინ გვიან შემოდის. ვცდილობ, ყველაფერში ხელი შევუწყო და ყოფით რაღაცეებს ჩამოვაშორო. აი, ბავშვების წაყვანა-წამოყვანაში მეხმარება. როცა პროდუქტია საყიდელი, მირჩევნია, მე წავიდე და ვიყიდო. ამაში ჩემს თავს უფრო ვენდობი, ვიდრე მას. ისე, რასაც ვეტყვი, ყველაფერს მისრულებს.

– ნერვებს არაფერზე გიშლის?

– არანაირად არ არის ნერვების მომშლელი, პირიქით, კარგი ხასიათი აქვს, ბევრად უკეთესი, ვიდრე მე. რა უნდა გააფუჭოს? არ ვიცი, ალბათ, მასაც აქვს რაღაც ისეთი, რაც ყველა კაცს. საერთოდ, ძალიან მხიარულია. საავადმყოფოში იწვა, მეხუთე ოპერაცია გაუკეთეს. სახლში წასვლა მომიწია ბავშვებთან და უკან მალე დავბრუნდი. ნარკოზიდან ახალი გამოსული იყო. რომ შევედი, თვალები გაახილა და დააელამა, ვითომ კარგად ვერ ხედავდა. ძალიან შემეშინდა, წარმოიდგინე, ველოდები, რომ ნარკოზიდან კარგად უნდა გამოვიდეს და უცებ ასეთ მდგომარეობაში ვხედავ. ასეთ რაღაცეებს აკეთებს. როგორიც გარეთ არის, სახლშიც ასეთია – დიდი განსხვავება არ არის. ხომ არიან მამაკაცები საგარეოდ კარგები და სახლში კი – მძიმეები. ეს პირიქითაა.

– მამაკაცი სახლში რომ შემოვა და ფეხსაცმელებს არ გაიხდის, ტანზე არ გამოიცვლის, ტელევიზორთან მოიკალათებს და ცოლს მბრძანებლობს რაღაცას, უკვე გამაღიზიანებელია. არ მეთანხმები?

– ყველამ ვიცით, რომ გარედან შემოსული ფეხსაცმლით სახლში სიარული არ შეიძლება და ამიტომ ჩემი თქმა არ სჭირდება. სახლში რომ მოვა, ფეხსაცმელებსაც იხდის, ხელებსაც იბანს და თავის ტანსაცმელს გადაკიდებს... მაგრამ ეს თვისება აქვს, რომ სადაც გადაკიდებს, იქ უნდა დახვდეს. თუ სადმე გადავდე, მისაყვედურებს, – მე რომ დავდე, სად არისო?

– როცა რაღაცის ყიდვა გინდა, მორიდებით ეუბნები თუ თამამად? ამ მხრივ როგორია, ხომ არ ბრაზობს?

– ალბათ, ძალიან იდეალური გამომყავს, მაგრამ ჩვენი ოჯახი თავიდანვე ისე შეიკრა, იმის პრობლემა არ გვაქვს, რაღაც გვინდოდეს და ერთმანეთს ვერ ვუთხრათ. გარდა ამისა, სამი ბავშვი გვყავს და ყველას რაღაც სჭირდება. ვიცი, აჩის შესაძლებლობა და ისეთს არაფერს ვთხოვ, არც მაქვს ამის მოთხოვნილება. სხვა ცხოვრებას არ ვისურვებდი. მინდა, რომ სულ ასე ვიყოთ, როგორც ახლა ვართ.

– მამაკაცებს რომანტიზმი მაშინ ახსოვთ, როცა სასურველი ქალის ხელში ჩაგდებას ცდილობენ, თორემ მერე შენი რომანტიზმი სულ ფეხებზე ჰკიდიათ. ალბათ, არც აჩია გამონაკლისი.

– აჩის არ უყვარს ტრადიციულად ყვავილების ჩუქება, მაგრამ იცის სიურპრიზების მოწყობა. რთული იყო მისთვის ის, რაც გააკეთა, მაგრამ მაინც მოახერხა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავით ცოლ-ქმარი. მე ქობულეთში ვიყავი დასასვენებლად, ის თურქეთში თამაშობდა, სადაც მძიმე რეჟიმი ჰქონდა. თავისუფალი დრო საერთოდ არ ჰქონდა, აღმოჩნდა, რომ ერთი დღე ისვენებდა და ის დროც მე დამითმო, ქობულეთში ჩამომაკითხა. კიდევ უფრო დავაფასე, რადგან ვიცოდი, რომ ეს მისთვის ძალიან რთული იყო. ერთხელ, იმიტომ, რომ მართლა გულით მინდოდა – საშობაოდ პარიზში წამიყვანა.

– შენ მიმართ სიყვარულს როგორ გამოხატავს? არ გისვამს შეკითხვებს – დღეს სად იყავი, ვისთან ერთად, ვინ დაგირეკა, ვისი მესიჯი მოგივიდა?

– როცა გიყვარს, ალბათ, ყოველთვის არის ეს მომენტი, მაგრამ აჩი ცდილობს, არ გამოხატოს. შეიძლება, ისე მივხვდე, რომ რაღაც არ ესიამოვნა, მაგრამ, რომ ეჩხუბა და თავის გამართლება დამჭირვებოდა, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. თუ დამირეკეს, მკითხავს, ვინ არის? მეც, დაახლოებით, ასეთი ვარ. თუ არ ენდობი, ისე ძალიან ძნელია ცხოვრება. მე ეჭვიანობას სხვა რაკურსით ვუყურებ. როდესაც ადამიანი გაღელვებს, მისი ყველა მოქმედება – რას გააკეთებს, როგორ გააკეთებს, სად წავა, ცხადია, გაინტერესებს და ზრუნავ მასზე, მაგრამ როდესაც ეს ქრება და აღარაფერი გაღელვებს, იმას ნიშნავს, რომ აღარ გიყვარს.

– ქმარმა შეიძლება ყურადღება არ მიაქციოს იმას, რა გაცვია, რა ფერის, რა აქსესუარი გიკეთია და შესაბამისად, არც კომპლიმენტი გითხრას. ქალისთვის უკვე ესეც საკმარისია, რომ ეწყინოს.

– იცის კომპლიმენტები. მოსწონს, როცა მოსწესრიგებული, მაგარ ფორმაში ვარ. ენდობა ჩემს გემოვნებას, რადგან ერთი სტილი მაქვს. მისი აზრი ყოველთვის მაინტერესებს და მსიამოვნებს.


скачать dle 11.3