კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იგინივე ახალ ტალღაზე


მერე რა, რომ რეფორმაა…


წინასწარვე ვიყავით შემზადებული, რომ იანვრის შუა რიცხვებისთვის განათლების მინისტრი რეფორმის ახალი ტალღის დეტალებს გაგვაცნობდა, რომელზეც ბ-ნი შაშკინი, თურმე, პირადად უმუშავია (შევეცადე, ეს კონკრეტული დამოკიდებული წინადადება ჩვენი მინისტრის მანერით დამეწერა, მოგეხსენებათ, ქვემდებარის შემასმენელთან პირში შეწყობა მისი აქილევსის ქუსლია და, მინდა, ჩემიც იყოს), მაგრამ, ისე მოხდა, რომ განათლების რეფორმის ახალი ტალღის ავანჩავანი დემოკრატიის მეორე ტალღაზე მონანავე პრეზიდენტისგან შევიტყვეთ. სახელდობრ, გაირკვა, რომ ატესტატს ძველი დიდება დაუბრუნდება (და მერე რა, რომ ატესტატს, ახლა უკვე დასაბრუნებელი, დიდება რეფორმის პირველ ტალღაში ჩამოართვეს, თანაც მათვე, ვინც ახლა დამბრუნებელია); აღდგება სკოლის გამოსაშვები გამოცდები (რომლებიც რეფორმის პირველ ტალღაში გაუქმდა) და 2011 წლიდან აბიტურიენტები სამი-ოთხის ნაცვლად 10 გამოცდას ჩააბარებენ. პრეზიდენტმა დააზუსტა, ვეღარ „გამოძვრებიან“ სამი გამოცდითო (რაც გვაფიქრებინებს, რომ იქ, ზემოთ, მთლადაც არ გახარებიათ, რაკი ჩვენმა აბიტურიენტებმა ევროპულად წოდებულ სისტემას ალღო მალევე აუღეს); მეტიც, სკოლებში სამხედრო სწავლებაც აღდგება და სამოქალაქო თავდაცვისაც (და მერე რა, რომ რეფორმის მამებმა სამხედრო საქმე პირწმიდად გააქრეს სკოლის კედლებიდან); გაუქმდება ტრიმესტრული სწავლება (ამ დრომდე რეფორმის მონაპოვარი) და ამიერიდან საჯარო სკოლა იზრუნებს, რომ მოსწავლეებმა საყველპურო ცოდნა ყველა საგანში მიიღონ (და მერე რა, რომ, რეფორმის ეგიდით, ჩვენი მოსწავლეები ფიზიკას ქიმიისგან, ამ უკანასკნელს კი ბიოლოგიისგან ვერ არჩევდნენ); კომპიუტერზე მუშაობის სწავლებაც გაძლიერდება და ჩვენს ბავშვებს მსოფლიო ლიტერატურის შედევრებსაც აზიარებენ. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ მეორე ტალღამ ის უნდა აღადგინოს, რაც პირველმა ტალღამ მიწასთან გაასწორა, რთული გასარკვევია, ვისი გასაღები ვის როიალშია.


скачать dle 11.3